საფრანგეთში მამაკაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს 4 500 ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ გამოცემა Depeche წერს.
ისინი ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და 2017 წელს დაშორდნენ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეჭვიანმა მამაკაცმა განშორება ვერ აიტანა. მისი ტელეფონის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით ყოფილ შეყვარებულს 416-ჯერ დაურეკა, გაუგზავნა 317 MMS შეტყობინება და 4252 ესემესი. განსასჯელმა, ასევე, სცადა „შეხვედროდა“ გოგონას - 22 თებერვლის ღამეს მის სახლში შეიჭრა და არ მისცა საშუალება პოლიციაში დაერეკა.
„ის ჩემთვის დაიბადა. მე მორწმუნე ვარ, ის 25 დეკემბერს დაიბადა, როგორც იესო ქრისტე. ჩემსავით ისიც ცაციაა და დისლექცია აქვს,“ - განაცხადა მამაკაცმა სასამართლო სხდომაზე.
ტულუზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცს 1.5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, აქედან 6 თვე - პირობითი სასჯელია.