საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ლი იანვრიდან დღემდე ტექნიკური ინსპექტირება 5050-მა ავტომობილმა ვერ გაიარა, 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა
1-ლი იანვრიდან დღემდე ტექნიკური ინსპექტირება 5050-მა ავტომობილმა ვერ გაიარა, 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა

2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან დღემ­დე, 19 464 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან პირ­ველ ჯერ­ზე პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 14 280-მა გა­ი­ა­რა, 5050-მა (და­ახ­ლო­ე­ბით, 25%) ვერ გა­ი­ა­რა, ხოლო 134-ს გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში იმ 5050 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან, რომ­ლებ­საც ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა მი­ე­ცათ, ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრებს 2678-მა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ კვლავ მი­მარ­თა, სა­ი­და­ნაც 101-ს ხარ­ვე­ზი გან­მე­ო­რე­ბით და­უდ­გინ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მოწ­მე­ბუ­ლი 19 464 ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან 4349 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ხარ­ვე­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მო­ნა­ბოლ­ქვთან, ფა­რებ­სა და შუ­ქამ­რეკ­ლებ­თან, სა­მუხ­რუ­ჭო მო­წყო­ბი­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ფიქ­სირ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იან­ვრი­დან პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სამ­გზავ­რო (8 ად­გი­ლის ზე­მოთ) და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლებს (3,5ტ. ზე­მოთ) შე­ე­ხოთ. 2018 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, 2018 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან კი დიდი მო­ცუ­ლო­ბის ძრა­ვე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებს (3.0 ძრა­ვით და ზე­მოთ) შე­ე­ხე­ბათ. 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ინ­სპექ­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩე­ნი ავ­ტო­პარ­კი გა­ივ­ლის.

1-ლი იანვრიდან დღემდე ტექნიკური ინსპექტირება 5050-მა ავტომობილმა ვერ გაიარა, 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა

1-ლი იანვრიდან დღემდე ტექნიკური ინსპექტირება 5050-მა ავტომობილმა ვერ გაიარა, 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, 19 464 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან პირველ ჯერზე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 14 280-მა გაიარა, 5050-მა (დაახლოებით, 25%) ვერ გაიარა, ხოლო 134-ს გზაზე გადაადგილება აეკრძალა, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში იმ 5050 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, რომლებსაც ხარვეზის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს 2678-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ კვლავ მიმართა, საიდანაც 101-ს ხარვეზი განმეორებით დაუდგინდა.

უწყების ინფორმაციით, შემოწმებული 19 464 ავტომობილიდან 4349 ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიული პირების მფლობელობაშია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხარვეზების უმეტესობა გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან, სამუხრუჭო მოწყობილობასთან მიმართებაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ. 2018 წლის 1-ლი ივლისიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ) შეეხებათ. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექტირებას საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი გაივლის.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ