პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი - საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი სოციალური ქსელების მეშვეობით რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდა
სუს-ი - საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი სოციალური ქსელების მეშვეობით რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდა

2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი კრი­ტი­კუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, ად­გი­ლი ჰქონ­და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის მცდე­ლო­ბის, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი და ტე­რო­რის­ტუ­ლი იდე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 2017 წლის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს უკვე წა­რედ­გი­ნა.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, გლო­ბა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­ის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მხარ­დამ­ჭერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მათი გავ­ლე­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და.

”ახალ­გაზ­რდე­ბი უარს აცხა­დე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იდე­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, ხოლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­დე­რე­ბი მათ რი­გებს ტო­ვე­ბენ. იდე­ო­ლო­გი­უ­რი კრი­ზი­სის გარ­და, „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ სირ­თუ­ლე­ებს უქ­მნის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც, რაც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“, სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავ­დეს ცალ­კე­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმოქ­მე­დე­ბენ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გე­ნენ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­საძ­ლო მხარ­დამ­ჭე­რი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. რო­გორც სუს-ი მი­უ­თი­თებს, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, ის­ტო­რი­უ­ლი, ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი არ აქვთ, რაც ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ექ­სტრე­მის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათ ჩარ­თვას უად­ვი­ლებს.

ამას­თან, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ რა­დი­კა­ლურ მო­წო­დე­ბებს. აღ­ნიშ­ნულ პირ­თა ჯგუ­ფის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ტარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

სუს-ის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ამ­ჟა­მად სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რი­გებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 30 მო­ქა­ლა­ქე იბ­რძვის. 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. სამ­სა­ხუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რი­გებ­ში მებ­რძო­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას და მსგავ­სი ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

”სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და ტე­რო­რიზ­მი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის ფაქ­ტე­ბის და­სად­გე­ნად. და­ფიქ­სირ­და ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კუ­რი პირი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სუს-ი - საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი სოციალური ქსელების მეშვეობით რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდა

სუს-ი - საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი სოციალური ქსელების მეშვეობით რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდა

2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა.

”ახალგაზრდები უარს აცხადებენ აღნიშნული ორგანიზაციის იდეების მხარდამჭერ გაერთიანებებში გაწევრიანებაზე, ხოლო ორგანიზაციის მხარდამჭერი ავტორიტეტული ლიდერები მათ რიგებს ტოვებენ. იდეოლოგიური კრიზისის გარდა, „ისლამურ სახელმწიფოს“ სირთულეებს უქმნის ფინანსური პრობლემებიც, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისთვის გადაადგილების თავისუფლებასა და თანხების მოზიდვაზე დაწესებული მნიშვნელოვანი შეზღუდვებით არის განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“, სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლოა, საქართველოში ჰყავდეს ცალკეული მხარდამჭერები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებენ ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან მიღებული დავალების შესაბამისად”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. როგორც სუს-ი მიუთითებს, ძირითად შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს საქართველოსა და ქართულ საზოგადოებასთან, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული კავშირები არ აქვთ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებს ექსტრემისტულ საქმიანობაში მათ ჩართვას უადვილებს.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების ფაქტები არ დაფიქსირებულა. სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნებას და მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

”საანგარიშო პერიოდში აქტიური ღონისძიებები გატარდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსების ფაქტების დასადგენად. დაფიქსირდა ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ”, - ნათქვამია ანგარიშში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ