რუსეთის პრეზიდენტად არჩევის სემდეგ, პირველი ქვეყანა, სადაც ვლადიმერ პუტინი ახალი პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, თურქეთი იყო. ორდღიანი ვიზიტის პერიოდში რუსული (და არა მხოლოდ) მედია ცდილობდა გაერკვია, თუ რა იყო ორი პრეზიდენტის საუბრის თემა... არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი "სკრიპალის საქმის" შედეგად, რუსეთის გარშემო დაწყებული დიპლომატიური სკანდალი იყო.
ასევე ცნობილია, რომ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს თურქეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის დაჩქარებით განთავსებაზე. მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო სამმხრივ შეხვედრაში, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან ერთად, ირანის ლიდერი, -ჰასან რუჰანიც ესწრებოდა.
როგორც Pravda. Ru-სთან საუბარში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი აცხადებს, "თურქეთთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია... ერდოღანი ტრიალებს, როგორც გველთევზა ტაფაზე... ის, როგორც წესი, ერთ ევროპულ სახელმწიფოს მეორეთი ცვლის. თან ახლა თქურეთში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება და მას ძალიან სჭირდება ვინმე, მსოფლიოში გავლენიან ლიდერთან შეხვედრის და მასთან მეგობრობის დემონსტრირება. ახლა ამას შესანიშნავად ახერხებს პუტინთან და შესაბამისად, მისი გულის მოგებსაც ცდილობს...".
გამოცემის ცნობით, უფრო ადრე, თეთრ სახლში ერდოღანმა ტრამპს სთხოვა, დაუყოვნებლივ შეეცვალა ბრძანება ქურთი მეამბოხეებისთვის ამერიკული იარაღის გაგზავნის შესახებ. ტრამპი მას დაპირდა, რომ რომ ამ საკითხზე დაფიქრდებოდა.
თურქი ჟურნალისტისა და სამხედრო მიმომხილველის თახა აქიოლის შეფასებით, თურქეთი და რუსეთი მომავალ ურთიერთობებს სტრტეგიული პარტნიორობის ფარგლებში საზღვრავენ. "თურქეთი აფრინში სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს, რათა რუსეთმა საჰაერო სივრცე გახსნას... მთლიანობაში, ჩვენი ინტერესები, ენერგეტიკულ სფეროში რადიკალურად განსხვავდება..."- წერს თურქი ჟურნალისტი.
ექსპერტი მეჰმედ ოგიუტჩიუ წერს, რომ რუსეთ-თქურეთის ახლანდელი ურთერთობა, მას იმ რთულ პერიოდსა და მძიმე წლებს აგონებს, როდესაც თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა.
"თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ვლადიმირ პუტინმა ატომურ ელექტროსადგურ "აკუიუს" ფუნდამენტის საფუძველში პირველი ბლოკი ჩადო... გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ"- ირონიულად წერს თურქი ექსპერტი.
მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ამით უკმაყოფილოა.
"ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი, ჯერ კიდევ 1984 წელს გახდა ეკონომიკური ურთიერთოებისა და განვითარების ორგანიზაციის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წევრი. თურქეთმა რუსეთთან ურთერთობა უნდა განავითაროს, მაგრამ ისე, რომ დასავლეთს არ მოსწყდეს... ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, მათ განსაკუთრებით, ჩვენი პომიდორი მოსწონთ.. ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ნახევრით არსებობს ევროპაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგარეო ინვესტიციების ნახევარზე მეტი, სწორედ ევროპიდან შემოდის... ასე რომ, ცოტა მეტი, ცივი გონებით აზროვნება მართებს თურქეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით, რუსეთთან, რომელსაც თავადაც უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები აქვს..."- წერს მეჰმედ ოგიუტჩიუ.