პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ - ცვლილებები კანონში
აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ - ცვლილებები კანონში

აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის აღ­მო­სა­ჩე­ნად, მოს­წავ­ლეს მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რით შე­ა­მოწ­მე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თან­დას­წრე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, - აღ­ნიშ­ნულს ით­ვა­ლის­წი­ნებს „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ, შემ­დგომ კი პარ­ლა­მენტს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა.

ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, სი­ახ­ლეა ასე­ვე მან­და­ტუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შე­ად­გი­ნოს წე­რი­ლო­ბი­თი ოქმი მოს­წავ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

„გა­ნათ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ერ­თობ­ლი­ვად იქნა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მან­და­ტუ­რის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად. „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას და მან­და­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდას. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, დამ­ტკიც­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, შს სა­მი­ნის­ტრო­სა და მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვლის წესი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლე­თა რისკ-ჯგუ­ფე­ბის უკეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა სკო­ლა­ში გარე და შიდა პე­რი­მეტრზე ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა. ასე­ვე, ამ ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, მან­და­ტუ­რის კან­დი­და­ტის მი­მართ მო­თხოვ­ნე­ბი იც­ვლე­ბა. კერ­ძოდ, ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბის თა­ნახ­მად, კან­დი­დატს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, უნდა ჰქონ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და უნდა იყოს მი­ნი­მუმ 21 წლის ასა­კის. მან­და­ტუ­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბის პროგ­რა­მა­ში, სწავ­ლე­ბის სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ზი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი მომ­ზა­დე­ბა. ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და­ამ­ტკი­ცებს უსაფრ­თხო­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის წეს­სა და პი­რო­ბებს. პი­რა­დი გა­სინ­ჯვა იც­ვლე­ბა უკონ­ტაქ­ტო, ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს მოს­წავ­ლის მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის აღ­მო­სა­ჩე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ცე­დუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის თან­დას­წრე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და სი­ახ­ლეა ასე­ვე მან­და­ტუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შე­ად­გი­ნოს წე­რი­ლო­ბი­თი ოქმი მოს­წავ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ისა­ხავს მიზ­ნად“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ - ცვლილებები კანონში

აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ - ცვლილებები კანონში

აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ, აღნიშნული პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს, - აღნიშნულს ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, შემდგომ კი პარლამენტს გადაეგზავნება.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების თანახმად, სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

„განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად იქნა შემუშავებული ინიციატივა, რომელიც მანდატურის ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ზომების გატარებას და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდას. პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. ასევე, ამ ცვლილების შედეგად, მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. კერძოდ, ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება. ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ