მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა შეეძლება

მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა შეეძლება

მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა შეეძლება. ამის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ 1976-1994 წლებში დაბადების რეგისტრაციისას დაბადების ადგილად შესაძლებელი იყო როგორც ბავშვის რეალური დაბადების, ისე მისი მშობლების რეგისტრაციის ადგილის მითითება. შედეგად კი, არის შემთხვევები, როდესაც დაბადების რეგისტრაცია მოხდა კანონმდებლობის დაცვით მშობლების მისამართის მიხედვით, მაგრამ პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაში პირის რეალური დაბადების ადგილია მითითებული,

ხოლო სხვადასხვა დროს გაცემულ სხვადასხვა საბუთში ორი განსხვავებული დაბადების ადგილი ფიგურირებს, რაც მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და პრობლემების წყაროა. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ