მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით" - რას ითხოვს პროფკავშირების თავმჯდომარე
"ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით" - რას ითხოვს პროფკავშირების თავმჯდომარე

პროფ­კავ­ში­რე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­სწავ­ლე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში პროფ­კავ­ში­რე­ბის ჩარ­თვას ითხოვს, - ამის შე­სა­ხებ პეტ­რი­აშ­ვილ­მა ტყი­ბულ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ამ წუ­თებ­ში „საქ­ნახ­ში­რის“ დი­რექ­ტორს ხვდე­ბა. მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში პროფ­კავ­ში­რებს არ ჩარ­თა­ვენ, ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, რომ „კვლავ რა­ღა­ცის და­მალ­ვას ცდი­ლო­ბენ".

"ყვე­ლაფ­რის გან­სა­ზღვრა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მას შემ­დეგ, თუ მთავ­რო­ბა და შახ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია კო­მი­სი­ა­ში ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელს ჩარ­თავს. ამის გა­რე­შე, რომ მათ თვი­თონ გა­მო­ი­ძი­ონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჩვენ მოგ­ვცენ ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პროფ­კავ­ში­რე­ბის­თვის. პროფ­კავ­ში­რებს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ ყო­ველ­თვის, რომ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­მი­სი­ა­ში არ ჩა­ერ­თოთ. ვი­ზი­ა­რებთ ტრა­გე­დი­ას. ეს არის კა­ტას­ტრო­ფა, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. ზო­გა­დად კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვმიჯ­ნავთ იმ უბე­დუ­რე­ბის­გან, რაც ტყი­ბულს და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ტყდა თავს, სა­ნამ რე­ა­ლო­ბა არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რის­გან მოხ­და ამ მა­სის ჩა­მო­წო­ლა, რო­გორ წარ­მო­იქ­მნა ჰა­ე­რის ტალ­ღა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ არ ჩარ­თეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ "დიახ, პირ­და­პირ ამას და­ა­დას­ტუ­რებს“.

„წინა შემ­თხვე­ვა­ში, რაც ტყი­ბულ­ში მოხ­და, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნელ არ ჩარ­თეს გა­მო­ძი­ე­ბა­ში. მა­ნამ­დე ჩვენ მივ­მარ­თეთ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ას, რომ ტყი­ბულ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და უსაფრ­თო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შრო­მის ინ­სპექ­ტო­რე­ბი ჩა­მობ­რძან­დნენ, მოგ­ვა­წო­დეს დას­კვნა, რომ ტყი­ბულ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო. ორ თვე­ში კი მოხ­და ტრა­გე­დია, როცა ჩვე­ნი ოთხი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა",- აღ­ნიშ­ნა პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

2018 წლის 5 აპ­რილს ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 3 და­შავ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში მოხ­და კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცია, რა­საც ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა. ჩა­მონ­გრე­ვის დროს, ამა­ვე შახ­ტა­ში მყოფ­მა სამ­თო ოს­ტატ­მა - 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. ნ.-მ, სამ­თო მუ­შებ­მა: 1981 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი. კ.-მ და 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ა.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ისი­ნი ამ დრო­ის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ამა­ვე შახ­ტის მი­წის­ქვე­შა სამ­თო ოს­ტატ­მა: 1972 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ქ.-მ, ოს­ტატ-ამ­ფეთ­ქე­ბელ­მა - 1968 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბ. გ.-მ, სამ­თო მუ­შებ­მა - 1992 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პ. გ.-მ, 1959 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. რ.-მ, 1990 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ბ.-მ და 1966 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ე.ბ-მ. ყვე­ლა მათ­გა­ნი, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, გარ­და­იც­ვალ­ნენ.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 5-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით" - რას ითხოვს პროფკავშირების თავმჯდომარე

"ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით" - რას ითხოვს პროფკავშირების თავმჯდომარე

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს, - ამის შესახებ პეტრიაშვილმა ტყიბულში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში „საქნახშირის“ დირექტორს ხვდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ „კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ".

"ყველაფრის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ მთავრობა და შახტის ადმინისტრაცია კომისიაში ჩვენს წარმომადგენელს ჩართავს. ამის გარეშე, რომ მათ თვითონ გამოიძიონ და საზოგადოებას და ჩვენ მოგვცენ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა ძალიან დაბალი იქნება საზოგადოებისა და პროფკავშირებისთვის. პროფკავშირებს აქვს გამოცდილება, როგორ ცდილობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში არ ჩაერთოთ. ვიზიარებთ ტრაგედიას. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად კანონმდებლობას ჯერჯერობით ვმიჯნავთ იმ უბედურებისგან, რაც ტყიბულს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, სანამ რეალობა არ გვეცოდინება, რისგან მოხდა ამ მასის ჩამოწოლა, როგორ წარმოიქმნა ჰაერის ტალღა", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კითხვაზე, თუ არ ჩართეს საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირების წარმომადგენლობა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ჰქონდა ადგილი, პეტრიაშვილი პასუხობს, რომ "დიახ, პირდაპირ ამას დაადასტურებს“.

„წინა შემთხვევაში, რაც ტყიბულში მოხდა, ჩვენი წარმომადგენელ არ ჩართეს გამოძიებაში. მანამდე ჩვენ მივმართეთ შრომის ინსპექციას, რომ ტყიბულში ადგილი ჰქონდა უსაფრთოების ნორმების დარღვევას და საბოლოო ჯამში, შრომის ინსპექტორები ჩამობრძანდნენ, მოგვაწოდეს დასკვნა, რომ ტყიბულში ყველაფერი კარგად არისო. ორ თვეში კი მოხდა ტრაგედია, როცა ჩვენი ოთხი თანამოქალაქე დაიღუპა",- აღნიშნა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები