პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ქალი, რომელმაც Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ 3 ადამიანი დაჭრა - ახალი დეტალები
ვინ იყო ქალი, რომელმაც Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ 3 ადამიანი დაჭრა - ახალი დეტალები

ცნო­ბი­ლია ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, YouTube-ის შტა­ბ­ბი­ნა­ში ცე­ცხლი გახ­სნა, CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ნა­სიმ აგ­და­მია. სრო­ლის დროს სამი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.

თავ­დამ­სხმელ­მა თავი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მო­იკ­ლა, თუმ­ცა სან ბრუ­ნოს პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ედ ბარ­ბე­რი­ნის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ახლა იწყე­ბა.

„ჩვენ ახლა ძა­ლი­ან ცოტა რამ ვი­ცით და სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ დი­ლამ­დე ბევ­რი არც არა­ფე­რი გვე­ცო­დი­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ბარ­ბე­რი­ნიმ.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, თუმ­ცა ის დაჭ­რი­ლი არ არის.

CNN-ის წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი მის მიერ დაჭ­რილ­თა­გან სულ მცი­რე ერთ ადა­მი­ანს იც­ნობ­და. მისი მო­ტი­ვი უც­ნო­ბია.

სან-ფრან­ცის­კო­ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათ სამი პა­ცი­ენ­ტი მი­ი­ღეს - მათ­გან ერთ-ერ­თის, 36 წლის მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. დაჭ­რი­ლია კი­დევ ორი ქალი - 32 და 27 წლის.

შემ­თხვე­ვა Youtube-ის შტა­ბ­ბი­ნა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მოხ­და.

დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ თავ­დას­ხმამ­დე 39 წლის ნა­სიმ აგ­და­მის მა­მამ გა­აფრ­თხი­ლა პო­ლი­ცია, რომ მისი შვი­ლი ორ­შა­ბათს სახ­ლი­დან წა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ასე­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრა, რომ მის შვილს სძულ­და კომ­პა­ნია „იუ­თუ­ბი“.

პო­ლი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სამ­შა­ბათს აგ­და­მი მან­ქა­ნა­ში მძი­ნა­რე იპო­ვეს, პარ­კინგზე.

„ჩვე­ნი ოფიც­რე­ბი მას გა­ე­სა­უბრნენ. ქალ­მა და­ა­დას­ტუ­რა სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბა და გაგ­ვცა ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. ოჯახს შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ, რომ ის ვნა­ხეთ,“ - აცხა­დე­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში.

ის­მა­ილ აგ­და­მი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი ვე­გა­ნი აქ­ტი­ვის­ტი იყო და ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი. ის „იუ­თუ­ბის“ აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო - გა­ნა­თავ­სა უამ­რა­ვი ვი­დეო ცხო­ვე­ლებ­ზე, ვე­გა­ნუ­რი საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ... თუმ­ცა, მისი ბო­ლოს ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დეო „იუ­თუბ­მა“ დაბ­ლო­კა. ნა­სი­მი ამ­ბობ­და, რომ 5 ათას­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და, თუმ­ცა „იუ­თუ­ბის“ ფილტრე­ბის გამო მისი ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვე­ბი ძა­ლი­ან შემ­ცირ­და.

თავ­დას­ხმამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ნა­სი­მის ყვე­ლა გვერ­დი გა­უქ­მდა, მათ შო­რის „იუ­თუ­ბის“ არ­ხიც.

ვინ იყო ქალი, რომელმაც Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ 3 ადამიანი დაჭრა - ახალი დეტალები

ვინ იყო ქალი, რომელმაც Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ 3 ადამიანი დაჭრა - ახალი დეტალები

ცნობილია ქალის ვინაობა, რომელმაც კალიფორნიაში, YouTube-ის შტაბბინაში ცეცხლი გახსნა, CNN-ის ინფორმაციით, ის ნასიმ აგდამია. სროლის დროს სამი ადამიანი დაიჭრა.

თავდამსხმელმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა, თუმცა სან ბრუნოს პოლიციის ხელმძღვანელის, ედ ბარბერინის თქმით, გამოძიება მხოლოდ ახლა იწყება.

„ჩვენ ახლა ძალიან ცოტა რამ ვიცით და სავარაუდოდ, ხვალ დილამდე ბევრი არც არაფერი გვეცოდინება,“ - განაცხადა ბარბერინიმ.

მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა ის დაჭრილი არ არის.

CNN-ის წყაროების განცხადებით, თავდამსხმელი მის მიერ დაჭრილთაგან სულ მცირე ერთ ადამიანს იცნობდა. მისი მოტივი უცნობია.

სან-ფრანცისკოში მდებარე საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათ სამი პაციენტი მიიღეს - მათგან ერთ-ერთის, 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილია კიდევ ორი ქალი - 32 და 27 წლის.

შემთხვევა Youtube-ის შტაბბინაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

დეილი მეილი“ წერს, რომ თავდასხმამდე 39 წლის ნასიმ აგდამის მამამ გააფრთხილა პოლიცია, რომ მისი შვილი ორშაბათს სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ასევე, სამართალდამცველებს უთხრა, რომ მის შვილს სძულდა კომპანია „იუთუბი“.

პოლიციამ დაადასტურა, რომ სამშაბათს აგდამი მანქანაში მძინარე იპოვეს, პარკინგზე.

„ჩვენი ოფიცრები მას გაესაუბრნენ. ქალმა დაადასტურა საკუთარი ვინაობა და გაგვცა ყველა კითხვაზე პასუხი. ოჯახს შევატყობინეთ, რომ ის ვნახეთ,“ - აცხადებენ პოლიციაში.

ისმაილ აგდამი ამბობს, რომ მისი შვილი ვეგანი აქტივისტი იყო და ძალიან უყვარდა ცხოველები. ის „იუთუბის“ აქტიური მომხმარებელი იყო - განათავსა უამრავი ვიდეო ცხოველებზე, ვეგანური საკვების მომზადებაზე, ფიზიკური აქტივობის შესახებ... თუმცა, მისი ბოლოს ატვირთული ვიდეო „იუთუბმა“ დაბლოკა. ნასიმი ამბობდა, რომ 5 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა, თუმცა „იუთუბის“ ფილტრების გამო მისი ვიდეოების ნახვები ძალიან შემცირდა.

თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელებში ნასიმის ყველა გვერდი გაუქმდა, მათ შორის „იუთუბის“ არხიც.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე