პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელი შეეცდება, მიღებული შეკვეთა ბოლომდე მიიყვანოს" - დოდო გუგეშაშვილი გამოძიების დეტალებზე
"მკვლელი შეეცდება, მიღებული შეკვეთა ბოლომდე მიიყვანოს" - დოდო გუგეშაშვილი გამოძიების დეტალებზე

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩემი შვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის დნმ-ის ანა­ლი­ზი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით არ ვიცი, ნი­მუ­ში სად არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ თა­და­რი­გის ყო­ფილ­მა პოლ­კოვ­ნიკ­მა დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნებ­საც ელო­დე­ბა.

კი­თხვა­ზე, ვა­რა­უ­დობს, თუ არა რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი დნმ-ის ნი­მუ­ში შე­საძ­ლოა იყოს იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც ოჯახს თავს და­ეს­ხა, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს: „ვფიქ­რობ, რომ მისი ნი­მუ­შია. საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბა, ბევ­რი რამ მტკიც­დე­ბა, ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა ელო­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას“.

„რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ვი­და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა დნმ-ის ნი­მუშ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოღონდ მე ყუ­რა­დღე­ბა აღარ მი­მიქ­ცე­ვია ზუს­ტად რა­ზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ვი­ნა­ი­დან ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის ის, რომ რა­ღაც არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რის, რო­მე­ლიც მის ოჯახ­ში შე­იჭ­რა და ცე­ცხლი გახ­სნა, ფო­ტო­რო­ბო­ტია შექ­მნი­ლი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფიქ­რობს, რომ ამ პი­რის ამოც­ნო­ბა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­მო­ძი­ე­ბას გა­უ­ჭირ­დე­ბა.

„ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ ადა­მი­ანს ჰქონ­და სახე შე­ნიღ­ბუ­ლი, ნი­ღა­ბი არ ეკე­თა, მაგ­რამ იმ­დე­ნად არ აჩენ­და ნაკ­ვთებს იმ ჩაც­მუ­ლო­ბი­თა და თავ­სა­ბუ­რა­ვით, რომ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან რთუ­ლია მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცია. ცხა­დია, ფო­ტო­რო­ბო­ტი შექ­მნი­ლი არის. უბ­რა­ლოდ, ფო­ტო­რო­ბო­ტით არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რად­გან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა აღ­წე­რა გა­ა­კე­თა, ანუ ვინ რო­გო­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხა იმის მი­ხედ­ვით. ამას­თა­ნა­ვე, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ შუქი არ იყო მა­შინ კორ­პუს­ში, ამი­ტომ რთუ­ლია მისი დად­გე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ თავ­დას­ხმა კვლავ გან­მე­ორ­დეს, ამი­ტომ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მომ­ხდა­რის შემ­დეგ მას სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა იცავს.

„ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და ოჯა­ხის ამო­სა­წყვე­ტად. ჩემი ვა­რა­უ­დით, ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და შეკ­ვე­თი­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, მე გა­დავ­რჩი. აქ ჩემს სი­ცო­ცხლე­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, არა­მედ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მან მი­სია ბო­ლომ­დე ვერ შე­ას­რუ­ლა. ალ­ბათ შე­ეც­დე­ბა, რომ შეკ­ვე­თა რაც ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოს. ჩემი ვა­რა­უ­დით, მას მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­სა და მის ვაჟ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა 7 თე­ბერ­ვალს მოხ­და. დედა-შვილს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ესხნენ თავს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში და­იჭ­რა, ხოლო მისი შვი­ლი ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დამ­სხმე­ლი პო­ლი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­კა­ვე­ბია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მკვლელი შეეცდება, მიღებული შეკვეთა ბოლომდე მიიყვანოს" - დოდო გუგეშაშვილი გამოძიების დეტალებზე

"მკვლელი შეეცდება, მიღებული შეკვეთა ბოლომდე მიიყვანოს" - დოდო გუგეშაშვილი გამოძიების დეტალებზე

სამართალდამცველებმა ჩემი შვილის სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ანალიზი აღმოაჩინეს, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, ნიმუში სად არის აღმოჩენილი, - ამის შესახებ თადარიგის ყოფილმა პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც დოდო გუგეშაშვილმა განმარტა, ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება და სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნებსაც ელოდება.

კითხვაზე, ვარაუდობს, თუ არა რომ სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი დნმ-ის ნიმუში შესაძლოა იყოს იმ ადამიანის, რომელიც ოჯახს თავს დაესხა, დოდო გუგეშაშვილი ასე პასუხობს: „ვფიქრობ, რომ მისი ნიმუშია. საქმის გამოძიებისთვის უზარმაზარი სამუშაოები ტარდება, ბევრი რამ მტკიცდება, ასევე გამოძიება ელოდება რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას“.

„რამდენიმე დღის წინ მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებით, ოღონდ მე ყურადღება აღარ მიმიქცევია ზუსტად რაზეა აღმოჩენილი. ვინაიდან ჩემთვის მთავარი არის ის, რომ რაღაც არის აღმოჩენილი“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

გარდა ამისა, დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, პირის, რომელიც მის ოჯახში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, ფოტორობოტია შექმნილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ამ პირის ამოცნობა, გარკვეული მიზეზების გამო გამოძიებას გაუჭირდება.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სახე შენიღბული, ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ იმდენად არ აჩენდა ნაკვთებს იმ ჩაცმულობითა და თავსაბურავით, რომ რასაკვირველია, ძალიან რთულია მისი იდენტიფიკაცია. ცხადია, ფოტორობოტი შექმნილი არის. უბრალოდ, ფოტორობოტით არ დავინტერესებულვარ, რადგან ბევრმა ადამიანმა სხვადასხვა აღწერა გააკეთა, ანუ ვინ როგორი თვალით დაინახა იმის მიხედვით. ამასთანავე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ შუქი არ იყო მაშინ კორპუსში, ამიტომ რთულია მისი დადგენა“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმა კვლავ განმეორდეს, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით მომხდარის შემდეგ მას სახელმწიფო დაცვა იცავს.

„ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანი მოვიდა ოჯახის ამოსაწყვეტად. ჩემი ვარაუდით, ორი ადამიანის მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი და სამწუხაროდ, მე გადავრჩი. აქ ჩემს სიცოცხლეზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ მან მისია ბოლომდე ვერ შეასრულა. ალბათ შეეცდება, რომ შეკვეთა რაც ჰქონდა მიღებული, ბოლომდე მიიყვანოს. ჩემი ვარაუდით, მას მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს