ეგვიპტის ფარაონს ტუტანხამონს წითელი ღვინო უყვარდა - ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ფარაონის სამარხს სწავლობდნენ.
ძველ ეგვიპტეში ღვინო ექსკლუზიურ სასმელად ითვლებოდა. ბოთლებზე, როგორც დღეს, დატანილი იყო ინფორმაცია ყურძნის მოსავლის შესახებ, რომლისგანაც ღვინო მზადდებოდა. ასევე, მეღვინის სახელი, ღვინის სახელწოდება და ადგილმდებარეობა, სადაც ის იყო წარმოებული. მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს, თუ როგორი ფერის იყო ღვინო, რომელსაც ძველი ეგვიპტელები სვამდნენ. ესპანელმა მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომლის დახმარებითაც მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ღვინო რეალურად წითელი ფერის იყო.
„ეგვიპტელებს სურდათ, რომ გარდაცვლილ ადამიანს ჰქონოდა ის საკვები და ნივთები, რომელსაც ისინი ცხოვრების განმავლობაში მიეჩვივნენ და უყვარდათ“, - ამბობს სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი. გაგრძელება+ფოტოები