საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუკა რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტსა" და მ2-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობს
გუკა რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტსა" და მ2-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობს

გა­და­წყდა, რომ კომ­პა­ნია „ცენ­ტრ პო­ინ­ტი“, ჩვე­ნი აქ­ტი­ვე­ბის ხარ­ჯზე ვქი­რა­ობთ მ2-ს და ის ას­რუ­ლებს ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია ხალ­ხის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა „ცენ­ტრ პო­ინ­ტსა“ და მ2-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კომ­პა­ნი­ა­ში აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის დას­კვნის თა­ნახ­მა­დაც, „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ აქ­ტი­ვე­ბი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა პა­სი­ვებს. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის თქმით, იმის­თვის, რომ მ2-სა და „ცენ­ტრ პო­ინტს“ შო­რის და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სი დას­რულ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვოს.

„როცა ერთ-ერთი მხა­რე არის ცი­ხე­ში, იქ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. იმ მხა­რეს, რო­მე­ლიც არის ცი­ხე­ში, მერე შე­უძ­ლია თე­ო­რი­უ­ლად თქვას, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ძა­ლით გა­ა­ფორ­მე­ბი­ნეს. ამი­ტო­მაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სა­ბო­ლოო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის­თვის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი გა­რეთ იყოს, ვი­ნა­ი­დან მაია არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­უ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ყვე­ლა­ფერ­ზე და სა­ბო­ლოო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მან უნდა მო­ა­წე­როს ხელი. ამი­ტომ ვი­თხოვთ ჩვენ, რომ მაია და რუ­სუ­და­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­მო­ვიდ­ნენ გა­რეთ, რომ ჩვენ ეს პრო­ცე­სი და­ვას­რუ­ლოთ“, - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

„ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე პი­რო­ბას დებს, რომ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. „ცენ­ტრ პო­ინ­ტი“ არის ორ­გა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და სხვა­დას­ხვა შპს-ების­გან და ჯამ­ში მისი აქ­ტი­ვე­ბი, პა­სი­ვებს ყო­ველ­თვის აბა­ლან­სებ­და. 2009 წლი­სან 2014 წლამ­დე ომმა, არ­ჩევ­ნებ­მა და სხვა­დას­ხვა მი­ზეზ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ უძ­რავ ქო­ნე­ბას არ ჰქონ­და ფასი. ახლა მას და­უბ­რუნ­და ფასი, რა­შიც ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უ­ძღვის სა­ხელ­მწი­ფოს, სხვა­დას­ხვა სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბით. ჩვენ და­ვი­წყეთ შე­ფა­სე­ბა. მე და ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძემ გა­ვა­კე­თეთ აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დავ­დეთ დას­კვნა. „ცენ­ტრ პო­ინ­ტი“ დღეს არის 300 ათა­სი კვმ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც არ იბეგ­რე­ბა 2019 წლამ­დე. გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფომ კი­დევ გა­მო­ხა­ტა მზად­ყოფ­ნა, რომ თუ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია 4 ათა­სი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პრობ­ლე­მას სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებს, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი დრო­ში გა­აგ­რძე­ლოს. ამ შე­ფა­სე­ბით ასე­ვე დამ­ტკიც­და, რომ „ცენ­ტრ პო­ინტს“ აქვს უფრო მეტი აქ­ტი­ვი, ვიდ­რე პა­სი­ვი. აქ­ტი­ვი არის 300 ათა­სი კვმ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, პა­სი­ვი კი 40 ათა­სი კვმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხთან. გა­და­წყდა, რომ კომ­პა­ნია „ცენ­ტრ პო­ინ­ტი“, ჩვე­ნი აქ­ტი­ვე­ბის ხარ­ჯზე ვქი­რა­ობთ მ2-ს და ის ას­რუ­ლებს ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც გაგ­ვაჩ­ნია ხალ­ხის მი­მართ. უკვე მო­ე­წე­რა სამ­ხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი და ჩვენ გა­დავ­ცემთ მ2-ს ფარ­თებს, ისი­ნი კი ას­რუ­ლე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

გუკა რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტსა" და მ2-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობს

გუკა რჩეულიშვილი "ცენტრ პოინტსა" და მ2-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე საუბრობს

გადაწყდა, რომ კომპანია „ცენტრ პოინტი“, ჩვენი აქტივების ხარჯზე ვქირაობთ მ2-ს და ის ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გაგვაჩნია ხალხის მიმართ, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გურამ რჩეულიშვილმა „ცენტრ პოინტსა“ და მ2-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიაში აუდიტორული შეფასება, რომლის დასკვნის თანახმადაც, „ცენტრ პოინტის“ აქტივები ბევრად აღემატება პასივებს. რჩეულიშვილის თქმით, იმისთვის, რომ მ2-სა და „ცენტრ პოინტს“ შორის დაწყებული პროცესი დასრულდეს, აუცილებელია, რომ მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვოს.

„როცა ერთ-ერთი მხარე არის ციხეში, იქ დადებული ხელშეკრულების გაბათილება ძალიან ადვილია. იმ მხარეს, რომელიც არის ციხეში, მერე შეუძლია თეორიულად თქვას, რომ ხელშეკრულება ძალით გააფორმებინეს. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საბოლოო ხელშეკრულების დადებისთვის მაია რჩეულიშვილი გარეთ იყოს, ვინაიდან მაია არის ის ადამიანი, რომელიც იურიდიულად პასუხისმგებელია ყველაფერზე და საბოლოო ხელშეკრულებას მან უნდა მოაწეროს ხელი. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, რომ მაია და რუსუდანი რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ გარეთ, რომ ჩვენ ეს პროცესი დავასრულოთ“, - აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პირობას დებს, რომ ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება. „ცენტრ პოინტი“ არის ორგანიზმი, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა შპს-ებისგან და ჯამში მისი აქტივები, პასივებს ყოველთვის აბალანსებდა. 2009 წლისან 2014 წლამდე ომმა, არჩევნებმა და სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა ის, რომ უძრავ ქონებას არ ჰქონდა ფასი. ახლა მას დაუბრუნდა ფასი, რაშიც ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის სახელმწიფოს, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებით. ჩვენ დავიწყეთ შეფასება. მე და ნოშრევან ნამორაძემ გავაკეთეთ აუდიტორული შეფასება, რომლის მიხედვითაც დავდეთ დასკვნა. „ცენტრ პოინტი“ დღეს არის 300 ათასი კვმ დამტკიცებული პროექტი, რომელიც არ იბეგრება 2019 წლამდე. გარდა ამისა, სახელმწიფომ კიდევ გამოხატა მზადყოფნა, რომ თუ რომელიმე კომპანია 4 ათასი დაზარალებულის პრობლემას საკუთარ თავზე აიღებს, საგადასახადო შეღავათები დროში გააგრძელოს. ამ შეფასებით ასევე დამტკიცდა, რომ „ცენტრ პოინტს“ აქვს უფრო მეტი აქტივი, ვიდრე პასივი. აქტივი არის 300 ათასი კვმ დამტკიცებული პროექტი, პასივი კი 40 ათასი კვმ ვალდებულება ხალხთან. გადაწყდა, რომ კომპანია „ცენტრ პოინტი“, ჩვენი აქტივების ხარჯზე ვქირაობთ მ2-ს და ის ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გაგვაჩნია ხალხის მიმართ. უკვე მოეწერა სამხრივ ხელშეკრულებას ხელი და ჩვენ გადავცემთ მ2-ს ფართებს, ისინი კი ასრულებენ ვალდებულებებს“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო