პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ავიარეისები გეგმიურად ხორციელდება - რას ამბობენ აეროპორტებში
საქართველოში ავიარეისები გეგმიურად ხორციელდება - რას ამბობენ აეროპორტებში

ავი­ა­ნა­კა­დის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი მარ­თვის სის­ტე­მის შე­ფერ­ხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავი­ა­რე­ი­სე­ბი გეგ­მუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სი­სა და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტებ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბის გა­უქ­მე­ბის ან გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ მათ არა­ნა­ი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

სა­ჰა­ე­რო ნა­ვი­გა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია (Eurocontrol) ავი­ა­ნა­კა­დის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სის­ტე­მის ტაქ­ტი­კუ­რი მარ­თვის სის­ტე­მის შე­ფერ­ხე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ტვი­ტერ­შია“ გან­თავ­სე­ბუ­ლი.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის დროს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ამ­ცი­რებს ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის გა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას 10 %-ით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

„Eurocontrol“-ში ასე­ვე გა­ნა­ცხა­დეს, რომ პრობ­ლე­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ტე­მის აღ­სად­გე­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. „მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სის­ტე­მა გვი­ან ღა­მით აღ­დგე­ბა. ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის ოპე­რა­ტო­რებს სთხო­ვენ გა­და­წე­რონ ყვე­ლა გა­საფ­რე­ნი გეგ­მა რე­ი­სე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­გეგ­მი­ლი იყო მსოფ­ლიო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დრო­ის 10.26 სა­ა­თამ­დე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

საქართველოში ავიარეისები გეგმიურად ხორციელდება - რას ამბობენ აეროპორტებში

საქართველოში ავიარეისები გეგმიურად ხორციელდება - რას ამბობენ აეროპორტებში

ავიანაკადის გაფართოებული ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების მიუხედავად, საქართველოში ავიარეისები გეგმურად ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განუცხადეს, ევროპის მიმართულებით რეისების გაუქმების ან გადადების შესახებ მათ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (Eurocontrol) ავიანაკადის გაფართოებული სისტემის ტაქტიკური მართვის სისტემის შეფერხების შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერშია“ განთავსებული.

„მიმდინარეობს გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევების დროს განსახორციელებული პროცედურები, რომლებიც შეამცირებს ევროპული ქსელის გატარების შესაძლებლობას 10 %-ით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„Eurocontrol“-ში ასევე განაცხადეს, რომ პრობლემა აღმოჩენილია და მიმდინარეობს სისტემის აღსადგენი სამუშაოები. „მოსალოდნელია, რომ სისტემა გვიან ღამით აღდგება. ავიაკომპანიების ოპერატორებს სთხოვენ გადაწერონ ყველა გასაფრენი გეგმა რეისებისთვის, რომლებიც დაგეგმილი იყო მსოფლიო კოორდინირებული დროის 10.26 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი