პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის სილამაზეს შეწირული ინჟინერი და დახვრეტილი ჩემპიონი - “სტალინური სიები” საქართველოდან
ცოლის სილამაზეს შეწირული ინჟინერი და დახვრეტილი ჩემპიონი - “სტალინური სიები” საქართველოდან

„სტა­ლი­ნუ­რი სი­ე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლო­ზე" - ასე ქვია დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლებს, რო­მე­ლიც 1937-1938 წლე­ბის რეპ­რე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ამ­ზა­და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა (IDFI). დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი­დან კი­დევ ერთხელ თვალ­ნა­თე­ლი გახ­და, რამ­დე­ნად მან­კი­ე­რი იყო საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ჩა­ლის ფა­სად არ უღირ­და...

პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ელი­ა­ვა, მუდ­მი­ვი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად პარ­ტი­უ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, თბი­ლი­სის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ი­სა და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და...

გოგი (გი­ორ­გი) ელი­ა­ვა 1937 წლის 23 იან­ვარს და­ა­პა­ტიმ­რეს. შინ­სა­ხკო­მის მიერ შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, 1918 წელს, ის თბი­ლის­ში, საფ­რან­გე­თის დაზ­ვერ­ვის სა­სარ­გებ­ლოდ, ჯა­შუ­შად გა­და­ი­ბი­რეს. თით­ქოს ის აგ­რო­ვებ­და და გა­დას­ცემ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გან­წყო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ფრან­გუ­ლი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

1924 წელს წი­თელ არ­მი­ა­ში ჯა­შუ­შო­ბის­თვის, ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზი­ის პოლ­კოვ­ნი­კი, ალექ­სან­დრე მო­სი­ძე, ზედ­მეტ­სა­ხე­ლად “ამო” გა­და­ი­ბი­რა. ელი­ა­ვა, მის­გან საბ­ჭო­თა არ­მი­ის სტრუქ­ტუ­რა­სა და შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლებს აგ­რო­ვებ­და და ერთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ჰო­ნო­რა­რის სა­ხით, - 500-600 მა­ნეთს უხ­დი­და.

თუმ­ცა, “საბ­ჭო­თა სამ­შობ­ლოს” მი­მართ, მისი “მო­ღა­ლა­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა” ამით არ ამო­წუ­რუ­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ელი­ა­ვა, საფ­რან­გე­თის დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლის და­ვა­ლე­ბით, ბუდუ მდი­ვან­სა და კარ­პე მო­დე­ბა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რათა მათ­გან “ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ცენ­ტრის” საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნა და “სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით” გა­ეგ­ზავ­ნა.

გი­ორ­გი (გოგი) ელი­ა­ვა

ელი­ა­ვას საქ­მის “ჩვე­ნე­ბებ­ში” წე­რია, რომ ინ­გლი­სუ­რი დაზ­ვერ­ვის და­ვა­ლე­ბით, ის დი­ვერ­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობ­და და იმავდრო­უ­ლად, ჯა­შუ­შო­ბის­თვის, ახალ-ახალ წევ­რებს პო­უ­ლობ­და. 1937 წლის 7-9 ივ­ნისს, ელი­ა­ვას და­კი­თხვა­ზე, “ცნო­ბი­ლი გახ­და” რომ ის და ბუდუ მდი­ვა­ნი, საბ­ჭო­თა არ­მი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დარ­ტყმე­ბი­სას, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ... საქ­მის მი­ხედ­ვით, 1935 წელს, ბუდუ მდი­ვან­მა მას ბაქ­ტე­რი­უ­ლი მიკ­რო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბე­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც ელი­ა­ვამ უარი უთხრა... სი­ნამ­დვი­ლე სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - გი­ორ­გი ელი­ა­ვა პი­რის­პირ სა­უბ­რებ­ში ყო­ველ­თვის აგ­დე­ბუ­ლად და დამ­ცი­ნა­ვად ელა­პა­რა­კე­ბო­და ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას. ამას­თან, ბე­რი­ას ამ­ბა­ვი მი­უ­ტა­ნეს, რომ ენაკ­ვი­მა­ტი პრო­ფე­სო­რი მას­ზე უხამ­სად ხუმ­რობ­და, რაც მას ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და. სსრკ-ს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამ­ხედ­რო კო­ლე­გი­ამ ქარ­თველ პრო­ფე­სორს, სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯა, რო­მე­ლიც 1937 წლის 9 ივ­ლისს აღას­რუ­ლეს...

იყო კი­დევ ერთი მი­ზე­ზი - ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­მა ბე­რი­ამ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ და­ა­პა­ტიმ­რა, გა­ა­ციმ­ბი­რა ან დახ­ვრი­ტა, რომ მათ მშვე­ნი­ერ მე­უღ­ლე­ზე ეჭი­რა თვა­ლი...

ვლა­დი­მერ ჯი­ქი­ას საქ­მეც ასე­ვე აბ­სურ­დუ­ლად იყო შე­კე­რი­ლი... 1937 წელს “რი­ო­ნ­ჰე­სის” მშე­ნე­ბე­ლი, ინ­ჟი­ნერ-ჰიდ­რო­ლო­გი, ცო­ლის სი­ლა­მა­ზეს შე­ე­წი­რა, - მისი მე­უღ­ლე იმ დრო­ის ულა­მა­ზეს ქალი, თი­ნა­თინ სვა­ნი­ძე იყო, რო­მელ­საც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ ცნო­ბი­ლი ლექ­სი “ზღვის­ფე­რი გაქვს თვა­ლე­ბი და თა­ვად ჰგავ­ხარ ზღვას" მი­უ­ძღვნა. მისი სი­ლა­მა­ზე რეპ­რე­სი­ე­ბის ავ­ტორ ბე­რი­ას არ გა­მოჰ­პარ­ვია. ბე­რია თი­ნა­თინს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და, ტე­ლე­ფონ­ზე ურე­კავ­და, სა­ჩუქ­რებს ჰპირ­დე­ბო­და... მისი აქ­ტი­უ­რო­ბა კი გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში იზ­რდე­ბო­და, როცა ცოლ-შვილს და­სას­ვე­ნებ­ლად უშ­ვებ­და... თი­ნა­თი­ნის უა­რე­ბის შემ­დეგ, ბე­რი­ამ ვლა­დი­მერ ჯი­ქია მა­ლე­ვე ამო­ი­ღო მი­ზან­ში და მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის შე­თხზვას შე­უდ­გა.

მა­შინ, რო­დე­საც, ვლა­დი­მერ ჯი­ქია ელექტრო­სად­გუ­რებს, გზებ­სა და სახ­ლებს აშე­ნებ­და, 1936 წელს, მოს­კოვ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს, სა­დაც სტა­ლინს შეხ­ვდა. საბ­ჭო­თა ლი­დერს ის ად­რეც იც­ნობ­და და მისი კა­ბი­ნე­ტიც მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ტო­ვა. მე­ტიც, მოს­კოვ­ში ლე­ნი­ნის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვეს. ბე­რია ამან უფრო გა­ა­ღი­ა­ზი­ა­ნა.

ვლა­დი­მერ ჯი­ქია

ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ში თი­ნა­თინ სვა­ნი­ძე-ჯი­ქი­ა­სი ყვე­ბა: "ქმრის­თვის არ და­მი­მა­ლავს, რომ ბე­რი­ას ჩემ­თან ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა სურ­და... 1935 წელს ვლა­დი­მე­რი ბე­რი­ას აგა­რაკ­ზე იყო მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. სუფ­რა­ზე სა­უბ­რი­სას, ჩემ­მა ქმარ­მა ლავ­რენ­ტის ზღა­პა­რი მო­უყ­ვა, სა­დაც მეფე თა­ვი­სი ვე­ზი­რის ცოლს ეარ­ში­ყე­ბა... ზღა­პა­რი იმით სრულ­დე­ბა, რომ ვე­ზირ­მა ნა­დი­რო­ბი­სას მეფე მოკ­ლა... ამ სა­უბ­რის შე­სა­ხებ მე­უღ­ლემ მი­ამ­ბო, თქვა რომ ბე­რია მო­ნა­თხრობ­მა ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნა - შენი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ტი­ლო­სა­ვით თეთ­რი იყოო - მი­თხრა ვლა­დი­მერ­მა..."

1936 წლის ზა­ფხულ­ში ვლა­დი­მერ ჯი­ქია ოჯახ­თან ერ­თად კი­კეთ­ში ის­ვე­ნებ­და, რა დრო­საც სტუმ­რად იმ­დრო­ინ­დე­ლი ცე­კას მე­ო­რე მდი­ვა­ნი პეტ­რე აღ­ნი­აშ­ვი­ლი ეწ­ვია. ქე­ი­ფის დროს, აღ­ნი­აშ­ვილ­მა მას ბე­რი­ას სა­დღეგ­რძე­ლოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სით და­ლე­ვა შეს­თა­ვა­ზა. კარ­გად ნა­ქე­ი­ფარ­მა ვლა­დი­მერ ჯი­ქი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და. აღ­ნი­აშ­ვილ­მა ეს ამ­ბა­ვი ბე­რი­ას მი­უ­ტა­ნა...ამ სა­ბე­დის­წე­რო ვახ­შმი­დან ძა­ლი­ან მალე, ვლა­დი­მერ ჯი­ქია და­ა­პა­ტიმ­რეს... მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­სულ თი­ნა­თინს ის უხ­სნი­და, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რულ­დე­ბო­და, ამი­ტო­მაც მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბე­რი­ას­თვის თხოვ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო. ამა­სო­ბა­ში, ბე­რია თი­ნა­თი­ნის გუ­ლის მო­გე­ბას გა­მა­ლე­ბუ­ლი ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ. 1937 წელს თი­ნა­თი­ნი სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს, 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და აკ­მო­ლინ­სკის ქალ­თა ბა­ნაკ­ში გა­ამ­წე­სეს. პა­ტიმ­რო­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ, მან შე­წყა­ლე­ბა და შვი­ლებ­თან დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა ითხო­ვა...

თი­ნა­თინ სვა­ნი­ძე-ჯი­ქი­ა­სი

ქა­ლის უა­რით შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ბე­რი­ას შუ­რის­ძი­ე­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - 1940 წელს, კო­ლო­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თი­ნა­თი­ნი მოს­კოვ­ში ბე­რი­ასთნ მი­იყ­ვა­ნეს. ახ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ქალს გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აგენ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა შეს­თა­ვა­ზა და თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქმრის საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბას შე­პ­ჰირ­და. თი­ნა­თი­ნი დას­თან­ხმდა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თი­ნა­თი­ნი ბე­რი­ას შეხ­ვდა და მე­უღ­ლის საქ­მე შე­ახ­სე­ნა, რა­ზეც ბე­რია “გა­ე­ხუმ­რა”, რომ მას და­აგ­ვი­ან­და, რად­გან “ვლა­დი­მე­რი, რო­გორც ხალ­ხის მტე­რი - დახ­ვრი­ტეს”. ისე, რო­გორც 1937 წლის სხვა რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, არც ვლა­დი­მერ ჯი­ქი­ას ძვალ­შე­სა­ლა­გის შე­სა­ხებ არის ცნო­ბი­ლი... ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლებ­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე ერთ-ერთი ქუჩა სწო­რედ ცნო­ბი­ლი და ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მქო­ნე ჰიდ­რომ­შე­ნებ­ლის ვლა­დი­მერ ჯი­ქი­ას სა­ხე­ლო­ბის იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს...

საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი არც იმ ქა­ლე­ბის მი­მართ ყო­ფი­ლა შემ­წყნა­რე­ბე­ლი, ვინც მათ იდე­ო­ლო­გი­ას ფა­რუ­ლად ებ­რძო­და. ბე­რი­ამ ქარ­თვე­ლი “ტროც­კის­ტე­ბის” ვრცელ სი­ა­ში არა­ერ­თი ქალი შე­იყ­ვა­ნა, მათ შო­რის, ლი­დია გას­ვი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო. სტა­ლი­ნის რე­ჟიმ­მა, ის ერთ დროს ჯუ­ღაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­სა და თა­ნა­პარ­ტი­ელ­ზე, საფ­რან­გეთ­ში სსრკ-ს მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე ბუდუ მდი­ვან­ზე “გა­სას­ვლე­ლად” გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ იტან­და ლავ­რენ­ტი ბე­რია...

ბუდუ მდი­ვა­ნი 1936 წელს და­ა­კა­ვეს, და­კა­ვე­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით შვი­ლე­ბი და­უ­პა­ტიმ­რეს. მა­საც და მის ოთხ ვაჟ­საც დახ­ვრე­ტა მი­ე­სა­ჯა. ქა­ლიშ­ვი­ლი - მერი კი გა­და­სახ­ლე­ბა­ში დახ­ვრი­ტეს. თურ­მე, სა­რე­ცხს ჰფენ­და ღო­ბის ახ­ლოს და ზე­დამ­ხედ­ველ­მა და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა.

ერთ დროს ომა­ხი­ა­ნი და ქე­ი­ფის მოყ­ვა­რუ­ლი მდი­ვა­ნი, რო­მელ­საც სტა­ლი­ნი ხუმ­რო­ბით “შეშ­ლილ­საც” ეძახ­და, პა­ტიმ­რო­ბა­ში მარ­თლაც სი­გი­ჟის პი­რას მი­სუ­ლი, გა­მომ­ძი­ებ­ლებს აც­რემ­ლე­ბუ­ლი ეხ­ვე­წე­ბო­და, შვი­ლებ­ზე მი­თხა­რით რამე, მე­უბ­ნე­ბი­ან რომ დახ­ვრი­ტე­სო... ბო­ლოს მო­ლან­დე­ბე­ბი და­ე­წყო. მის ერთ-ერთ შვილს, ჩოგ­ბურ­თის საბ­ჭო­თა ლე­გენ­დას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის 26 წლის ჩემ­პი­ონ არ­ჩილ მდი­ვანს, ცი­ნი­კოს­მა ბე­რი­ამ გა­დამ­წყვე­ტი ტურ­ნი­რის წინ შე­უთ­ვა­ლა, - თუ მო­ი­გებ, შე­ნებს გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე­ბო.

მო­ი­გო, მაგ­რამ არა­ვინ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ... ბან­კეტ­ზე კი ვი­ღა­ცას უხ­სე­ნე­ბია ხალ­ხის მტრის ოჯა­ხი... ნას­ვამ არ­ჩილს უთ­ქვამს - ბუდუ მდივ­ნის ოჯახ­ში არც ყო­ფი­ლან და არც არი­ან ხალ­ხის მტრე­ბიო... ესეც არ აპა­ტი­ეს - არ­ჩილ მდი­ვა­ნი იყო ერ­თა­დერ­თი ჩემ­პი­ო­ნი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც დახ­ვრი­ტეს. მა­შინ 26 წლი­სა გახ­ლდათ.

მდი­ვა­ნე­ბის ოჯა­ხი­დან სულ 9 წევ­რი და­სა­ჯეს. ოჯა­ხი­დან მხო­ლოდ ორი ქალი დაბ­რუნ­და გა­და­სახ­ლე­ბი­დან. ბუ­დუს ერთი ვაჟი - შალ­ვა არ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ, რად­გან ვერ მო­ას­წრეს - 1933 წელს თვითმფრი­ნა­ვის გა­მოც­დი­სას და­ი­ღუ­პა... ოჯახ­ში ამ­ბობ­დნენ, რა ბედ­ნი­ე­რი იყო შალ­ვა, რომ ამ უბე­დუ­რე­ბებს არ მო­ეს­წროო.

სა­ხელ­მწი­ფო გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლი­დია გას­ვი­ანს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ეს გა­რე­მო­ე­ბა ჩი­ნე­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, სა­ბო­ლო­ოდ გას­წო­რე­ბო­და ქარ­თულ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას. ამი­ტო­მაც, გას­ვი­ანს დაბ­რალ­და, რომ მას და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, ემუ­შა­ვა ქარ­თულ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით: მას უნდა მო­ე­ძებ­ნა ისე­თი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­პა­გან­დას გა­უ­წევ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ყო­ფას; ასე­ვე, გას­ვი­ანს უნდა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი, რომ შე­იქ­მნე­ბო­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც, ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­თან ერ­თად, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბა­ში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მარ­თა­ლია, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­ფი­უ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად, გას­ვი­ან­მა ცი­ხე­ში და­წე­რილ “ჩვე­ნე­ბას” ხელი მო­ა­წე­რა, თუმ­ცა, "აღი­ა­რე­ბამ" ის ვერ იხ­სნა - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სამ­ხედ­რო კო­ლე­გი­ამ ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი აი­რი­და და 1937 წლის 25 ივ­ნი­სის გა­ნა­ჩე­ნით, ლი­დია გას­ვი­ანს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს.

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა; მფლო­ბე­ლე­ბი: და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი, ლე­ვან ურუ­შა­ძე, ჰა­ინ­რიხ ბი­ო­ლის ფონ­დი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ed
5

სისულელე, პროპაგანდა!

კეკე
2

სტალინის კი არა ბერიას რეჟიმი იყო საქართველოში! ძაღლი მიაკვდა სულში (ბოდიში ძაღლებთან)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ცოლის სილამაზეს შეწირული ინჟინერი და დახვრეტილი ჩემპიონი - “სტალინური სიები” საქართველოდან

ცოლის სილამაზეს შეწირული ინჟინერი და დახვრეტილი ჩემპიონი - “სტალინური სიები” საქართველოდან

„სტალინური სიები“ საქართველოზე" - ასე ქვია დოკუმენტურ მასალებს, რომელიც 1937-1938 წლების რეპრესიებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ მოამზადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). დოკუმენტური მასალებიდან კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა, რამდენად მანკიერი იყო საბჭოთა რეჟიმი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასად არ უღირდა...

პროფესორი გიორგი ელიავა, მუდმივი ზეწოლის მიუხედავად პარტიული არასდროს ყოფილა, თბილისის ბაქტერიოლოგიისა და ბაქტერიოფაგის ინსტიტუტების დირექტორად მუშაობდა...

გოგი (გიორგი) ელიავა 1937 წლის 23 იანვარს დააპატიმრეს. შინსახკომის მიერ შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, 1918 წელს, ის თბილისში, საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ, ჯაშუშად გადაიბირეს. თითქოს ის აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, ქართველი ხალხის განწყობის და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის შესახებ.

1924 წელს წითელ არმიაში ჯაშუშობისთვის, ქართული დივიზიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე მოსიძე, ზედმეტსახელად “ამო” გადაიბირა. ელიავა, მისგან საბჭოთა არმიის სტრუქტურასა და შესაძლებელობის შესახებ მასალებს აგროვებდა და ერთ ინფორმაციაში ჰონორარის სახით, - 500-600 მანეთს უხდიდა.

თუმცა, “საბჭოთა სამშობლოს” მიმართ, მისი “მოღალატური საქმიანობა” ამით არ ამოწურულა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ელიავა, საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლის დავალებით, ბუდუ მდივანსა და კარპე მოდებაძეს დაუკავშირდა, რათა მათგან “ქართული ნაციონალისტური ცენტრის” საქმიანობაზე ინფორმაცია მოეგროვებინა და “საჭირო მიმართულებით” გაეგზავნა.

გიორგი (გოგი) ელიავა

ელიავას საქმის “ჩვენებებში” წერია, რომ ინგლისური დაზვერვის დავალებით, ის დივერსიულ საქმიანობას განაგრძობდა და იმავდროულად, ჯაშუშობისთვის, ახალ-ახალ წევრებს პოულობდა. 1937 წლის 7-9 ივნისს, ელიავას დაკითხვაზე, “ცნობილი გახდა” რომ ის და ბუდუ მდივანი, საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო დარტყმებისას, ბაქტერიოლოგიის გამოყენებას აპირებდნენ... საქმის მიხედვით, 1935 წელს, ბუდუ მდივანმა მას ბაქტერიული მიკრობების საშუალებით, ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა შესთავაზა, რაზეც ელიავამ უარი უთხრა... სინამდვილე სრულიად განსხვავებული იყო - გიორგი ელიავა პირისპირ საუბრებში ყოველთვის აგდებულად და დამცინავად ელაპარაკებოდა ლავრენტი ბერიას. ამასთან, ბერიას ამბავი მიუტანეს, რომ ენაკვიმატი პროფესორი მასზე უხამსად ხუმრობდა, რაც მას ძალიან აღიზიანებდა. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ქართველ პროფესორს, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 1937 წლის 9 ივლისს აღასრულეს...

იყო კიდევ ერთი მიზეზი - ქალების მოყვარულმა ბერიამ, უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, გააციმბირა ან დახვრიტა, რომ მათ მშვენიერ მეუღლეზე ეჭირა თვალი...

ვლადიმერ ჯიქიას საქმეც ასევე აბსურდულად იყო შეკერილი... 1937 წელს “რიონჰესის” მშენებელი, ინჟინერ-ჰიდროლოგი, ცოლის სილამაზეს შეეწირა, - მისი მეუღლე იმ დროის ულამაზეს ქალი, თინათინ სვანიძე იყო, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიამ ცნობილი ლექსი “ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას" მიუძღვნა. მისი სილამაზე რეპრესიების ავტორ ბერიას არ გამოჰპარვია. ბერია თინათინს მოსვენებას არ აძლევდა, ტელეფონზე ურეკავდა, საჩუქრებს ჰპირდებოდა... მისი აქტიურობა კი განსაკუთრებით ზაფხულში იზრდებოდა, როცა ცოლ-შვილს დასასვენებლად უშვებდა... თინათინის უარების შემდეგ, ბერიამ ვლადიმერ ჯიქია მალევე ამოიღო მიზანში და მის წინააღმდეგ საქმის შეთხზვას შეუდგა.

მაშინ, როდესაც, ვლადიმერ ჯიქია ელექტროსადგურებს, გზებსა და სახლებს აშენებდა, 1936 წელს, მოსკოვში გამოიძახეს, სადაც სტალინს შეხვდა. საბჭოთა ლიდერს ის ადრეც იცნობდა და მისი კაბინეტიც მშვიდობიანად დატოვა. მეტიც, მოსკოვში ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. ბერია ამან უფრო გააღიაზიანა.

ვლადიმერ ჯიქია

ერთ-ერთ ჩვენებაში თინათინ სვანიძე-ჯიქიასი ყვება: "ქმრისთვის არ დამიმალავს, რომ ბერიას ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარება სურდა... 1935 წელს ვლადიმერი ბერიას აგარაკზე იყო მიპატიჟებული. სუფრაზე საუბრისას, ჩემმა ქმარმა ლავრენტის ზღაპარი მოუყვა, სადაც მეფე თავისი ვეზირის ცოლს ეარშიყება... ზღაპარი იმით სრულდება, რომ ვეზირმა ნადირობისას მეფე მოკლა... ამ საუბრის შესახებ მეუღლემ მიამბო, თქვა რომ ბერია მონათხრობმა ძალიან შეაშინა - შენი თაყვანისმცემელი ტილოსავით თეთრი იყოო - მითხრა ვლადიმერმა..."

1936 წლის ზაფხულში ვლადიმერ ჯიქია ოჯახთან ერთად კიკეთში ისვენებდა, რა დროსაც სტუმრად იმდროინდელი ცეკას მეორე მდივანი პეტრე აღნიაშვილი ეწვია. ქეიფის დროს, აღნიაშვილმა მას ბერიას სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით დალევა შესთავაზა. კარგად ნაქეიფარმა ვლადიმერ ჯიქიამ უარი განაცხადა. აღნიაშვილმა ეს ამბავი ბერიას მიუტანა...ამ საბედისწერო ვახშმიდან ძალიან მალე, ვლადიმერ ჯიქია დააპატიმრეს... მოსანახულებლად მისულ თინათინს ის უხსნიდა, რომ უდანაშაულო იყო და ყველაფერი მალე დასრულდებოდა, ამიტომაც მისი გათავისუფლების ბერიასთვის თხოვნის საჭიროება არ იყო. ამასობაში, ბერია თინათინის გულის მოგებას გამალებული ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. 1937 წელს თინათინი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და აკმოლინსკის ქალთა ბანაკში გაამწესეს. პატიმრობიდან 3 წლის შემდეგ, მან შეწყალება და შვილებთან დაბრუნების უფლება ითხოვა...

თინათინ სვანიძე-ჯიქიასი

ქალის უარით შეურაცხყოფილი ბერიას შურისძიება ამით არ დასრულებულა - 1940 წელს, კოლონიიდან დაბრუნებული თინათინი მოსკოვში ბერიასთნ მიიყვანეს. ახლად გათავისუფლებულ ქალს გერმანიის წინააღმდეგ აგენტურულ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა და თანხმობის შემთხვევაში, ქმრის საქმეში დახმარებას შეპჰირდა. თინათინი დასთანხმდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, თინათინი ბერიას შეხვდა და მეუღლის საქმე შეახსენა, რაზეც ბერია “გაეხუმრა”, რომ მას დააგვიანდა, რადგან “ვლადიმერი, როგორც ხალხის მტერი - დახვრიტეს”. ისე, როგორც 1937 წლის სხვა რეპრესირებულების საფლავები, არც ვლადიმერ ჯიქიას ძვალშესალაგის შესახებ არის ცნობილი... ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში, საბურთალოზე ერთ-ერთი ქუჩა სწორედ ცნობილი და ტრაგიკული ბედის მქონე ჰიდრომშენებლის ვლადიმერ ჯიქიას სახელობის იყო, მოგვიანებით, მას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიანიჭეს...

საბჭოთა რეჟიმი არც იმ ქალების მიმართ ყოფილა შემწყნარებელი, ვინც მათ იდეოლოგიას ფარულად ებრძოდა. ბერიამ ქართველი “ტროცკისტების” ვრცელ სიაში არაერთი ქალი შეიყვანა, მათ შორის, ლიდია გასვიანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე იყო. სტალინის რეჟიმმა, ის ერთ დროს ჯუღაშვილის მეგობარსა და თანაპარტიელზე, საფრანგეთში სსრკ-ს მუდმივ წარმომადგენელზე ბუდუ მდივანზე “გასასვლელად” გამოიყენა, რომელსაც განსაკუთრებით ვერ იტანდა ლავრენტი ბერია...

ბუდუ მდივანი 1936 წელს დააკავეს, დაკავებიდან 9 დღის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით შვილები დაუპატიმრეს. მასაც და მის ოთხ ვაჟსაც დახვრეტა მიესაჯა. ქალიშვილი - მერი კი გადასახლებაში დახვრიტეს. თურმე, სარეცხს ჰფენდა ღობის ახლოს და ზედამხედველმა დამიზნებით ესროლა.

ერთ დროს ომახიანი და ქეიფის მოყვარული მდივანი, რომელსაც სტალინი ხუმრობით “შეშლილსაც” ეძახდა, პატიმრობაში მართლაც სიგიჟის პირას მისული, გამომძიებლებს აცრემლებული ეხვეწებოდა, შვილებზე მითხარით რამე, მეუბნებიან რომ დახვრიტესო... ბოლოს მოლანდებები დაეწყო. მის ერთ-ერთ შვილს, ჩოგბურთის საბჭოთა ლეგენდას, საბჭოთა კავშირის 26 წლის ჩემპიონ არჩილ მდივანს, ცინიკოსმა ბერიამ გადამწყვეტი ტურნირის წინ შეუთვალა, - თუ მოიგებ, შენებს გავათავისუფლებო.

მოიგო, მაგრამ არავინ გაუთავისუფლებიათ... ბანკეტზე კი ვიღაცას უხსენებია ხალხის მტრის ოჯახი... ნასვამ არჩილს უთქვამს - ბუდუ მდივნის ოჯახში არც ყოფილან და არც არიან ხალხის მტრებიო... ესეც არ აპატიეს - არჩილ მდივანი იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტეს. მაშინ 26 წლისა გახლდათ.

მდივანების ოჯახიდან სულ 9 წევრი დასაჯეს. ოჯახიდან მხოლოდ ორი ქალი დაბრუნდა გადასახლებიდან. ბუდუს ერთი ვაჟი - შალვა არ დაუპატიმრებიათ, რადგან ვერ მოასწრეს - 1933 წელს თვითმფრინავის გამოცდისას დაიღუპა... ოჯახში ამბობდნენ, რა ბედნიერი იყო შალვა, რომ ამ უბედურებებს არ მოესწროო.

სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე ლიდია გასვიანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ეს გარემოება ჩინებული მომენტი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის, საბოლოოდ გასწორებოდა ქართულ ინტელიგენციას. ამიტომაც, გასვიანს დაბრალდა, რომ მას დავალებული ჰქონდა, ემუშავა ქართულ ინტელიგენციასთან შემდეგი მიმართულებით: მას უნდა მოეძებნა ისეთი პირები, რომლებიც პროპაგანდას გაუწევდნენ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას; ასევე, გასვიანს უნდა დაერწმუნებინა ქართველი მწერლები, რომ შეიქმნებოდა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც, ტერორისტულ აქტებთან ერთად, შეიარაღებულ აჯანყებაში მიიღებდა მონაწილეობას.

მართალია, მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოფიური ზეწოლის შედეგად, გასვიანმა ციხეში დაწერილ “ჩვენებას” ხელი მოაწერა, თუმცა, "აღიარებამ" ის ვერ იხსნა - საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ზედმეტი თავის ტკივილი აირიდა და 1937 წლის 25 ივნისის განაჩენით, ლიდია გასვიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს.

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მფლობელები: დამანა მდივნიშვილი, ლევან ურუშაძე, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი