პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 აპრილიდან თბილისში არასწორი პარკირებისთვის ავტობუსის კონტროლიორები დაგაჯარიმებენ
10 აპრილიდან თბილისში არასწორი პარკირებისთვის ავტობუსის კონტროლიორები დაგაჯარიმებენ

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნია “სითი პარ­კის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღოს - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია “სითი პარ­კის­გან“ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სიას და რა­ო­დე­ნო­ბას ელო­დე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს და სა­მუ­შა­ოდ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

ამას­თან, რო­გორც თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ისი­ნი სხვა მხრივ, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის, ისე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლად არი­ან მზად, მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ას­რუ­ლონ.

“ჩვენ გვყავს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნის კონ­ტროლს და სწო­რედ ისი­ნი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ აღ­ნიშ­ნულ მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ველ ეტაპ­ზე. რე­სურ­სი გა­და­ნა­წილ­დე­ბა თა­ნაბ­რად და შე­სა­ბა­მი­სად, არც ერთი საქ­მე არ და­ზა­რალ­დე­ბა. ჩვე­ნი კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნულ მო­ვა­ლე­ო­ბას იქამ­დე შე­ას­რუ­ლებს, ვიდ­რე ეს სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ვვა­რა­უ­დობთ, რომ ეს წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა“, - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა ევა­კუ­ა­ტო­რებს, დრო­ე­ბით იქი­რა­ვე­ბენ, ხოლო მო­მა­ვალ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი და თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია მათ შე­ი­ძენს.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ამ ეტაპ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა პარ­კი­რე­ბის ზო­ნე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, რომ მძღო­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ.

“მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­წეს­რი­გე­ბა პარ­კი­რე­ბის ზო­ნე­ბის, ასე­ვე ნიშ­ნე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც პრობ­ლე­მუ­რი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა წე­სებს და მძღო­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტად ისე მოხ­დე­ბა, რო­გორც აქამ­დე იყო, თუმ­ცა მერე ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა“, - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

10 აპრილიდან თბილისში არასწორი პარკირებისთვის ავტობუსის კონტროლიორები დაგაჯარიმებენ

10 აპრილიდან თბილისში არასწორი პარკირებისთვის ავტობუსის კონტროლიორები დაგაჯარიმებენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, კომპანია “სითი პარკის“ თანამშრომლები მიიღოს - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

სატრანსპორტო კომპანია “სითი პარკისგან“ იმ ადამიანების სიას და რაოდენობას ელოდება, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და სამუშაოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეუერთდებიან.

ამასთან, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ისინი სხვა მხრივ, როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.

“ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ახორციელებენ ბილეთების შეძენის კონტროლს და სწორედ ისინი განახორციელებენ აღნიშნულ მოვალეობას პირველ ეტაპზე. რესურსი გადანაწილდება თანაბრად და შესაბამისად, არც ერთი საქმე არ დაზარალდება. ჩვენი კომპანია აღნიშნულ მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვვარაუდობთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება ევაკუატორებს, დროებით იქირავებენ, ხოლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ შეიძენს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხორციელდება პარკირების ზონების მოწესრიგება, რომ მძღოლებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

“მიმდინარეობს მოწესრიგება პარკირების ზონების, ასევე ნიშნების მოწესრიგება, იმ ადგილებში, სადაც პრობლემური იყო. რაც შეეხება წესებს და მძღოლების დაჯარიმებას, ჯერჯერობით ზუსტად ისე მოხდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა მერე ვნახოთ რა იქნება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ