საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შახტაში უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა, მოხდა სამთო დარტყმა" - "საქნახშირის" დირექტორი
"შახტაში უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა, მოხდა სამთო დარტყმა" - "საქნახშირის" დირექტორი

რო­გორც მი­წისძვრის, ისე სამ­თო დარ­ტყმის პრე­ვენ­ცია ვერ ხერ­ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "საქ­ნახ­ში­რის" დი­რექ­ტორ­მა ჯამ­ბულ ჯა­ყელ­მა გა­ნა­ცხა­და.

"შახ­ტა­ში მოხ­და სამ­თო დარ­ტყმა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ჰა­ე­რის დიდი ჭავ­ლის გა­ტყორ­ცნა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და ზო­გი­ერთ მათ­გა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ერთ სა­ათ­ში მოგ­ვი­წია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მო­ძებ­ნა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან ქუ­თა­ი­სის პრო­ზექ­ტუ­რა­ში", - გა­ნა­ცხა­და ჯამ­ბულ ჯა­ყელ­მა.

ჯა­ყე­ლის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლი მე­შახ­ტე­ე­ბი ქუ­თა­ი­სი­სა და ტყი­ბუ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი და ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ამ წუთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა, აქ არი­ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისი­ნი შახ­ტა­ში არი­ან ჩა­სუ­ლე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯამ­ბულ ჯა­ყელ­მა.

რო­გორც ჯა­ყე­ლი აცხა­დებს, ტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში დღეს მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უსაფრ­თო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა არ გამ­ხდა­რა.

"უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­რი­ცხუ­ლია. რო­გორც მი­წისძვრის, ისე სამ­თო დარ­ტმის პრე­ვენ­ცია ვერ ხერ­ხდე­ბა, ამ მას­შტა­ბის სამ­თო დარ­ტყმა 1986 წელს მოხ­და და ახლა იყო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა. პა­ტა­რა სამ­თო დარ­ტყმე­ბი სულ არის, მაგ­რამ ამ მას­შტა­ბის დარ­ტყმე­ბი იშ­ვი­ა­თია, გა­მო­ნაკ­ლი­სია. წინა შემ­თხვე­ვე­ბი იყო სულ სხვა და ეს არის კი­დევ სხვა", - გა­ნუ­ცხა­და ჯა­ყელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს.

ცნო­ბის­თვის, დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შახტაში უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა, მოხდა სამთო დარტყმა" - "საქნახშირის" დირექტორი

"შახტაში უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა, მოხდა სამთო დარტყმა" - "საქნახშირის" დირექტორი

როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტყმის პრევენცია ვერ ხერხდება, - ამის შესახებ "საქნახშირის" დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა.

"შახტაში მოხდა სამთო დარტყმა, რომელმაც გამოიწვია ჰაერის დიდი ჭავლის გატყორცნა, რამაც ადამიანების დაზიანება და ზოგიერთ მათგანის გარდაცვალება გამოიწვია. ერთ საათში მოგვიწია ყველა ადამიანის მოძებნა. გარდაცვლილები გადაყვანილები არიან ქუთაისის პროზექტურაში", - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

ჯაყელის თქმით, დაშავებული მეშახტეები ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები და ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ამ წუთში მიმდინარეობს კომპლექსური შემოწმება, აქ არიან ზედამხედველობა, ჯანდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. ისინი შახტაში არიან ჩასულები და მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

როგორც ჯაყელი აცხადებს, ტყიბულის მაღაროში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უსაფრთოების ნორმების დარღვევა არ გამხდარა.

"უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გამორიცხულია. როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტმის პრევენცია ვერ ხერხდება, ამ მასშტაბის სამთო დარტყმა 1986 წელს მოხდა და ახლა იყო მეორე შემთხვევა. პატარა სამთო დარტყმები სულ არის, მაგრამ ამ მასშტაბის დარტყმები იშვიათია, გამონაკლისია. წინა შემთხვევები იყო სულ სხვა და ეს არის კიდევ სხვა", - განუცხადა ჯაყელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის, გიორგი ბესთაუთის სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას  მიენიჭა

"ბიჭები ხელვაჩაურში მეგობართან სტუმრად იყვნენ..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები მეწყერში მოყოლილ ახალგაზრდებზე

ხელვაჩაურში  მაშველებმა მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს