პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ხელისუფლების სამძიმარი მეშახტეების ოჯახებს
"შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ხელისუფლების სამძიმარი მეშახტეების ოჯახებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ.

„უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამ ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებ და თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს. სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ ცხედ­რე­ბის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­მო­საყ­ვა­ნად. და­შა­ვე­ბუ­ლებს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ და კეთ­დე­ბა მაქ­სი­მუ­მი მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის,“ - წერს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ტყი­ბულ­ში მომ­ხდარ­მა კი­დევ ერთხელ ცხად­ყო, რომ სა­ჭი­როა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მათ შო­რის, დამ­საქ­მე­ბელ­თა და პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უმ­კაც­რე­სი კონ­ტრო­ლი­სა­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი.

„შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ე­გუ­ოს მსგავს ვი­თა­რე­ბას სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე. სა­ჭი­როა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მათ შო­რის, დამ­საქ­მე­ბელ­თა და ცხა­დია, პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უმ­კაც­რე­სი კონ­ტრო­ლი­სა­კენ. ვი­ნა­ი­დან ეს აღარ არის მხო­ლოდ და­საქ­მე­ბულ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის, არა­მედ ეს გახ­ლავთ სიკ­ვდილ - სი­ცო­ცხლის თემა", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში. შრო­მის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეც - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, პრობ­ლე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხია.

“შეძ­რუ­ლი ვარ ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გამო, რო­მელ­საც 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ეს არის ტრა­გე­დია არა მხო­ლოდ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის, არა­მედ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მომ­ხდა­რი კი­დევ ერთხელ ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს, რომ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს, რათა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს არ უწევ­დეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე შრო­მა სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის ფა­სად. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტი, რომ­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­ხე­ლით, სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტში, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. "სამ­თო დარ­ტყმა" მოხ­და. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ხოლო და­შავ­და სამი მე­შახ­ტე.

ნა­ხეთ, ასე­ვე : ვინ არი­ან მინ­დე­ლის შახ­ტა­ში და­ღუ­პუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბი

"შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ხელისუფლების სამძიმარი მეშახტეების ოჯახებს

"შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს" - ხელისუფლების სამძიმარი მეშახტეების ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის,“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით კი, ტყიბულში მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ უნდა იყოს მიმართული.

„შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს მსგავს ვითარებას სამუშაო ადგილებზე. საჭიროა მთელი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მივმართოთ შრომის უსაფრთხოების წესების აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ. ვინაიდან ეს აღარ არის მხოლოდ დასაქმებულთა უსაფრთხოების, არამედ ეს გახლავთ სიკვდილ - სიცოცხლის თემა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. შრომის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს ირაკლი კობახიძეც - პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრობლემაზე მუშაობა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“შეძრული ვარ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მომხდარი კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს არ უწევდეთ სამუშაო ადგილებზე შრომა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი, რომლის განსახორციელებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე.

ნახეთ, ასევე : ვინ არიან მინდელის შახტაში დაღუპული მაღაროელები

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები