Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეისმური ბიძგები არ ყოფილა" - შახტის დათვალიერების პირველად მონაცემები
"სეისმური ბიძგები არ ყოფილა" - შახტის დათვალიერების პირველად მონაცემები

მინ­დე­ლის შახ­ტა­ში ჰქონ­და, თუ არა სამ­თო დარ­ტყმას ად­გი­ლი, ეს ჯერ არ დას­ტურ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ტყი­ბულ­ში, შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენლ­მა ელზა ჯგე­რე­ნა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც შრო­მის ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ შახ­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პირ­ვე­ლად მო­ნა­ცე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე სრუ­ლად მის­ვლა ვერ მო­ხერ­ხდა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ჯგე­რე­ნა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, იყო თუ არა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი დარ­ღვე­უ­ლი, ეს მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

"გაგ­რძელ­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ბი, ვი­ნა­ი­დან საფრ­თხე­ე­ბის არ­სე­ბო­ბის გამო ახ­ლოს მის­ვლა ვერ მო­ხერ­ხდა. მხო­ლოდ 20 მეტ­რამ­დეე მო­ხერ­ხდა მი­ახ­ლო­ე­ბა და იმის­თვის. რომ ობი­ექ­ტუ­რი სუ­რა­თი და­ი­დოს, გვჭირ­დე­ბა შე­ვის­წავ­ლოთ ქა­ნე­ბის ჩა­მოშ­ლის სუ­რა­თი არ­სე­ბობ­და თუ არა, რათა მი­ე­ცეს ამას კვა­ლი­ფი­კა­ცია - ჰქონ­და თუ არა სამ­თო დარ­ტყმას ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯგე­რე­ნა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სე­ის­მუ­რი ბიძ­გე­ბი არ დას­ტურ­დე­ბა. "გრძელ­დე­ბა მოკ­ვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ახლა გან­მე­ო­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მე­ო­რე ჯგუ­ფია ჩა­სუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ვე­ლად მო­ნა­ცე­მებს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა. ეს სამ­თო დარ­ტყმა იყო თუ არა, ჯერ არ დას­ტურ­დე­ბა, თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ სე­ის­მუ­რი ბიძ­გე­ბი არ დას­ტურ­დე­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ვერ­სი­ად იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­თო დარ­ტყმის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დად­გე­ნა. მას შე­სა­ბა­მი­სი ნიშ­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს და ეს უნდა და­დას­ტურ­დეს სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის მიერ. აქვე მინ­და და­ბე­ჯი­თე­ბით გაც­ნო­ბოთ, რომ სამ­თო დარ­ტყმე­ბი არ არის სი­ახ­ლე, ვი­ნა­ი­დან ეს ზო­გა­დად ნახ­ში­რის შახ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. დარ­ტყმის გა­მოვ­ლე­ნის მხრივ სა­შიშ შახ­ტებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლი უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს და მო­ნი­ტო­რინ­გის წარ­მო­ე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა ხდე­ბო­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან", - აღ­ნიშ­ნა ჯგე­რე­ნა­ი­ამ.

კი­თხვა­ზე, სა­მუ­შაო სივ­რცე, სა­დაც მუ­შე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, არის თუ არა ამოვ­სე­ბუ­ლი ქვე­ბი­თა და მა­სა­ლე­ბით, ჯგე­რე­ნა­ია პა­სუ­ხობს, რომ "გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბა ზუს­ტად ამის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა და დღეს არ სრულ­დე­ბა".

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"სეისმური ბიძგები არ ყოფილა" - შახტის დათვალიერების პირველად მონაცემები

"სეისმური ბიძგები არ ყოფილა" - შახტის დათვალიერების პირველად მონაცემები

მინდელის შახტაში ჰქონდა, თუ არა სამთო დარტყმას ადგილი, ეს ჯერ არ დასტურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტყიბულში, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, რომელმაც შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შახტის დათვალიერების პირველად მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილამდე სრულად მისვლა ვერ მოხერხდა და შესაბამისად, სამუშაოები გრძელდება. ჯგერენაიას განმარტებით, იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, ეს მოკვლევის შედეგად გამოვლინდება.

"გაგრძელდება სამუშაობი, ვინაიდან საფრთხეების არსებობის გამო ახლოს მისვლა ვერ მოხერხდა. მხოლოდ 20 მეტრამდეე მოხერხდა მიახლოება და იმისთვის. რომ ობიექტური სურათი დაიდოს, გვჭირდება შევისწავლოთ ქანების ჩამოშლის სურათი არსებობდა თუ არა, რათა მიეცეს ამას კვალიფიკაცია - ჰქონდა თუ არა სამთო დარტყმას ადგილი", - განაცხადა ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, სეისმური ბიძგები არ დასტურდება. "გრძელდება მოკვლევითი სამუშაოები. ახლა განმეორებით საგამოძიებო ორგანოების მეორე ჯგუფია ჩასული. რაც შეეხება პირველად მონაცემებს, მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავება. ეს სამთო დარტყმა იყო თუ არა, ჯერ არ დასტურდება, თუმცა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სეისმური ბიძგები არ დასტურდება, რომელიც ერთ-ერთ ვერსიად იყო დასახელებული, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა. მიმდინარეობს სამთო დარტყმის კვალიფიკაციის დადგენა. მას შესაბამისი ნიშნები ახასიათებს და ეს უნდა დადასტურდეს სხვადასხვა სამსახურის მიერ. აქვე მინდა დაბეჯითებით გაცნობოთ, რომ სამთო დარტყმები არ არის სიახლე, ვინაიდან ეს ზოგადად ნახშირის შახტისთვის დამახასიათებელია. დარტყმის გამოვლენის მხრივ საშიშ შახტებში განსაკუთრებული კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს და მონიტორინგის წარმოება რეგულარულად უნდა ხდებოდეს ადმინისტრაციის მხრიდან", - აღნიშნა ჯგერენაიამ.

კითხვაზე, სამუშაო სივრცე, სადაც მუშები იმყოფებოდნენ, არის თუ არა ამოვსებული ქვებითა და მასალებით, ჯგერენაია პასუხობს, რომ "განმეორებითი შემოწმება ზუსტად ამისთვის მიმდინარეობს, რომელიც გრძელდება და დღეს არ სრულდება".

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია