პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა დაღუპულის ტანსაცმლით ხელში...
დღის ფოტო: მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა დაღუპულის ტანსაცმლით ხელში...

ტყი­ბულ­ში, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, ცხედ­რე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად მინ­დე­ლის შახ­ტის სამ­თო მაშ­ვე­ლე­ბი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან იმე­რე­თის სამ­ხა­რეო სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, ასე­ვე, თბი­ლი­სის სა­მაშ­ვე­ლო ბა­ზი­დან ტყი­ბულ­ში უკვე გა­ე­მარ­თა სამ­თო მაშ­ვე­ლე­ბის 14-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი.

ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის შახ­ტის ერთ-ერთ გვი­რაბ­ში მოხ­და კედ­ლე­ბის დე­ფორ­მა­ცია, რა­საც ჭე­რის ჩა­მოშ­ლის მოჰ­ყვა. ჩა­მონ­გრე­ვის დროს, ამა­ვე შახ­ტა­ში მყოფ­მა სამ­თო ოს­ტატ­მა - 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ. ნ.-მ, სამ­თო მუ­შებ­მა: 1981 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ი. კ.-მ და 1963 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ. ა.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ისი­ნი ამ დრო­ის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ტყი­ბუ­ლის შახ­ტში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ქუ­თა­ი­სის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს - რას ამ­ბო­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი?

AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას შეკ­რე­ბილ­ნი არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლის ბი­ძამ, შახ­ტა­ში და­ღუ­პუ­ლის ტან­საც­მე­ლი გა­მო­ი­ტა­ნა. მისი თქმით, და­ღუ­პუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და მა­ღა­რო­ში.

ავტორი:

დღის ფოტო: მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა დაღუპულის ტანსაცმლით ხელში...

დღის ფოტო: მინდელის შახტაში დაღუპულის ბიძა დაღუპულის ტანსაცმლით ხელში...

ტყიბულში, უბედური შემთხვევის ადგილიდან, ცხედრების გამოსაყვანად მინდელის შახტის სამთო მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მუშაობენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლის მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: ტყიბულის შახტში გარდაცვლილები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს - რას ამბობენ ახლობლები?

AMBEBI.GE-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ადგილას შეკრებილნი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები. ერთ-ერთი დაღუპულის ბიძამ, შახტაში დაღუპულის ტანსაცმელი გამოიტანა. მისი თქმით, დაღუპული დაახლოებით 12 წლის მანძილზე მუშაობდა მაღაროში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ