რუსი ტურისტი დუბაიში თავს დაესხა ქალ პოლიციელს და სამართალდამცველის მანქანის შუშა დაამტვრია, ინფორმაციას Gulf News-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ინციდენტი დუბაის ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან მოხდა. პოლიცია ორ ტურისტს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოიძახეს. პოლიციელი ქალი შეეცადა, რუსი ნასვამი ტურისტისთვის ხელბორკილები დაედო, თუმცა ის სამართალდამცველს შეეწინააღმდეგა.
გამოცემის ინფორმაციით, გოგონამ რამდენიმეჯერ დაარტყა პოლიციელს და სახეზე უკბინა. მოგვიანებით პოლიციელმა ტურისტის მანქანაში ჩასმა შეძლო, თუმცა ტურისტი მანამდე ურტყამდა თავს შუშას, ვიდრე არ ჩაამტვრია.
რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მას პოლიციელზე თავდასხმასა და მისი მანქანის დაზიანებაში ედება ბრალი. სასამართლოს გადაწყვეტილება 29 აპრილს გახდება ცნობილი.