პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯემალ ჭკუასელი ნინო ქათამაძის მოსკოვში გამართულ კონცერტზე: "ჩვენ მოღალატეები გვეძახეს, მასზე ხმას არავინ იღებს"
ჯემალ ჭკუასელი ნინო ქათამაძის მოსკოვში გამართულ კონცერტზე: "ჩვენ მოღალატეები გვეძახეს, მასზე ხმას არავინ იღებს"

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც 2008 წლის ომის შემ­დეგ მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს, ან­სამ­ბლი "ერი­სი­ო­ნი" გახ­ლდათ. ამის შემ­დეგ ამ თე­მა­ზე კი­დევ არა­ერ­თი სკა­ნად­ლი ვნა­ხე, ამ ცოტა ხნის წინ, კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში მო­ექ­ცა ყვე­ლას­თვის სა­ყავ­რე­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც სო­ლო­კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას გეგ­მავ­და მოს­კოვ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ლა­ბა­ტონ­მა ნა­ნიმ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი თქვა. რო­გორც ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში კონ­ცე­ტი გა­მარ­თა ნინო ქა­თა­მა­ძემ. გვე­სა­უბ­რე­ბა ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი:

- ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი ქნა, თუ არა­ვის და­უგ­დო ყური და ჩა­ა­ტა­რა კონ­ცერ­ტი, მაგ­რამ ერთი კია: ჩვენ რუ­სეთ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის გამო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი გვე­ძა­ხეს, ნინო ქა­თა­მა­ძე­ზე ხმას არა­ვინ იღებს, აქე­დან ჩანს, რომ ვი­ღა­ცას ვი­ღა­ცის ჯინი სჭირს!.. სა­ქარ­თვე­ლო მა­გათ არ უყ­ვართ, ვინც ჩვენ ამის გამო გვაკ­რი­ტი­კებს. მსოფ­ლიო გვე­უბ­ნე­ბა, გა­ა­ნე­ბეთ რუ­სეთს თა­ვიო, ამე­რი­კას ეში­ნია მათი და ჩვენ რა მოგ­ვი­ვი­და?! მე მას­წავ­ლის ვინ­მე რუ­სე­თი რაც არის?! - გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი, მა­ი­მუ­ნი ხალ­ხია, თა­ვის უფ­რო­სე­ბი­ა­ნად, მაგ­რამ ჩვენ­მა ხალ­ხმა რა დაგ­ვი­შა­ვა?! რა მოგ­ვი­ტა­ნა ომმა და და­პი­რის­პი­რე­ბამ?! ახ­ლა­ხან, რუ­სე­თის ხან­ძრის მერე ვი­ღაც ქალი გა­მოჩ­ნდა, ქალი კი არა ალ­ქა­ჯი და რუს ბავ­შვებ­ზე ამ­ბობს, ყვე­ლა რა­ტომ არ ამო­წყდნენ, სულ არ უნდა და­ი­ბა­დონ ეგე­ნიო...

ამ დროს ქარ­თველ­მა ქალ­მა თავი შეს­წი­რა ბავ­შვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად იქ ხან­ძარს. ბავ­შვია ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა ეროვ­ნე­ბი­საა.ნანი ბრეგ­ვა­ძეს ას­წავ­ლი­ან ვი­ღაც არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს და იმის თქმას უბე­და­ვენ ქარ­თვე­ლი კი არა რუსი მომ­ღე­რა­ლი ხარო! ეს არის სპე­კუ­ლა­ცია და ნა­ნის დიდი საყ­ვე­დუ­რი უნდა ვუ­თხრა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ძუ­ლე ხალ­ხს რომ აჰ­ყვა! რო­გორ არ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ასეთ მომ­ღე­რალს, ცო­ცხალ ლე­გენ­დას?! სა­დაც წა­ვი­და, ყველ­გან ასა­ხე­ლა ჩვე­ნი სამ­შობ­ლო! ჩემს ლა­მაზ ნა­ნის ვთხოვ ყურს ნუ და­უგ­დებს ეგეთ ხალ­ხს!...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ფოტო სქ­რი­ნი: რუსი მომ­ღერ­ლი­სა და პრო­დი­უ­სე­რის ანა ვოლ­კო­ვას "ინ­სტაგ­რა­მი­დან"

ჯემალ ჭკუასელი ნინო ქათამაძის მოსკოვში გამართულ კონცერტზე: "ჩვენ მოღალატეები გვეძახეს, მასზე ხმას არავინ იღებს"

ჯემალ ჭკუასელი ნინო ქათამაძის მოსკოვში გამართულ კონცერტზე: "ჩვენ მოღალატეები გვეძახეს, მასზე ხმას არავინ იღებს"

ერთ-ერთი პირველი, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვში გამართული კონცერტის გამო გააკრიტიკეს, ანსამბლი "ერისიონი" გახლდათ. ამის შემდეგ ამ თემაზე კიდევ არაერთი სკანადლი ვნახე, ამ ცოტა ხნის წინ, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა ყველასთვის საყავრელი ნანი ბრეგვაძე, რომელიც სოლოკონცერტის გამართვას გეგმავდა მოსკოვში. საბოლოოდ, ქალაბატონმა ნანიმ კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში კონცეტი გამართა ნინო ქათამაძემ. გვესაუბრება ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი:

- ძალიანაც კარგი ქნა, თუ არავის დაუგდო ყური და ჩაატარა კონცერტი, მაგრამ ერთი კია: ჩვენ რუსეთში გამართული კონცერტის გამო მოღალატეები გვეძახეს, ნინო ქათამაძეზე ხმას არავინ იღებს, აქედან ჩანს, რომ ვიღაცას ვიღაცის ჯინი სჭირს!.. საქართველო მაგათ არ უყვართ, ვინც ჩვენ ამის გამო გვაკრიტიკებს. მსოფლიო გვეუბნება, გაანებეთ რუსეთს თავიო, ამერიკას ეშინია მათი და ჩვენ რა მოგვივიდა?! მე მასწავლის ვინმე რუსეთი რაც არის?! - გათახსირებული, მაიმუნი ხალხია, თავის უფროსებიანად, მაგრამ ჩვენმა ხალხმა რა დაგვიშავა?! რა მოგვიტანა ომმა და დაპირისპირებამ?! ახლახან, რუსეთის ხანძრის მერე ვიღაც ქალი გამოჩნდა, ქალი კი არა ალქაჯი და რუს ბავშვებზე ამბობს, ყველა რატომ არ ამოწყდნენ, სულ არ უნდა დაიბადონ ეგენიო...

ამ დროს ქართველმა ქალმა თავი შესწირა ბავშვების გადასარჩენად იქ ხანძარს. ბავშვია ყველაზე დიდი ღირებულება მსოფლიოში და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა.ნანი ბრეგვაძეს ასწავლიან ვიღაც არაადამიანები საქართველოს სიყვარულს და იმის თქმას უბედავენ ქართველი კი არა რუსი მომღერალი ხარო! ეს არის სპეკულაცია და ნანის დიდი საყვედური უნდა ვუთხრა, საქართველოს მოძულე ხალხს რომ აჰყვა! როგორ არ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მომღერალს, ცოცხალ ლეგენდას?! სადაც წავიდა, ყველგან ასახელა ჩვენი სამშობლო! ჩემს ლამაზ ნანის ვთხოვ ყურს ნუ დაუგდებს ეგეთ ხალხს!...განაგრძეთ კითხვა

ფოტო სქრინი: რუსი მომღერლისა და პროდიუსერის ანა ვოლკოვას "ინსტაგრამიდან"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს