28 წლის გიორგი ბოჭორიშვილს, რომელიც გამთენიისას ტყიბულის შახტაში გარდაიცვალა, სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
"ერთია 1.1 წლის, მეორე 2 წლის, მესამე 6-ის. რა ვუყო, რა მეშველება, არ ვიცი..." - ამბობს გარდაცვლილის მამა, ჯონდო ბოჭორიშვილი.
3 პატარა ბავშვი ჰყავდა 46 წლის მირზა ქურციკიძესაც. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ქურციკიძე შახტაში 10 წლის მანძილზე მუშაობდა.
ნახეთ ვიდეო : "სამი შვილი დარჩა ობლად, რა მეშველება, არ ვიცი..." - მინდელის შახტასთან გარდაცვლილების ახლობლები იმყოფებიან
უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულში მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.