ჩრდილოეთ კალიფორნიის პოლიციის განცხადებით, YouTube-ის შტაბ-ბინაში ინტენსიური სროლა ისმოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალი იყო. CNN-ის ინფორმაციით, ის გარდაცვლილია.
სან-ფრანცისკოს საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად მათთან მოხვედრილ პაციენტებს მკურნალობენ. თუმცა, სხვა დამატებითი დეტალების შესახებ არაფერი უთქვამთ.
YouTube-ის შტაბბინაში 1700 ადამიანი მუშაობს. Google-ში განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში არიან და დამატებით ინფორმაციებს მოვლენათა განვითარებისთანავე გაავრცელებენ.