მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი ტყიბულის ტრაგედიას ეხმიანება - როგორია 2015-2017 წლების მსგავსი საქმეების გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენთა სტატისტიკა
სახალხო დამცველი ტყიბულის ტრაგედიას ეხმიანება - როგორია 2015-2017 წლების მსგავსი საქმეების გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენთა სტატისტიკა

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ წარ­მო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­დე­გის დად­გო­მის პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­დან აც­ნო­ბეს, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დრო­უ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თვა მოხ­დეს. ამას­თან, ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რია 2015 - 2017 წლე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზეც.

„2018 წლის 5 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქვა­ნახ­ში­რის მა­ღა­რო­ში ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 3 და­შავ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქუ­თა­ი­სის რე­გი­ო­ნულ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა და­შა­ვე­ბუ­ლი ორი მა­ღა­რო­ე­ლი. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს უსამ­ძიმ­რებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დრო­უ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თვა.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა 2017 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რიშ­ში გა­ა­ა­ნა­ლი­ზა მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­ნა­ჩენ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის 128 შემ­თხვე­ვი­დან სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თა მხო­ლოდ 11 საქ­მე, გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა 36 შემ­თხვე­ვა­ში, 81 შემ­თხვე­ვა­ში კი გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბო­და. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2017 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით წარ­მო­ე­ბა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში გან­ხი­ლუ­ლი 90 საქ­მის ფარ­გლებ­ში რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლის სა­ხედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მხო­ლოდ 3 შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­სა­ზღვრა. არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის შე­დე­გად, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა კი­დევ 20 საქ­მე­ზე. საქ­მე­თა 72,2% (65 საქ­მე), არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის გა­რე­შე – საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. 1 საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლი პირი გა­მარ­თლდა, 1 საქ­მე კი, გან­რი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით, პრო­კუ­რა­ტუ­რას და­უბ­რუნ­და. და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 500-დან 5000 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­დე­გის დად­გო­მის პრობ­ლე­მა იკ­ვე­თე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ისიც, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­წარ­მოო პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი მხო­ლოდ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბულ ნორ­მებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა, ამას­თან, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი გაბ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა სა­წარ­მოო პრო­ცე­სის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სპე­ცი­ა­ლურ აქ­ტებ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს მი­ღე­ბუ­ლი „შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ზე­დამ­ხედ­ველ ორ­გა­ნოს ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცველ, მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ პი­რო­ბე­ბი­ან სა­მუ­შა­ო­ებ­ზე (კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში) შე­ა­მოწ­მოს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა და დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ი­ყე­ნოს სან­ქცი­ე­ბი. კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი 2018 წლის 1 აგ­ვის­ტო­დან ამოქ­მედ­დე­ბა. მო­მა­ვალ­ში და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ეფექ­ტი­ა­ნი აღ­სრუ­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მი­ა­დევ­ნებს თვალ­ყურს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას, ასე­ვე, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცესს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სახალხო დამცველი ტყიბულის ტრაგედიას ეხმიანება - როგორია 2015-2017 წლების მსგავსი საქმეების გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენთა სტატისტიკა

სახალხო დამცველი ტყიბულის ტრაგედიას ეხმიანება - როგორია 2015-2017 წლების მსგავსი საქმეების გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენთა სტატისტიკა

სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა მოხდეს. ამასთან, ომბუდსმენის განცხადებაში საუბარია 2015 - 2017 წლების სტატისტიკაზეც.

„2018 წლის 5 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის ქვანახშირის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა დაშავებული ორი მაღაროელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა.

სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გააანალიზა მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის სტატისტიკური მონაცემები და სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთა შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება გრძელდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე – საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, პროკურატურას დაუბრუნდა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემებით გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. მომავალში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის ეფექტიანი აღსრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე, ზემოხსენებული კანონის აღსრულების პროცესს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ