პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიცისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატები აირჩია. ომბუდსმენის მიერ შეთავაზებული იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 93 ხმით აირჩიეს. უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს მხარი 55–მა დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. კაკაბაძე კენჭისყრის ამ შედეგით საზოგადოებირივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა.