კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი
მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, მოწ­მემ, რომ­ლის ტან­საც­მელ­ზეც ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის სის­ხლი აღ­მოჩ­ნდა, სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას არა­ერ­თხელ თქვა, რომ მას მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და გარ­დაც­ვლილ­თან. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოწ­მეს სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია გარ­დაც­ვლილ­თან შე­ხე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე ამო­ვი­და გარ­დაც­ვლი­ლის სის­ხლი. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ნა­ი­დან იმ მოწ­მემ, რომ­ლის ტან­საც­მელ­ზეც ამო­ვი­და სის­ხლი პრო­ცეს­ზე თა­ვად არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ჰქონ­და მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი გარ­დაც­ვლილ­თან. ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ მოწ­მემ გარ­დაც­ვლილ­თან კონ­ტაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა. ეს გა­ნა­ცხა­და, რო­გორც ჩვენს მიერ, ასე­ვე დაც­ვის მხა­რის მიერ და­კი­თხვის დროს. რე­ა­ლო­ბას არ შე­სა­ბა­მე­ბა ის, რომ მოწ­მეს არ ჰქო­ნია კონ­ტაქ­ტი გარ­დაც­ვლილ­თან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი იმა­ზე, თუ რო­გორ მოხ­ვდა ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის სის­ხლი მის ტან­საც­მელ­ზე. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მცდე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ფხა­კა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის დათო სა­რა­ლი­ძის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზით, სის­ხლი ერთ-ერთი მოწ­მის ტა­ნი­სა­მოს­ზე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას სა­რა­ლი­ძეს­თან კონ­ტა­ქი უარ­ყო.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი

მოწმეს, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა, სასამართლოში დაკითხვისას არაერთხელ თქვა, რომ მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, იმ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც მოწმეს საერთოდ არ ჰქონია გარდაცვლილთან შეხება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ექსპერტიზის დასკვნით, სხვადასხვა პირებზე ამოვიდა გარდაცვლილის სისხლი. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იმ მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ამოვიდა სისხლი პროცესზე თავად არაერთხელ განაცხადა, რომ ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გარდაცვლილთან. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოწმემ გარდაცვლილთან კონტაქტი დაადასტურა. ეს განაცხადა, როგორც ჩვენს მიერ, ასევე დაცვის მხარის მიერ დაკითხვის დროს. რეალობას არ შესაბამება ის, რომ მოწმეს არ ჰქონია კონტაქტი გარდაცვლილთან და აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვები იმაზე, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი მის ტანსაცმელზე. ეს არის საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი მოზარდის დათო სარალიძის მამის განცხადებით, ახალი ექსპერტიზით, სისხლი ერთ-ერთი მოწმის ტანისამოსზე აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას სარალიძესთან კონტაქი უარყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ