საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განცხადება
შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განცხადება

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ორი პა­ცი­ენ­ტი კონ­ტაქ­ტუ­რია და ისი­ნი მკურ­ნა­ლო­ბას იმე­რე­თის რე­გი­ო­ნულ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნაგ­რძო­ბენ - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი სა­წარ­მოო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლებს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

„ამ დრო­ის­თვს იმე­რე­თის რე­გი­ო­ნულ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბას ორი პა­ცი­ენ­ტი გა­ნაგ­რძობს. ორი­ვე მათ­გა­ნი კონ­ტაქ­ტუ­რია. მათ უკვე ჩა­უ­ტარ­დათ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. ერთს ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი ტრავ­მა აღე­ნიშ­ნე­ბა. ხოლო მე­ო­რე მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ელზა ჯგე­რე­ნა­ია. ვი­თა­რე­ბის შე­სას­წავ­ლად შრო­მის ინ­სპექ­ტორ­თა ჯგუ­ფი სა­წარ­მოო შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­იგ­ზავ­ნა.

მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ხოლო და­შავ­და სამი მე­შახ­ტე. ორ მათ­განს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში უტარ­დე­ბა, ხოლო ერთს - ტყი­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განცხადება

შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განცხადება

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია და ისინი მკურნალობას იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს.

„ამ დროისთვს იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. ორივე მათგანი კონტაქტურია. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება. ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია. ვითარების შესასწავლად შრომის ინსპექტორთა ჯგუფი საწარმოო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაიგზავნა.

მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი