სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
170 საჩივარი ერთ წელიწადში - რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?
170 საჩივარი ერთ წელიწადში - რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?

2017 წელს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის ან მათი ახ­ლობ­ლე­ბის მხრი­დან 170 სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს პრო­ფე­სი­უ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­ჩივ­რე­ბი ძი­რი­თა­დად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რისხს და დე­და­თა და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და.

"ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის დროს რა­ი­მე ხარ­ვე­ზის აღ­მო­ჩე­ნა და შემ­დეგ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შეს­წავ­ლა მომ­ხდა­რი­ყო. 170 შემ­თხვე­ვი­დან თი­თო­ე­ულს შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ფუძ­ვე­ლი ჰქო­ნო­და. სა­ჩივ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თა­დად, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რიხ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ, არ მოს­წონთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, სა­ჩი­ვა­რი ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს," - გან­მარ­ტავს ხა­თუ­ნა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭომ 2017 წელს პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის 305 სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა, სა­ი­და­ნაც პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა 300 ექიმს, 2-ის შემ­თხვე­ვა­ში კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა არ მომ­ხდა­რა. ხა­თუ­ნა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის თქმით, 2017 წელს 207 ექიმს წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცა, 93 ექიმს კი სხვა­დას­ხვა ვა­დით სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა შე­უ­ჩერ­და.

გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი გან­მარ­ტავს, რომ დე­და­თა და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო წლებ­ში მზარ­დი სტა­ტის­ტი­კა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

170 საჩივარი ერთ წელიწადში - რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?

170 საჩივარი ერთ წელიწადში - რის გამო უჩივიან ექიმებს საქართველოში?

2017 წელს სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში პაციენტების ან მათი ახლობლების მხრიდან 170 საჩივარი შევიდა.

როგორც სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზალდასტანიშვილი განმარტავს, საჩივრები ძირითადად სამედიცინო დახმარების ხარისხს და დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ფაქტებთან დაკავშირებით სავალდებულო შეტყობინებებს შეეხებოდა.

"ასევე შეიძლება გეგმიური შემოწმების დროს რაიმე ხარვეზის აღმოჩენა და შემდეგ ამ მიმართულებით შესწავლა მომხდარიყო. 170 შემთხვევიდან თითოეულს შეიძლება სხვადასხვა საფუძველი ჰქონოდა. საჩივრების მიხედვით, ძირითადად, მომსახურების ხარიხთან უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არ მოსწონთ სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება, შესაძლოა, საჩივარი ფინანსურ საკითხებსაც უკავშირდებოდეს," - განმარტავს ხათუნა ზალდასტანიშვილი.

მისი ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობის 305 საკითხი განიხილა, საიდანაც პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 300 ექიმს, 2-ის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა. ხათუნა ზალდასტანიშვილის თქმით, 2017 წელს 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 93 ექიმს კი სხვადასხვა ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.

გარდა ამისა, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ბოლო წლებში მზარდი სტატისტიკა არ დაფიქსირებულა. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ