Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგომას თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება
აღდგომას თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 8-9 აპ­რილს, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ებ­თან მი­სას­ვლელ გზებ­ზე გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი გაც­ნო­ბებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 8-9 აპ­რილს, აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის, ტრან­სპორ­ტის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი და უსაფრ­თხო მოძ­რა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ებ­თან მი­სას­ვლელ გზებ­ზე გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა.

სა­ბურ­თა­ლოს, კუ­კი­ის, მუ­ხათ­გვერ­დის და თბი­ლი­სის ზღვის სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შემ­დე­გი მარ­შრუ­ტე­ბით იმოძ­რა­ვე­ბენ: სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს­თან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით მის­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­დან სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის გავ­ლით. სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩით, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბენ.

კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩი­ტა­ი­ას მო­ედ­ნი­დან, ნო­რი­ოს აღ­მარ­თი­სა და მა­მარ­დაშ­ვილს ქუ­ჩის გავ­ლით. სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ას ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ცა­ი­შის, ქვა­ლო­ნის, აბა­ში­ძის და 9 ძმის ქუ­ჩე­ბით და­ტო­ვე­ბენ.

მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ოს­კენ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის­თვის მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნი­დან, ასე­ვე, ფარ­ნა­ვაზ მე­ფის გამ­ზი­რი­დან.

თბი­ლი­სის ზღვის სა­საფ­ლა­ოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის­თვის მოძ­რა­ო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ხუ­და­დო­ვის და ანა­პის დი­ვი­ზი­ის ქუ­ჩე­ბით, ასე­ვე, თემ­ქის მხრი­დან. სა­საფ­ლა­ო­დან წა­მოს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მუხ­რა­ნის, ბეჟა­ნიშ­ვი­ლი­სა და ხუ­და­დო­ვის ქუ­ჩე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი სა­საფ­ლა­ო­ებ­თან მი­მოს­ვლის­თვის ამა­ვე მარ­შრუ­ტე­ბით იმოძ­რა­ვებს“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

აღდგომას თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

აღდგომას თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8-9 აპრილს, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8-9 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ