მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შახტაში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე"
"შახტაში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე"

აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ადა­მი­ა­ნის ან ჯგუ­ფის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, თუ ამ­გვა­რი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­უ­ლი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ გე­ლე­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მან ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­საც 6 მე­შახ­ტე ემსხვერ­პლა. გე­ლე­ნი­ძის თქმით, მისი კომ­პა­ნია გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და იმე­დოვ­ნებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სი­მარ­თლეს და­ად­გენს. გე­ლე­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გამო არ მომ­ხდა­რა, არა­მედ ად­გი­ლი აქვს სამ­თო დარ­ტყმას.

"ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. შრო­მის ინ­სპექ­ცია და ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩვენს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად ად­გილ­ზე იყო და მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ეც­ნო. პირ­ვე­ლა­დი მდგო­მა­რე­ო­ბით, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო, რამე დას­კვნის თქმა, მით უმე­ტეს კომ­პა­ნი­ის­გან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, უნდა და­ვე­ლო­დოთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მაგ­რამ დღეს არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შედ­გე­ბით რაც ჩვენ და­ვას­კვე­ნით, ად­გი­ლი აქვს სამ­თო დარ­ტყმას. ეს, რა თქმა უნდა, არის ად­გილ­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გი. ამავდრო­უ­ლად გვაქვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მიერ უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ალ­ბა­თო­ბით მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ სამ­თო დარ­ტმას ჰქონ­და ად­გი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ში უსაფრ­ხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას სრუ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ.

მერ­წმუ­ნეთ, რომ იქ სა­თა­ნა­დოდ ბი­გე­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და რომ არ ყო­ფი­ლი­ყო სა­თა­ნა­დო გა­მაგ­რე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მძი­მე შე­დეგ­თან გვექ­ნე­ბო­და საქ­მე, ვი­ნა­ი­დან მოხ­დე­ბო­და და­წო­ლა და დღეს არა­თუ ცო­ცხლე­ბი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ტა­ნაც საკ­მა­ოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ სრუ­ლად და გამჭვირ­ვა­ლედ ვმუ­შა­ობთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან. ჩვე­ნი მხრი­დან შე­ფერ­ხე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სებ­ზე არ ხდე­ბა. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სრუ­ლად და გამჭვირ­ვა­ლედ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი დას­კვნა და­ი­დე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა ადა­მი­ა­ნის ან ჯგუ­ფის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, თუ ამ­გვა­რი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. ად­გილ­ზეა შსს, მა­ნამ­დე იყო შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა, ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი, ანუ ყვე­ლა ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი პირი, ვი­საც ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვა ევა­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გე­ლე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი იქ­ნე­ბა იმის გამო, რომ შემ­დგომ არა­სა­მუ­შაო დღე­ე­ბი მო­დის.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ის ად­გი­ლი ჩვენ­თვის და­კონ­სერვდე­ბა და ჩვენ იქ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ გვექ­ნე­ბა. ამა­ზე ჩვენ თვი­თონ ვთქვით უარი. სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცით ყვე­ლას, მათ შო­რის, პროფ­კავ­ში­რებს. ჩვენ რო­გორც დამ­საქ­მე­ბელს, ძა­ლი­ან მძი­მე ჯვა­რი გვაქვს სა­ტა­რე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან გვყავს ის ოჯა­ხე­ბი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­პატ­რო­ნო, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში არი­ან და პირ­ველ რიგ­ში მათ უნდა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ყვე­ლა­ნა­ი­რად ტკი­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გე­ლე­ნი­ძემ.

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. და­შავ­და სამი მე­შახ­ტე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"შახტაში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე"

"შახტაში ბიგები სათანადოდ რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე"

აუცილებლად დადგება ადამიანის ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამგვარი გამოიკვეთება, - ამის შესახებ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გელენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელსაც 6 მეშახტე ემსხვერპლა. გელენიძის თქმით, მისი კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს. გელენიძის განმარტებით, პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების გამო არ მომხდარა, არამედ ადგილი აქვს სამთო დარტყმას.

"ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შრომის ინსპექცია და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ჩვენს შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზე იყო და მდგომარეობას გაეცნო. პირველადი მდგომარეობით, ძალიან რთული იქნება საბოლოო, რამე დასკვნის თქმა, მით უმეტეს კომპანიისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ღონისძიებებს, მაგრამ დღეს არსებული ინფორმაციით, ადგილზე დათვალიერების შედგებით რაც ჩვენ დავასკვენით, ადგილი აქვს სამთო დარტყმას. ეს, რა თქმა უნდა, არის ადგილზე დათვალიერების შედეგი. ამავდროულად გვაქვს დაზარალებულების მიერ უკვე გაკეთებული განცხადებები, რომლებიც დიდი ალბათობით მიგვანიშნებს, რომ სამთო დარტმას ჰქონდა ადგილი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში უსაფრხოების ნორმების დარღვევას სრულად გამოვრიცხავ.

მერწმუნეთ, რომ იქ სათანადოდ ბიგები რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული და რომ არ ყოფილიყო სათანადო გამაგრება, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე, ვინაიდან მოხდებოდა დაწოლა და დღეს არათუ ცოცხლები, მიცვალებულების გამოტანაც საკმაოდ გართულებული პროცესი იქნებოდა. ჩვენ სრულად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ საგამოძიებო ორგანოებთან. ჩვენი მხრიდან შეფერხება საგამოძიებო პროცესებზე არ ხდება. ვთანამშრომლობთ სრულად და გამჭვირვალედ. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლებრივი დასკვნა დაიდება. აუცილებლად დადგება ადამიანის ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამგვარი გამოიკვეთება. ადგილზეა შსს, მანამდე იყო შრომის უსაფრთხოება, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, ანუ ყველა ის კომპეტენტური პირი, ვისაც ამ საკითხის გარკვევა ევალება", - განაცხადა გელენიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული შეფერხებები იქნება იმის გამო, რომ შემდგომ არასამუშაო დღეები მოდის.

"ფაქტობრივად, ის ადგილი ჩვენთვის დაკონსერვდება და ჩვენ იქ ხელმისაწვდომობა არ გვექნება. ამაზე ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობისთვის სრული თავისუფლება მივეცით ყველას, მათ შორის, პროფკავშირებს. ჩვენ როგორც დამსაქმებელს, ძალიან მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი, ვინაიდან გვყავს ის ოჯახები და დაზარალებულები საპატრონო, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან და პირველ რიგში მათ უნდა შევუმსუბუქოთ ყველანაირად ტკივილი", - განაცხადა გელენიძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მეშახტე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ