საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში და რა არის მათი ძირითად ამოცანები - სუს-ის ანგარიში
როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში და რა არის მათი ძირითად ამოცანები - სუს-ის ანგარიში

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ძი­რი­თად ამო­ცა­ნებს ასა­ხე­ლებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 2017 წლის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკვე წა­რედ­გი­ნა.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ეს ამო­ცა­ნე­ბია: ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა; სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რის იმი­ჯის შე­ლახ­ვა; სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის, გა­ურ­კვევ­ლო­ბის, უი­მე­დო­ბი­სა და ნი­ჰი­ლიზ­მის გა­ჩე­ნა; ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კე­რე­ბის შექ­მნა, რათა ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­დეს დე­ზინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და მოხ­დეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია.

”სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი კონ­ტრდაზ­ვერ­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მარ­თავ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და ახორ­ცი­ე­ლებ­და უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, კონ­ტრზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი­სა და პი­რე­ბის წინმსწრებ ინ­ფორ­მი­რე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტრდაზ­ვერ­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ფარ­ქვეშ (დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, რე­ლი­გი­უ­რი, კო­მერ­ცი­უ­ლი და სხვა), მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, შე­აღ­წი­ონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებ­სა და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში, მო­ი­პო­ვონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი/სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია, შექ­მნან/გა­ა­ფარ­თო­ონ ჯა­შუ­შუ­რი ქსე­ლი. მათი მი­ზა­ნია, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ონ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ზე. გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბის, გეგ­მე­ბის, მათ მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, მოქ­მე­დე­ბის ფორ­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის, კავ­შირ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი­სა და მათი კონ­ტაქ­ტე­ბის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და აღ­კვე­თას. კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბია: ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა; სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რის იმი­ჯის შე­ლახ­ვა; სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის, გა­ურ­კვევ­ლო­ბის, უი­მე­დო­ბი­სა და ნი­ჰი­ლიზ­მის გა­ჩე­ნა; ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის კე­რე­ბის შექ­მნა, რათა ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თარ­დეს დე­ზინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და მოხ­დეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამა­ვე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­კუ­თა­რი ამო­ცა­ნე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კვლავ აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ „ჰიბ­რი­დუ­ლი ომის“ ტაქ­ტი­კას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბის, კი­ბე­რო­პე­რა­ცი­ე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის, დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ–პო­პუ­ლის­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ.

”ჰიბ­რი­დუ­ლი ომის“ პი­რო­ბებ­ში სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ენერ­გე­ტი­კულ და ეკო­ნო­მი­კურ რე­სურ­სებს ზე­გავ­ლე­ნის ია­რა­ღად იყე­ნე­ბენ, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის, კო­რუფ­ცი­ი­სა და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბას ფა­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გზით. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და უცხო ქვეყ­ნე­ბის იმ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ „ჰიბ­რი­დუ­ლი ომის“ წარ­მო­ე­ბა­ში. მათ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კა გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და მი­მარ­თუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

გა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში გა­აძ­ლი­ე­რონ და გა­ა­ფარ­თო­ონ პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ე.წ. ლო­ბის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ფონ­დე­ბი, მო­ახ­დი­ნონ ეკო­ნო­მი­კუ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბერ­კე­ტე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

სუს-ის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან შე­იმ­ჩნე­ვა ექ­სპერ­ტუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­სა და სა­ა­გენ­ტო­ე­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბა, სა­დაც ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი თე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­წო­დე­ბა.

”სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში კომ­პლექ­სუ­რად ტარ­დე­ბო­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და მათი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. ასე­ვე, იმ პირ­თა და­სად­გე­ნად, რო­მელ­თა ქმე­დე­ბებ­შიც გა­მო­იკ­ვე­თა უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რის ნიშ­ნე­ბი”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ამა­ვე ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო ქვეყ­ნებ­ში იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­ნი არი­ან პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­ყო­ფის იდე­ის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან. მათი მხრი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

”უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას იჩე­ნენ სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად. სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ, შე­იქ­მნან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის არ­ხე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, კო­მერ­ცი­ულ, სა­მეც­ნი­ე­რო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტებ­ში. სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი შეღ­წე­ვის აღ­კვე­თა-გა­მოვ­ლე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, საფრ­თხე­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით 182 ორ­გა­ნი­ზა­ცია-და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ი­ცა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან დაშ­ვე­ბა (ნე­ბარ­თვა ფორ­მა №4), ხოლო 10 ორ­გა­ნი­ზა­ცია-და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის, სან­დო­ო­ბი­სა და სა­ი­მე­დო­ო­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა. 184 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს/იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის დაშ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის რე­ჟი­მი­სა და სა­ი­დუმ­ლო საქ­მის­წარ­მო­ე­ბის კო­მი­სი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაშ­ვე­ბის მსურ­ველ 7 ათა­სამ­დე ფი­ზი­კურ პირ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა. 900-მდე პირ­ზე გა­ნი­სა­ზღვრა ნატო-ს კლა­სი­ფი­ცი­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან დაშ­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხი; 500-ზე მეტ პირს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია-და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ე­წია მე­თო­დურ-ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა სა­ი­დუმ­ლო საქ­მის­წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის რე­ჟი­მის დაც­ვის კუ­თხით. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის 11 საქ­მე­ზე. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია 5 პირი. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა­სა და შე­უ­ფერ­ხე­ბელ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცეს­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ტკი­ცე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ცალ­კე­ულ სუ­ბი­ექ­ტებ­ზე ჩა­ტარ­და სრულ­ყო­ფი­ლი შეს­წავ­ლა–შე­მოწ­მე­ბა. საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი იმ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს სა­ი­დუმ­ლო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, სამ­რეწ­ვე­ლო და სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, რე­ა­ლი­ზა­ცია, გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­და­ზიდ­ვა და იმ­პორტ-ექ­სპორ­ტი წარ­მო­ად­გენს”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

სუს-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდი­ლი მიგ­რა­ცი­უ­ლი ნა­კა­დე­ბის ფონ­ზე მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს მიგ­რა­ცი­უ­ლი არ­ხე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი.

”გა­მო­იკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა სტა­ტუ­სით და­ფუძ­ნე­ბის მსურ­ვე­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია. ისი­ნი, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ახერ­ხე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ბა­ბით ითხო­ვენ მუდ­მი­ვი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბი­ნად­რო­ბი­სა და შრო­მი­თი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბებს, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ქორ­წი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე - მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვას. მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი­სას, ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სით უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­კვიდ­რე­ბას. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლინ­და სა­ქარ­თვე­ლოს 36 მო­ქა­ლა­ქე, მათ მიერ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და აუ­დი­ტო­რუ­ლი ფირ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის მიზ­ნით ამ­ზა­დე­ბენ სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლებს, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწე­ვენ შე­საძ­ლო ფიქ­ტი­ურ ქორ­წი­ნე­ბებს, არე­გის­ტრი­რე­ბენ კომ­პა­ნი­ებს, გას­ცე­მენ ფიქ­ტი­ურ შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პი­რე­ბის კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნი­სა და მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­საძ­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით ან მუდ­მი­ვად მცხოვ­რე­ბი, მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ან ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე იმ პი­რე­ბის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა კავ­ში­რი გა­აჩ­ნდეთ უცხო ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან. შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სა და გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც უარი ეთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე. გა­მოვ­ლინ­და 3500-ზე მეტი პი­რის მიერ ფიქ­ტი­უ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის ფაქ­ტი. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და ქ.თბი­ლი­სის, ქ.ქუ­თა­ი­სი­სა და ქ.ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბის სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტებ­ზე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს, მათ შო­რის, შე­საძ­ლო ოპე­რა­ტი­უ­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბო პირ­თა და მათი კონ­ტაქ­ტე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში და რა არის მათი ძირითად ამოცანები - სუს-ის ანგარიში

როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები საქართველოში და რა არის მათი ძირითად ამოცანები - სუს-ის ანგარიში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ასახელებს. ამასთან დაკავშირებით საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, ეს ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია.

”საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვით საქმიანობას წარმართავდა კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების სფეროების გამოვლენას, კონტრზომების გატარებას, არსებული საფრთხეების შესახებ შესაბამისი უწყებებისა და პირების წინმსწრებ ინფორმირებას, სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას. უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები სხვადასხვა საქმიანობის საფარქვეშ (დიპლომატიური, კულტურული, ჰუმანიტარული, რელიგიური, კომერციული და სხვა), მუდმივად ცდილობენ, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ მათთვის სასურველი/საიდუმლო ინფორმაცია, შექმნან/გააფართოონ ჯაშუშური ქსელი. მათი მიზანია, გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე. გამოწვევების საპასუხოდ გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, კავშირზე მყოფი პირებისა და მათი კონტაქტების, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენასა და აღკვეთას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.

”ჰიბრიდული ომის“ პირობებში სასურველი მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ზეგავლენის იარაღად იყენებენ, ახორციელებენ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას ფარული სპეციალური ღონისძიებების გზით. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში. მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში.

გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.

”საანგარიშო პერიოდში კომპლექსურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომელთა ქმედებებშიც გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

”უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. სადაზვერვო სამსახურები მათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით ცდილობენ, შეიქმნან ინფორმაციის მოპოვების არხები სახელმწიფო სტრუქტურებში, კომერციულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, საფრთხეებისა და ინფორმაციის გაჟონვის პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე. ზემოაღნიშნული მიმართულებით 182 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა ფორმა №4), ხოლო 10 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა. 184 ორგანიზაციაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 7 ათასამდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 900-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი; 500-ზე მეტ პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე ობიექტების დაცვასა და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის პროცესში, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე ცალკეულ სუბიექტებზე ჩატარდა სრულყოფილი შესწავლა–შემოწმება. საფრთხეების გათვალისწინებით, ხორციელდება საქართველოში მოქმედი იმ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცალკეული ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი, რომელთა საქმიანობის სფეროს საიდუმლო პროექტებზე მუშაობა, სამრეწველო და სამხედრო დანიშნულების ნივთიერებების წარმოება, შეძენა, შენახვა, რეალიზაცია, გამოყენება, გადაზიდვა და იმპორტ-ექსპორტი წარმოადგენს”, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ფონზე მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი.

”გამოიკვეთა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველი უცხო ქვეყნების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. ისინი, თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ინვესტიციების განხორციელების საბაბით ითხოვენ მუდმივი საინვესტიციო ბინადრობისა და შრომითი ცხოვრების უფლებებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების საფუძველზე - მუდმივი ცხოვრების ნებართვას. მიგრაციული პროცესების მონიტორინგისას, ასევე გამოვლინდა სტუდენტის სტატუსით უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომელთა ნაწილი ცდილობს საქართველოში დამკვიდრებას. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოს 36 მოქალაქე, მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიები და აუდიტორული ფირმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში ცხოვრების ნებართვების გაცემის მიზნით ამზადებენ სარეკომენდაციო წერილებს, ორგანიზებას უწევენ შესაძლო ფიქტიურ ქორწინებებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, გასცემენ ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშემწყობი პირების კავშირების დადგენისა და მათ საქმიანობაში შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის მიზნით. აქტიურად მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომლებსაც შესაძლოა კავშირი გააჩნდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. შესაბამისი მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის მინიჭებაზე. გამოვლინდა 3500-ზე მეტი პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი. უსაფრთხოების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა ქ.თბილისის, ქ.ქუთაისისა და ქ.ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს, მათ შორის, შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად”, - ნათქვამია ანგარიშში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები