მსახიობი ნანა კუხალეიშვილი საზოგადოებას სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" კრიმჰილდას როლით ახსოვს. მილიონერი გრიშა კაკაჩიას ნათესავის როლის შემსრულებელს რეალურად, დუხჭირი ცხოვრება აქვს. სოციალურ ქსელში მისმა სტატუსმა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს პირად მტრად მოიხსენიებს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქალბატონმა ნანამ საკუთარ პრობლემებზე ჟურნალ "გზასთან" გულწრფელად ისაუბრა...
გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან: "დაძაბული სიტუაციები, სამსახურის უქონლობა, გამწარებული ხალხი, ტყუილი, ღალატი - აი, ეს ყველაფერი მაღიზიანებს. რაღაც უნდა შეიცვალოს, თორემ უფსკრულისკენ მივდივართ... ისეთი მთავრობა გვინდა, რომელიც ხალხზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს და არა - საკუთარ ჯიბეზე. ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად ასე გამწარებული არ უნდა დადიოდეს. ეს ადამიანური ცხოვრება არ არის, ეს ჯოჯოხეთია..."
"ჩემმა მოთმინებამ პიკს მიაღწია. ვერაფერს ვაკეთებ, ყველაფერი დამენგრა. მსახიობის არასტაბილური შემოსავლით თავს ვერ ვირჩენ, ოჯახს ვერ ვარჩენ, მარტო ვარ 2 შვილით... გავმწარდი და დავწერე. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახი აღარ არსებობს - ოჯახის წევრები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ცალ-ცალკე რომ ცხოვრობენ, ამას "ოჯახი" აღარ ჰქვია. ყველაფერი გაქრა..." განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: "ყოველი თამაშის შემდეგ ავად ვხდებოდი" - "კრიმხილდა" ტრაგიკული დედის როლში და "ჩცდ"-ს მსახიობები აღდგენილი თეატრის სცენაზე