კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიზრდება თუ არა პარკირების საფასური და  რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად - მერის კომენტარი
გაიზრდება თუ არა პარკირების საფასური და  რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად - მერის კომენტარი

ოპო­ზი­ცი­ის ეჭ­ვე­ბი მიყ­ვარს, მათი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იგეგ­მე­ბა თუ არა პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდა, რა­საც ოპო­ზი­ცია ვა­რა­უ­დობს.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გან­მარ­ტე­ბე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლია და სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ყვე­ლა­ნა­ი­რად მზად არის შე­უდ­გეს 10 აპ­რი­ლი­დან თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

”პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს და ყვე­ლა­ნა­ი­რი მზად­ყოფ­ნაა იმის­თვის, რომ ტრან­სპორ­ტის კომ­პა­ნი­ამ 10 აპ­რი­ლი­დან გად­მო­ი­ბა­როს და პარ­კი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ა­წეს­რი­გოს ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­ჯა­რი­მე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, თუ არას­წო­რად იქ­ნე­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, და­ჯა­რიმ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­დაყ­ვა­ნას, ეს მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი არას­წო­რა­დაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ხელს უშ­ლის, აფერ­ხებს მოძ­რა­ო­ბას და არ იქ­ნე­ბა ეს ისე, რო­გორც ”სითი პარ­კის” შემ­თხვე­ვა­ში იყო, როცა გა­დაყ­ვა­ნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­დან შე­მო­სულ თან­ხებს, რო­გორც ბიზ­ნესს ისე უყუ­რებ­დნენ. კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იმოქ­მე­დებს ტრან­სპორ­ტის კომ­პა­ნია. და­ჯა­რი­მე­ბის წესი არ შე­იც­ვლე­ბა და თუ არ­ღვევ, უნდა და­ჯა­რიმ­დე", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, პარ­კინ­გე­ბის დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ამ დრომ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ იყო. მისი თქმით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლი ად­გი­ლე­ბი შე­ირ­ჩე­ვა მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გე­ბის მო­სა­წყო­ბა­და.

„პარ­კინ­გე­ბის დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ზო­გა­დად იყო შერ­ჩე­უ­ლი 10 ლო­კა­ცია, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გე­ბის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა, ამას სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი, გე­ო­ლო­გია, ტექ­ნიკ­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა და ა.შ. ჩვენ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვა­პი­რებთ გა­მო­ცხა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის თუ რო­მე­ლი ად­გი­ლე­ბი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ წელს, თბი­ლი­სის მე­რი­ის სსიპ ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დაკ­ვე­თით, კომ­პა­ნია PWC-იმ მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი პარ­კინ­გე­ბის ასა­შე­ნებ­ლად, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით 10 ად­გი­ლი შე­არ­ჩია.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შერ­ჩე­უ­ლი იყო: რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, მეტ­რო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის, ფი­ლარ­მო­ნი­ის, პუშ­კი­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ის­ნის მეტ­როს­თან, დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­თან, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან, გუ­ლუ­ას მო­ე­დან­თან, ვარ­კე­თი­ლის მეტ­როს­თან და გე­გე­ში­ძის ბაღ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ლო­კა­ცი­ე­ბი.

შერ­ჩე­უ­ლი 10 ად­გი­ლი­დან 9 მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გის ად­გი­ლი იყო, ხოლო ერთი, მი­წის­ზე­და პარ­კინ­გი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან უნდა მო­წყო­ბი­ლი­ყო.

მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი ავ­ტო­სად­გო­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის თბი­ლი­სის მე­რი­ას კომ­პა­ნი­ე­ბი კონ­კურ­სის წე­სით უნდა შე­ერ­ჩია.

გარ­და ამი­სა, კახა კა­ლა­ძემ მეტ­რო­სად­გუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მათი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გაგ­რძელ­დე­ბა. „ვე­ლო­დე­ბით დას­კვნებს ჩა­სა­ტა­რე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც კი გვექ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ცია დას­კვნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მა­შინ­ვე და­ვი­წყებთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­გორც მეტ­რო „ვარ­კე­თი­ლის“, ასე­ვე, სხვა მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის, სა­დაც პრობ­ლე­მაა. თვი­თონ მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ. ცნო­ბის­თვის, 30 იან­ვარს, ე.წ. შე­კი­დუ­ლი ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად მეტ­რო­სად­გურ ვარ­კე­თილ­ში 11 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სის მე­რი­ამ "გუ­რა­მიშ­ვი­ლის", "სამ­გო­რი­სა" და "ავ­ლაბ­რის" მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გაიზრდება თუ არა პარკირების საფასური და  რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად - მერის კომენტარი

გაიზრდება თუ არა პარკირების საფასური და  რომელი ადგილები შეირჩევა თბილისში მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად - მერის კომენტარი

ოპოზიციის ეჭვები მიყვარს, მათი ეჭვიანობა ყოველთვის საინტერესოა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა პარკირების საფასურის გაზრდა, რასაც ოპოზიცია ვარაუდობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განმარტებები ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია და სატრანსპორტო კომპანია ყველანაირად მზად არის შეუდგეს 10 აპრილიდან თავის მოვალეობის შესრულებას.

”პრობლემა არ არსებობს და ყველანაირი მზადყოფნაა იმისთვის, რომ ტრანსპორტის კომპანიამ 10 აპრილიდან გადმოიბაროს და პარკირების მიმართულებით მოაწესრიგოს ქალაქში არსებული მდგომარეობა. დაჯარიმებებს რაც შეეხება, თუ არასწორად იქნება გაჩერებული ავტომობილი, დაჯარიმდება. რაც შეეხება გადაყვანას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი არასწორადაა გაჩერებული და ხელს უშლის, აფერხებს მოძრაობას და არ იქნება ეს ისე, როგორც ”სითი პარკის” შემთხვევაში იყო, როცა გადაყვანილი ავტომანქანებიდან შემოსულ თანხებს, როგორც ბიზნესს ისე უყურებდნენ. კეთილსინდისიერად იმოქმედებს ტრანსპორტის კომპანია. დაჯარიმების წესი არ შეიცვლება და თუ არღვევ, უნდა დაჯარიმდე", - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, პარკინგების დეტალური კვლევა ამ დრომდე ჩატარებული არ იყო. მისი თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელი ადგილები შეირჩევა მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობადა.

„პარკინგების დეტალური კვლევა არ ჩატარებულა. ზოგადად იყო შერჩეული 10 ლოკაცია, სადაც შეიძლებოდა მიწისქვეშა პარკინგების გაკეთება, თუმცა, ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, გეოლოგია, ტექნიკლურ-ეკონომიკური დახასიათება და ა.შ. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ გამოცხადებას რამდენიმე მიმართულებით და ეს ცნობილი იქნება თქვენთვის თუ რომელი ადგილები იქნება კონკრეტულად“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გასულ წელს, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია.

კომპანიის ინფორმაციით, შერჩეული იყო: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგის ადგილი იყო, ხოლო ერთი, მიწისზედა პარკინგი, რომელიც თბილისის მერიასთან უნდა მოწყობილიყო.

მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერიას კომპანიები კონკურსის წესით უნდა შეერჩია.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მეტროსადგურებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია. როგორც კალაძე აცხადებს, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი მათი შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაგრძელდება. „ველოდებით დასკვნებს ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. როგორც კი გვექნება დოკუმენტაცია დასკვნებთან დაკავშირებით, მაშინვე დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც მეტრო „ვარკეთილის“, ასევე, სხვა მეტროსადგურების, სადაც პრობლემაა. თვითონ მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 30 იანვარს, ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად მეტროსადგურ ვარკეთილში 11 ადამიანი დაშავდა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ "გურამიშვილის", "სამგორისა" და "ავლაბრის" მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეაჩერა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები