ავტორი:

პროექტის  „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“  მეორე ეტაპი დასრულდა და  მალე შედეგებიც გამოქვეყნდება

პროექტის  „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“  მეორე ეტაპი დასრულდა და  მალე შედეგებიც გამოქვეყნდება

პროექტი ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” დასასრულს უახლოვდება. ღვინის 10 რჩეული სახეობა უკვე ცნობილია. საფერავი, ტვიში, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე - სწორედ ასეთია რჩეული სახეობების ჩამონათვალი, რომელიც ფართო საზოგადოების მონაწილეობით გამოვლინდა. 2 და 3 აპრილს კი რჩეული სახეობების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების გამოსავლენად ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ღვინის ექსპერტებმა მიიღეს.

მარიკა ხომასურიძე, ირმა ჭანტურია, მიშა მესხი, კახა ჩოტიაშვილი და ბასტიან ვარსკოტი სწორედ მათ დააჭაშნიკეს წარდგენილი ღვინოები და გააკეთეს შეფასებები.

ღვინის ექსპერტი მიშა მესხი პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დასასრულს მართლაც გამორჩეული ქართული ღვინოების გამოვლენას შეძლებენ.

”პროექტი ძალიან საინტერესო და ინოვაციურია. მასში ჩართულია როგორც სამოყვარულო სეგმენტი, ასევე სპეციალისტები. შესაბამისად, შედეგი აბსოლუტურად ობიექტური იქნება და მართლაც ხარისხიანი ღვინის გამოვლენას შევძლებთ. დეგუსტაცია დახურულია და ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ამა თუ იმ ღვინის მწარმოებლები. მხოლოს ღვინის ჯიშისა და მოსავლის წლის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ბევრი კარგი ღვინო დავაგემოვნეთ. რქაწითელის და ქისის რამდენიმე ნიმუში კი განსაკუთრებით მოგვეწონა”, - განმარტავს ღვინის ექსპერტი მიშა მესხი.

ფრანგი მეღვინეს ბასტიან ვარსკოტის ქართული ღვინო განსაკუთრებით მოსწონს და როგორც აღნიშნავს, რჩეული ღვინოების გამოვლენა არც ისე მარტივი იყო.

”პროექტი მართლაც გამორჩეულია. განსაკუთრებით კი ბრმა დეგუსტაციების საშუალებით რჩეული ღვინოების გამოვლენის პროცესია საინტერესო. მე რქაწითელისა და მწვანეს რამდენიმე ღვინოს გამოვარჩევდი. ზოგადად, ქართული ღვინო კი საოცარია და სწორედ ამიტომ ვარ მე საქართველოში. მისი მრავალფეროვნება და ღვინის კეთების ტრადიციები მომწონს. საქართველოში ევროპული წესითაც ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ”, - აღნიშნა მეღვინე ბასტიან ვარსკოტიმ.

პროექტის ორგანიზატორი ”პალიტრა მედია ჰოლდინგია”, რომელიც მიზნად ღვინის პოპულარობის ზრდას ისახავს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღვინის იმ კომპანიებს, რომლებმაც მოგვიტანეს ნიმუშები და ჩაერთვნენ პროექტში. ყველა მათგანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ეროვნული პროექტი, რომელიც საბოლოოდ ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ ჩავატარეთ ორდღიანი დეგუსტაცია, რომელშიც ოთხმა ქართველმა და ერთმა ფრანგმა ღვინის ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. მათ აარჩიეს ის კომპანიები, რომლებიც რჩეული ღვინის კონკრეტულ ღვინოებს წარმოადგენენ. ოთხშაბათიდან დავიწყებთ შედეგების შეჯამებას და რჩეული კომპანიები ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი”, - განაცხადა „პალიტრამედიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანანო თავხელიძემ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღვინის შერჩევის პროცესის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღო და შეძლო საკუთარი აზრის დაფიქსირება. ბრმა დეგუსტაციაზე წარდგენილი ათივე ღვინის სახეობა სწორედ მათი არჩეულია. პროექტი 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ ბრმა დეგუსტაციით დაიწყო, შემდეგ კი ონლაინ ხმის მოცემა მოჰყვა. ხმის მიცემა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, ღვინის მაღაზიის ვებ-გვერდ allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც 200 000-მდე ადამიანმა გააკეთა საკუთარი არჩევანი. გარდა ამისა, დაიგეგმა არაერთი ღონისძიება საჯარო თავშეყრის ადგილებში ფარული კენჭიყრისთვის. გამოკითხვის ფორმა იბეჭდებოდა გაზეთ „კვირის პალიტრასა“ და ჟურნალი „გზის“ ყოველკვირეულ გამოცემებში.

პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანა ცოცხლი ხარ“ მიზანია ქართული ღვინის სახეობების გამოვლენა, რომლებიც ქვეყანას ადგილზე და საზღვრების გარეთაც წარადგენენ. ფინალური ეტაპის შედეგები ფართო აუდიტორიისთვის სულ მალე გახდება ცნობილი და შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების ღვინოები გამოჩნდება სასაჩუქრე, ტურისტული და საკოლექციო 5-5 ბოთლიანი შეფუთვით.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის