Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1961 წელს ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქება, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა...
1961 წელს ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქება, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა...

მხო­ლოდ ტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ებ­ში, გა­სულ 15 თვე­ში 12 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იუ­წყე­ბა. ტყი­ბულ­ში, წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი ტრა­გე­დია, გრძელ­დე­ბა - დღეს მინ­დე­ლის შახ­ტი­დან, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, 6 და­ღუ­პუ­ლი მე­შახ­ტის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს და ქუ­თა­ი­სის პრო­ზექ­ტუ­რა­ში ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სატ­რებ­ლად გა­და­ას­ვე­ნეს.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 5 აპ­რილს გამ­თე­ნი­ი­სას, დი­ლის 04:00 სა­ა­თის­თვის მოხ­და. და­ი­ღუ­პა 6 და და­შავ­და 3 მა­ღა­რო­ე­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ე.წ. სამ­თო დარ­ტყმა გახ­და...

ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მოხ­და - ტყი­ბუ­ლის მა­ღა­როს სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში 33 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რო­გორც ძვე­ლი მე­შახ­ტე­ე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დე­ბენ, მა­შინ ნახ­შირს ცე­ცხლი წა­ე­კი­და, რა­მაც მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­მე­ტა­პი­ან აფეთ­ქე­ბას 33 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა...

ბა­ჩუ­კი გაბ­რი­ა­ძე, 1961 წელს და­ღუ­პუ­ლი სამ­თო მაშ­ვე­ლის შვი­ლი:

"მა­მა­ჩე­მი სამ­თო მაშ­ვე­ლი იყო. რო­გორც ვიცი, სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში, გაზ­მა გა­ჟო­ნა და აფეთ­ქდა, რა­საც 3 მე­შახ­ტე შე­ე­წი­რა. სამ­თო სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­მე­ლიც გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი უწყე­ბა იყო და ცე­ცხლი და აფეთ­ქე­ბის ტალ­ღა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ად­გილ­ზე მი­სუ­ლი ათე­უ­ლი­დან ათი­ვე კაცი, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და­ი­ღუ­პა... მა­ლე­ვე გა­მო­ი­ძა­ხეს მე­ო­რე ბრი­გა­და, ისევ ერთი ათე­უ­ლი და ვერც მათ­გან გა­დარ­ჩა ვინ­მე... შემ­დეგ, მე­სა­მე ათე­უ­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს და მათ­გან ერთ-ერთი იყო მა­მა­ჩე­მი - ლე­ვა­ნი გაბ­რი­ა­ძე. იმ­დე­ნად დიდი იყო აფეთ­ქე­ბის კერა, მე­სა­მე ათე­უ­ლიც და­ი­ღუ­პა...

მა­შინ იმ ერთ შახ­ტა­ში, სულ 33 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მე 8 თვის ვი­ყა­ვი და ეს ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ცე­მით ვიცი... შემ­დეგ, ტყვარ­ჩე­ლის სამ­თო მაშ­ვე­ლი გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა, მათ ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზი მო­ი­თხო­ვეს, ჯერ სი­ტუ­ა­ცი­ას უნდა გა­ვეც­ნოთ და მერე ჩა­ვალ­თო და არ მო­ვიდ­ნენ... შემ­დეგ რო­გორ­ღაც ჩა­აქ­რეს აფეთ­ქე­ბის კერა და ცხედ­რე­ბის ამოს­ვე­ნე­ბა და­ი­წყეს.

ტყი­ბუ­ლის ქვა­ნახ­ში­რის კა­რი­ე­რი და შახ­ტა, 1961 წელი

- მა­შინ ვინ­მე სა­უბ­რობ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაღ­ვე­ვა­ზე?

- კი, რო­გორ არ ლა­პა­რა­კობ­დნენ, ორი­ვე მხა­რე არ­ღვევ­და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, უფ­რო­სო­ბაც და მუ­შე­ბიც, ისე, რო­გორც ახლა. ვიდ­რე სრულ­წლო­ვა­ნე­ბი გავ­ხდე­ბო­დით, მე და ჩემი და, ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას ვი­ღებ­დით...

- თუ იცით ვინ­მე და­ი­სა­ჯა, ან პა­სუ­ხი მოს­თხო­ვეს ვინ­მეს?

- დას­ჯით არა, მაგ­რამ ერთი პირი მოხ­სნეს, და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლა­ფერ­მა ისე ჩა­ი­ა­რა, მი­ჩუ­მათ­და ასე ვთქვათ. თა­ვად 17 წელი ვი­მუ­შა­ვე შახ­ტა­ში და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის უამ­რავ ფაქტს შევ­სწრე­ბი­ვარ. ეს იყო ძი­რი­თა­დი დარ­ღვე­ვე­ბი და რო­გორც გი­თხა­რით, ორი­ვე მხრი­დან.

ჯე­მალ არა­ბი­ძე, ტყი­ბუ­ლის შახ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი:

- სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა, სა­დაც 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ახლა და­ხუ­რუ­ლია. მა­შინ, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნახ­შირს ცე­ცხლი წა­ე­კი­და, რა­მაც მე­თა­ნის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია... რო­დე­საც ნახ­შირს პი­რო­ბე­ბი ექ­მნე­ბა, თა­ვად აალ­დე­ბა... სა­ერ­თოდ, იქ ნახ­ში­რი იმ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა, რომ გა­რეთ, ზე­და­პირ­ზე რაც ყრია, იმა­საც კი ეკი­დე­ბა ცე­ცხლი.

- მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში ყო­ველ წელს ხდე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, 2017 წელ­საც და­ი­ღუ­პა იქ 4 ადა­მი­ა­ნი... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დე­ლის შახ­ტა სა­ში­შია...

- შახ­ტა ყვე­ლა სა­ში­შია. უბ­რა­ლოდ, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა, ტყი­ბუ­ლის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე ღრმა არის. მეტი სამ­თო წნე­ვე­ბია და ბუ­ნებ­რი­ვი ძვრე­ბია, რაც რის­კებს ზრდის... იმ წლებ­ში, რამ გა­მო­იწ­ვია, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, თუმ­ცა ვიცი, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი უფრო მე­ტად და­ცუ­ლი იყო, უბ­რა­ლოდ, მას შემ­დეგ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა - რაც 70-იან წლებ­ში იყო, იგი­ვე დარ­ჩა ახლა...

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, მფლო­ბე­ლი: სა­ბე­ლაშ­ვი­ლი და­ვით, ლე­ვან ბრე­გა­ძე

ილო გოქაძე
0

ამ ავარიას შეეწირა მამაჩემი ნოდარი გოქაძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

1961 წელს ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქება, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა...

1961 წელს ტყიბულის შახტაში მომხდარი აფეთქება, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა...

მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანება იუწყება. ტყიბულში, წლების წინ დაწყებული ტრაგედია, გრძელდება - დღეს მინდელის შახტიდან, რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, 6 დაღუპული მეშახტის ცხედარი ამოიყვანეს და ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატრებლად გადაასვენეს.

უბედური შემთხვევა 5 აპრილს გამთენიისას, დილის 04:00 საათისთვის მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმა გახდა...

ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მოხდა - ტყიბულის მაღაროს სტალინის სახელობის შახტაში 33 ადამიანი დაიღუპა. როგორც ძველი მეშახტეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მაშინ ნახშირს ცეცხლი წაეკიდა, რამაც მეთანის აფეთქება გამოიწვია. სამეტაპიან აფეთქებას 33 ადამიანი შეეწირა...

ბაჩუკი გაბრიაძე, 1961 წელს დაღუპული სამთო მაშველის შვილი:

"მამაჩემი სამთო მაშველი იყო. როგორც ვიცი, სტალინის სახელობის შახტაში, გაზმა გაჟონა და აფეთქდა, რასაც 3 მეშახტე შეეწირა. სამთო სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს, რომელიც გასამხედროებული უწყება იყო და ცეცხლი და აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მისული ათეულიდან ათივე კაცი, სრული შემადგენლობით დაიღუპა... მალევე გამოიძახეს მეორე ბრიგადა, ისევ ერთი ათეული და ვერც მათგან გადარჩა ვინმე... შემდეგ, მესამე ათეული გამოიძახეს და მათგან ერთ-ერთი იყო მამაჩემი - ლევანი გაბრიაძე. იმდენად დიდი იყო აფეთქების კერა, მესამე ათეულიც დაიღუპა...

მაშინ იმ ერთ შახტაში, სულ 33 ადამიანი დაიღუპა. მე 8 თვის ვიყავი და ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი... შემდეგ, ტყვარჩელის სამთო მაშველი გამოიძახეს, თუმცა, მათ ვითარების ანალიზი მოითხოვეს, ჯერ სიტუაციას უნდა გავეცნოთ და მერე ჩავალთო და არ მოვიდნენ... შემდეგ როგორღაც ჩააქრეს აფეთქების კერა და ცხედრების ამოსვენება დაიწყეს.

ტყიბულის ქვანახშირის კარიერი და შახტა, 1961 წელი

- მაშინ ვინმე საუბრობდა უსაფრთხოების ზომების დაღვევაზე?

- კი, როგორ არ ლაპარაკობდნენ, ორივე მხარე არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, უფროსობაც და მუშებიც, ისე, როგორც ახლა. ვიდრე სრულწლოვანები გავხდებოდით, მე და ჩემი და, ფულად კომპენსაციას ვიღებდით...

- თუ იცით ვინმე დაისაჯა, ან პასუხი მოსთხოვეს ვინმეს?

- დასჯით არა, მაგრამ ერთი პირი მოხსნეს, დანარჩენი, ყველაფერმა ისე ჩაიარა, მიჩუმათდა ასე ვთქვათ. თავად 17 წელი ვიმუშავე შახტაში და უსაფრთხოების წესების დარღვევის უამრავ ფაქტს შევსწრებივარ. ეს იყო ძირითადი დარღვევები და როგორც გითხარით, ორივე მხრიდან.

ჯემალ არაბიძე, ტყიბულის შახტის ყოფილი დირექტორი:

- სტალინის სახელობის შახტა, სადაც 60-იანი წლების დასაწყისში აფეთქება მოხდა, ახლა დახურულია. მაშინ, არსებული მონაცემებით, ნახშირს ცეცხლი წაეკიდა, რამაც მეთანის აფეთქება გამოიწვია... როდესაც ნახშირს პირობები ექმნება, თავად აალდება... საერთოდ, იქ ნახშირი იმდენად სახიფათოა, რომ გარეთ, ზედაპირზე რაც ყრია, იმასაც კი ეკიდება ცეცხლი.

- მინდელის სახელობის შახტაში ყოველ წელს ხდება უბედური შემთხვევა, 2017 წელსაც დაიღუპა იქ 4 ადამიანი... არსებული ინფორმაციით, მინდელის შახტა საშიშია...

- შახტა ყველა საშიშია. უბრალოდ, მინდელის სახელობის შახტა, ტყიბულის პირობებში ყველაზე ღრმა არის. მეტი სამთო წნევებია და ბუნებრივი ძვრებია, რაც რისკებს ზრდის... იმ წლებში, რამ გამოიწვია, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად დაცული იყო, უბრალოდ, მას შემდეგ, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა - რაც 70-იან წლებში იყო, იგივე დარჩა ახლა...

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი: საბელაშვილი დავით, ლევან ბრეგაძე

ვარკეთილში, კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა