პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია მინდელის შახტაში დაშავებულები მდგომარეობა -  ექიმის კომენტარი
როგორია მინდელის შახტაში დაშავებულები მდგომარეობა -  ექიმის კომენტარი

მინ­დე­ლის შახ­ტა­ში და­შა­ვე­ბუ­ლი მე­შახ­ტე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ქუ­თა­ის­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, სტა­ბი­ლუ­რია. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლუ­რი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი გო­გი­ნა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და მათი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რა მალე მოხ­დე­ბა.

გუ­შინ მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი მე­შახ­ტე და­შავ­და, აქე­დან ორი ქუ­თა­ის­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას, ერთი კი ტყი­ბულ­ში.

5 აპ­რილს, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 3 და­შავ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში მოხ­და კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცია, რა­საც ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა. ჩა­მონ­გრე­ვის დროს, ამა­ვე შახ­ტა­ში მყოფ­მა სამ­თო ოს­ტატ­მა - 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. ნ.-მ, სამ­თო მუ­შებ­მა: 1981 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი. კ.-მ და 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ა.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ამა­ვე შახ­ტის მი­წის­ქვე­შა სამ­თო ოს­ტატ­მა: 1972 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ქ.-მ, ოს­ტატ-ამ­ფეთ­ქე­ბელ­მა - 1968 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბ. გ.-მ, სამ­თო მუ­შებ­მა - 1992 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პ. გ.-მ, 1959 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. რ.-მ, 1990 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ბ.-მ და 1966 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ე.ბ-მ. ყვე­ლა მათ­გა­ნი, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 5-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

როგორია მინდელის შახტაში დაშავებულები მდგომარეობა -  ექიმის კომენტარი

როგორია მინდელის შახტაში დაშავებულები მდგომარეობა -  ექიმის კომენტარი

მინდელის შახტაში დაშავებული მეშახტეების მდგომარეობა, რომლებიც ქუთაისში მკურნალობენ, სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის რეფერალური კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი საავადმყოფოდან გაწერა მალე მოხდება.

გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სამი მეშახტე დაშავდა, აქედან ორი ქუთაისში გადის მკურნალობას, ერთი კი ტყიბულში.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი