მიჩნეულია, რომ ქალებს უფრო მეტად გააჩნიათ უნარი და შესაბამისი მოქნილობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. თუმცა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთათვისაც ხშირად აბსოლუტურად მიუღებელია მამაკაცის გულის მოსაგებად ამ უკანასკნელს უპირობოდ დაემორჩილოს ან "მეორე ვიოლინოს" როლი დაიკაოს ურთიერთობაში. ამჯერად იმ საუკეთესო სამეულზე ვისაუბრებთ, რომელთაც ბუნებრივად გააჩნიათ ხასიათში ისეთი თვისებები, რომელიც საშუალებას აძლევს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან მაქსიმალური ლოიალურობა, დიპლომატია და სირბილე გამოიჩინოს...
კირჩხიბი - ქალი კირჩხიბი მზრუნველი, ემოციური და მოსიყვარულე პარტნიორია. იგი მზადაა საყვარელი მამაკაცის ან ოჯახის ინტერესებს, ძალზე ხშირად საკუთარი პროფესიული თუ პიროვნული წარმატების შანსებიც კი შესწიროს. თანაც, ამაზე არასოდეს იწუწუნოს და თავი ბედნიერად მიიჩნიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბედმა მარტოოდენ საპატიო დიასახლისის თანამდებობა არგუნა. კირჩხიბი სენსიტიური და ემოციური ტიპია. იგი შესანიშნავად გრძნობს საყვარელი ადამიანების დარდს და წუხილს. ყოველთვის იცის როდის ისაუბროს, როდის გაჩერდეს და რამდენად ღრმად შეტოპოს პრეტენზიების წამოყენების მხრივ. სწორედ ამიტომ ახერხებს იგი ხანგრძლივი დროით და მყარად შეინარჩუნოს ოჯახიც და სასურველი მამაკაციც გვერდით... განაგრძეთ კითხვა