კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, გიშერის საწარმოში მუშაობით არჩენდა ოჯახს..." - რას ყვებიან დაღუპულების შესახებ ტყიბულელები
"როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, გიშერის საწარმოში მუშაობით არჩენდა ოჯახს..." - რას ყვებიან დაღუპულების შესახებ ტყიბულელები

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბი შახ­ტი­დან უკვე ამო­იყ­ვა­ნეს. ისი­ნი ქუ­თა­ი­სის სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

ავა­რია მინ­დე­ლის შახ­ტა­ში გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 04:00 სა­ათ­ზე მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში მოხ­და კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცია, რა­საც ჭე­რის ჩა­მოშ­ლა მოჰ­ყვა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 6 ადა­მი­ა­ნი, მძი­მედ და­შავ­და კი­დევ სამი.

AMBEBi.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს და­ი­ღუპ­ნენ: 26 წლის პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი, 28 წლის გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, 46 წლის მირ­ზა ქურ­ცი­კი­ძე, 50 წლის ბე­სიკ გურ­გე­ნი­ძე, 52 წლის ელ­გუ­ჯა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი და 59 წლის გოგი რა­ფა­ვა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ა­ნი მა­ღა­რო­ე­ლი ელ­გუ­ჯა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი იყო. 52 წლის მა­მა­კაცს ორი შვი­ლი დარ­ჩა.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლებს და­უ­კავ­შირ­და.

ლე­ვან ბეშ­ქე­ნა­ძე (ყო­ფი­ლი მა­ღა­რო­ე­ლი):

"6 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ­გან 4 ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდაა, და­ახ­ლო­ე­ბით 35 წლამ­დე ასა­კის ბი­ჭე­ბი არი­ან. მირ­ზა ქურ­ცი­კი­ძეს სამი შვი­ლი ჰყავ­და. ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით შახ­ტა­ში, ვენ­ტი­ლა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ათ­მე­თა­უ­რი იყო. ერთი წელი ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბიჭი იყო. მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევ­და მუ­შა­ობ­და, როცა შახ­ტა­ში დას­ვე­ნე­ბა ჰქონ­და, სო­ფელ ძი­რო­ვან­ში მუ­შა­ობ­და გი­შე­რის სა­წარ­მო­ში და ასე არ­ჩენ­და ოჯახს.

რაც შე­ე­ხე­ბა პავ­ლე გა­მე­ზარ­დაშ­ვილს, ისიც ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბიჭი იყო, სამი ძმა ჰყავს და ისი­ნიც შახ­ტა­ში მუ­შა­ო­ბენ. ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და პავ­ლე­საც. აქ ამ­ბო­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბის ხმა არ ყო­ფი­ლა და რას მოყ­ვა წნე­ვა და ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია არ ვიცი.

ახლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვართ, აქ ცალ­კე ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მძი­მე­დაა..."

სა­ლო­მე ბრეგ­ვა­ძე, ტყი­ბუ­ლის მკვიდ­რი:

"ამ ტრა­გე­დი­ას ჩემი ორი მე­ზო­ბე­ლი შე­ე­წი­რა - გი­ორ­გი და ელ­გუ­ჯა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლე­ბი. გი­ორ­გი 28 წლის იყო, რუ­სუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მერე ცოლი მო­იყ­ვა­ნა და შახ­ტა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­გუ­ჯა ბო­ჭო­რიშ­ვილს (მთა­ვარ ფო­ტო­ზე), მე­ზობ­ლე­ბის იმე­დი იყო ეს კაცი. სულ გვერ­დით გვედ­გა ყვე­ლას. შახ­ტა რაც და­არ­სდა, მგო­ნი მას შემ­დეგ სულ იქ მუ­შა­ობს. ლა­მა­ზი ოჯა­ხი ჰქონ­და, ცოლი, ორი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი დარ­ჩა. მარ­ტო მათ არ და­აკ­ლდა ელ­გუ­ჯა ბი­ძია, ყვე­ლას იმე­დი ეგ იყო ჩვენს ქუ­ჩა­ზე..."

მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, გიშერის საწარმოში მუშაობით არჩენდა ოჯახს..." - რას ყვებიან დაღუპულების შესახებ ტყიბულელები

"როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, გიშერის საწარმოში მუშაობით არჩენდა ოჯახს..." - რას ყვებიან დაღუპულების შესახებ ტყიბულელები

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შახტიდან უკვე ამოიყვანეს. ისინი ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ავარია მინდელის შახტაში გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მძიმედ დაშავდა კიდევ სამი.

AMBEBi.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ: 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა. დაღუპულებს შორის ყველაზე სტაჟიანი მაღაროელი ელგუჯა ბოჭორიშვილი იყო. 52 წლის მამაკაცს ორი შვილი დარჩა.

AMBEBI.GE გარდაცვლილების ახლობლებს დაუკავშირდა.

ლევან ბეშქენაძე (ყოფილი მაღაროელი):

"6 ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ძალიან ახალგაზრდაა, დაახლოებით 35 წლამდე ასაკის ბიჭები არიან. მირზა ქურციკიძეს სამი შვილი ჰყავდა. ერთად ვმუშაობდით შახტაში, ვენტილაციის უსაფრთხოების განყოფილებაში ათმეთაური იყო. ერთი წელი ერთად ვმუშაობდით, ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მძიმე პირობებში უწევდა მუშაობდა, როცა შახტაში დასვენება ჰქონდა, სოფელ ძიროვანში მუშაობდა გიშერის საწარმოში და ასე არჩენდა ოჯახს.

რაც შეეხება პავლე გამეზარდაშვილს, ისიც ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, სამი ძმა ჰყავს და ისინიც შახტაში მუშაობენ. ცოლ-შვილი ჰყავდა პავლესაც. აქ ამბობენ, რომ აფეთქების ხმა არ ყოფილა და რას მოყვა წნევა და ამხელა ტრაგედია არ ვიცი.

ახლა საავადმყოფოში ვართ, აქ ცალკე ტრაგედია ტრიალებს. ერთ-ერთი დაშავებული ძალიან მძიმედაა..."

სალომე ბრეგვაძე, ტყიბულის მკვიდრი:

"ამ ტრაგედიას ჩემი ორი მეზობელი შეეწირა - გიორგი და ელგუჯა ბოჭორიშვილები. გიორგი 28 წლის იყო, რუსული სკოლა დაამთავრა, მერე ცოლი მოიყვანა და შახტაში დაიწყო მუშაობა. რაც შეეხება ელგუჯა ბოჭორიშვილს (მთავარ ფოტოზე), მეზობლების იმედი იყო ეს კაცი. სულ გვერდით გვედგა ყველას. შახტა რაც დაარსდა, მგონი მას შემდეგ სულ იქ მუშაობს. ლამაზი ოჯახი ჰქონდა, ცოლი, ორი შვილი და შვილიშვილები დარჩა. მარტო მათ არ დააკლდა ელგუჯა ბიძია, ყველას იმედი ეგ იყო ჩვენს ქუჩაზე..."

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ