პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთებს ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ..." - ფსიქოლოგი გირჩევთ, როგორ დააღწიოთ თავი "არამკითხე მოამბეების" კითხვებს
"ასეთებს ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ..." - ფსიქოლოგი გირჩევთ, როგორ დააღწიოთ თავი "არამკითხე მოამბეების" კითხვებს

ალ­ბათ ყვე­ლა ვიც­ნობთ თითო ისეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ყვე­ლას საქ­მე­ში და­უ­კი­თხა­ვად ერე­ვა. ასეთ "არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ებს", "ვა­ს­ა­სი ბი­ცო­ლებს” და სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩამ­ყო­ფებს, უფრო ხში­რად, იუ­მო­რის ჭრილ­ში ვუ­ყუ­რებთ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არც ისე ად­ვი­ლია ჩვე­ნი ნერ­ვე­ბის­თვის და გან­წყო­ბის­თვის.

რა იმა­ლე­ბა მათი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის მიღ­მა და რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბის კი­თხვებს თავი - ამ სა­კი­თხზე ფსი­ქო­ლო­გი ირი­ნე ტა­ბუ­ცი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მთა­ვა­რი, რაც უნდა გან­ვას­ხვა­ოთ ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს, იმის დად­გე­ნაა, თუ რას გა­მო­ხა­ტა­ვენ ისი­ნი - მარ­თლაც ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ და ჩვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ, თუ ცხვირს ყო­ფენ იქ, სა­დაც მათი ად­გი­ლი არ არის. სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან შენი კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით, ან ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. რო­გორც წესი, აინ­ტე­რე­სებთ ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რი და მარ­ტი­ვი - რო­გორ ხარ ქმარ­თან, შვი­ლებ­თან, შეყ­ვა­რე­ბულ­თან... სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ ძა­ლი­ან ტი­პი­უ­რი კი­თხვე­ბია: არ თხოვ­დე­ბი? ცოლი არ მოგ­ყავს? ბავ­შვს არ ელო­დე­ბი?.. "არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ე­ბი" გვა­წუ­ხე­ბენ ჩვენს პი­რად სივ­რცე­ში შე­მოჭ­რით.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო ადა­მი­ა­ნებს არა­ფერს ვუყ­ვე­ბით, არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ებს კი იმი­ტომ ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ისი­ნი ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ. გარ­კვე­ულ­წი­ლად ახ­ლობ­ლე­ბა­დაც მიგ­ვაჩ­ნდნენ, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა რომ მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვძა­ლავ­დნენ; სხვა სა­კი­თხია მერე რო­გორ იყე­ნე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს "ვა­სა­სე­ბი”, თუ "მა­მი­დე­ბი" მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას არ იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, რო­გორც წესი შემ­დეგ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. მათი ფუნ­ქცია ხომ ესაა, ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ სვე­ბტან ათას­ნა­ი­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით. მთა­ვა­რი, რაც ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბის­გან ან­სხვა­ვებს ისაა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად უსას­ყიდ­ლოდ გვა­რი­გე­ბენ ჭკუ­ას, "კომ­პე­ტენ­ტურ“ რჩე­ვებს გვაძ­ლე­ვენ, რე­კო­მე­ნა­ცი­ებს იძ­ლე­ვი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ თვი­თონ ჩვენ­ზე უკე­თე­სად იცი­ან რა ჯო­ბია და რო­გორ.

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სხვის პი­რად სივ­რცე­ში შეჭ­რა აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. ადა­მი­ა­ნე­ბი ღი­ზი­ან­დე­ბი­ან, რო­დე­საც იმ თე­მებ­ზე უს­ვა­მენ კი­თხვებს, რო­მე­ლიც გა­რე­შე­თათ­ვის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია, პი­რა­დია. ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნით შე­ხე­ბა და ამ სა­კი­თხე­ბის ქექ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად იწ­ვევს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და აგ­რე­სი­ას. სწო­რედ ამი­ტო­მაა რომ "ვა­სა­სე­ბი", რო­გორც წესი არ უყ­ვართ, გა­ურ­ბი­ან და ერი­დე­ბი­ან მათ.

- რა­ტომ ყა­ლიბ­დე­ბი­ან ასეთ ტი­პე­ბად?

- ფსი­ქო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფის მო­ტი­ვი არის სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­მარ­თლე­ბის მცდე­ლო­ბა. ის რაც თვი­თონ ვერ და­ა­ლა­გა, თვი­თონ ვერ მო­აგ­ვა­რა, მუდ­მი­ვად ცდი­ლობს სხვას­თან და­ლაგ­დეს. თუმ­ცა, ეს თვი­თო­ნაც არ აქვთ ყო­ველ­თვის გა­აზ­რე­ბუ­ლი და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. ასე­თებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცა­რი­ე­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვთ. გა­რე­დან რა ჩანს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ... ჩვე­ნი ფსი­ქი­კა ხომ ასეა მო­წყო­ბი­ლი - სი­ცა­რი­ე­ლეს და ვა­კუ­უმს ვერ ვე­გუ­ე­ბით. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შიმ­ში­ლი ყვე­ლა­ზე აუ­ტა­ნე­ლი შიმ­ში­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის. სი­ცა­რი­ე­ლეს ყვე­ლა თავ­სე­ბუ­რად ავ­სებს, ვი­ღაც სე­რი­ა­ლებს უყუ­რებს, წიგ­ნე­ბის კი­თხვა ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი შე­დე­გის მომ­ცე­მია, ზოგ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ი­ჩი­ნა, ვი­ღა­ცის­თვის კი სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ქექ­ვაც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ამ სი­ცა­რი­ე­ლის ამო­სავ­სე­ბად. სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გამო შფო­თი, ვიშ­ვი­ში და ანა­ლი­ზი...

თბი­ლი­სი არც ისე დიდი ქა­ლა­ქია, მაგ­რამ ყვე­ლა სა­დარ­ბა­ზო­შია თითო ასე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცის ვის სახ­ლში რა სა­დი­ლი კეთ­დე­ბა. დე­ტა­ლუ­რად მო­გიყ­ვე­ბა იმის ნა­თე­სა­ვე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ, ვის ვის­თან რა კავ­ში­რი აქვს და ასე შემ­დეგ... ინ­ფორ­მა­ცი­ის ასე­თი დო­ზით მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლი, შე­საძ­ლოა, შე­ჯიბ­რო­ბი­თო­ბის გა­მოწ­ვე­ვი­თაც იყოს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. მუდ­მი­ვად სურ­დეს მტკი­ცე­ბა რომ თვი­თონ უკე­თე­სად გრძნობს - შურს გავს ეს ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რამ მთლად ასე არაა - არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას ფა­რა­ვენ ამ შე­ჯიბრში. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლი მა­ინც არი­ან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, ამი­ტომ რაც ხში­რად შე­ე­და­რე­ბი­ან ვი­ღა­ცას და აღ­მო­ა­ჩე­ნენ "არა, ჩემი ცხოვ­რე­ბა ჯო­ბია” მით უფრო წყნარ­დე­ბი­ან.

- სამ­სა­ხუ­რებ­შიც ხომ არი­ან ამ­გვა­რი "ვა­სა­სე­ბი"?

- რო­გორ არა. გარ­და ამი­სა ერ­თიც უნდა ვთქვათ - არი­ან ისე­თი მე­ნე­ჯე­რე­ბიც, რო­მელ­თაც სამ­სა­ხუ­რებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი, თითო "ვა­ს­ა­სი” მა­ინც, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას აკ­რეფს და ყო­ველ­თვის გა­ა­გე­ბი­ნებს რა ხდე­ბა, რა აწუ­ხებთ და ახა­რებთ მის თა­ნამ­შრომ­ლებს. გარ­და ამი­სა, თუ სა­ჭი­რო გახ­და, შე­საძ­ლოა ხმე­ბიც გა­ავ­რცე­ლე­ბი­ნონ - ვთქვათ, რა­ღაც ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ის წი­ნას­წარ გა­სათ­ვლე­ლად. სხვა­დას­ხვა მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ამოძ­რა­ვებ­დეს მე­ნე­ჯერს. მოკ­ლედ, ინფრო­მა­ცი­ის გაც­ვლა-გა­მოც­ვლა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით "ვა­სა­სებს". გა­აჩ­ნია რა მი­ზა­ნი გვაქვს მათ­თან კონ­ტაქ­ტი­სას, მა­ინ­ცდა­მი­ანც კრი­ტი­კას ვერ და­ვი­წყებთ ასე­თი ხალ­ხის და სა­ში­ნელ ჭრილ­ში ვერ გა­მო­ვა­ჩენთ. ასე­თე­ბი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და დღე­საც არი­ან. ჩვენ არ­ჩე­ვან­ზეა - რამ­დე­ნად ახ­ლოს მო­ვუშ­ვებთ ჩვე­ნამ­დე.

- სა­ინ­ტე­რე­სოა ფსი­ქო­ლო­გის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნებ­თან?_

- რო­გორც წესი, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, უნდა იყოთ კა­ტე­გო­რი­უ­ლი. მა­გა­ლი­თად: კი­თხვა­ზე "არ თხო­დე­ბი?" - ეს ჩემი პი­რა­დი საქ­მეა! ასე­თი პა­სუ­ხის შემ­დეგ, მომ­დევ­ნო კი­თხვის დას­მა მო­ე­რი­დე­ბა.

- მაგ­რამ, მეტ­წი­ლად ამ­გვა­რი "ვა­სა­სე­ბი" უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბას ვე­რი­დე­ბით...

- ასეთ დროს ძა­ლი­ან კარგ თავ­დაც­ვით ტექ­ნი­კას გას­წავ­ლით რო­მელ­საც, "გა­ფუ­ჭე­ბულ ტე­ლე­ფონს” უწო­დე­ბენ; ამ ტექ­ნი­კას ხში­რად იყე­ნე­ბენ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში _ ის გუ­ლის­ხმობს, გა­მომ­ძალ­ველ კი­თხვებს - ნე­ბის­მი­ერს უნდა გას­ცე ერ­თნა­ი­რი, მო­ნო­ტო­ნუ­რი პა­სუ­ხი. მა­გა­ლი­თად: - არ თხოვ­დე­ბი? - ჯერ არ ვიცი... -რო­გორ, ასეთ კარგ გო­გოს არა­ვინ გყავს?... - ჯერ არ ვიცი... ასე­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე კი­თხვის შემ­დეგ თავს უხერ­ხუ­ლად გრძნო­ბენ, რომ მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი მო­გა­ყა­რონ და თავს გა­ნე­ბე­ბენ.

- ძი­რი­თა­დად რო­გორ ატ­მოს­ფე­რო­ში ჩნდე­ბი­ან და რაზე მე­ტყვე­ლებს "ვა­სა­სე­ბის" სიმ­რავ­ლე?

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თით­ქმის ყველ­გან გვხდე­ბი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბედ­ნი­ე­რი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დი­ლი­დან-სა­ღა­მომ­დე წუ­თე­ბი აქვს გათ­ვლილ-გა­წე­რი­ლი - მო­იც­ლის ამის­თვის? რომც მო­უყ­ვეთ პი­რა­დი ამ­ბე­ბი, არ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა... ეს ქცე­ვე­ბი არის ვა­კუ­უ­მის შე­დე­გი, რო­მე­ლიც უნდა ამო­ივ­სოს. სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩამ­ყო­ფე­ბის სიმ­რავ­ლეს ძა­ლი­ან უწყობს ხელს სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ასე­ვე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­უ­წყობ­ლო­ბა. ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი დრო და ბევ­რი სი­ცა­რი­ე­ლე აქვთ ცხოვ­რე­ბა­ში... და ამ გზით ლა­მო­ბენ ამოვ­სე­ბას. სა­კუ­თა­რი ქცე­ვე­ბი სი­კე­თით აქვთ შე­ნიღ­ბუ­ლი - მინ­და და­გეხ­მა­რო... ჩემ­თვის და­ე­ჯე­რე­ბი­ნა ასე არ მო­უ­ვი­დო­და... ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბე­ბი, სხვის საქ­მე­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა, კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა - როცა არა­ვინ გე­კი­თხე­ბა - არის ქცე­ვის მო­დე­ლი, როცა ვერ აკონ­ტრო­ლებ სად შე­გიძ­ლია ასე მო­იქ­ცე და სად - არა. ამი­ტომ თუ ვინ­მე სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩენს ასეთ ვა­სა­სო­ბას, გირ­ჩევთ სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თოთ და­სახ­მა­რებ­ლად, რათა გა­ირ­კვეს, მუდ­მი­ვად სხვი­სი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლის უკან, რე­ა­ლუ­რად, რა დგას.

ავტორი:

"ასეთებს ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ..." - ფსიქოლოგი გირჩევთ, როგორ დააღწიოთ თავი "არამკითხე მოამბეების" კითხვებს

"ასეთებს ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ..." - ფსიქოლოგი გირჩევთ, როგორ დააღწიოთ თავი "არამკითხე მოამბეების" კითხვებს

ალბათ ყველა ვიცნობთ თითო ისეთ ადამიანს, რომელიც ყველას საქმეში დაუკითხავად ერევა. ასეთ "არამკითხე მოამბეებს", "ვასასი ბიცოლებს” და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფებს, უფრო ხშირად, იუმორის ჭრილში ვუყურებთ, მაგრამ რეალურად მათთან ურთიერთობა არც ისე ადვილია ჩვენი ნერვებისთვის და განწყობისთვის.

რა იმალება მათი ცნობისმოყვარეობის მიღმა და როგორ დავაღწიოთ ამ ტიპის ადამიანების კითხვებს თავი - ამ საკითხზე ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე გვესაუბრება:

- მთავარი, რაც უნდა განვასხვაოთ ასეთი ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის დროს, იმის დადგენაა, თუ რას გამოხატავენ ისინი - მართლაც ყურადღებას იჩენენ და ჩვენზე ზრუნავენ, თუ ცხვირს ყოფენ იქ, სადაც მათი ადგილი არ არის. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე ორიენტირებულები იშვიათად დაინტერესდებიან შენი კარიერული მიღწევებით, მსოფლმხედველობით, ან ღირებულებებით. როგორც წესი, აინტერესებთ ძალიან ბანალური და მარტივი - როგორ ხარ ქმართან, შვილებთან, შეყვარებულთან... საქართველოში ხომ ძალიან ტიპიური კითხვებია: არ თხოვდები? ცოლი არ მოგყავს? ბავშვს არ ელოდები?.. "არამკითხე მოამბეები" გვაწუხებენ ჩვენს პირად სივრცეში შემოჭრით.

აბსოლუტურად უცხო ადამიანებს არაფერს ვუყვებით, არამკითხე მოამბეებს კი იმიტომ ვაწვდით ინფორმაციას, რომ ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ. გარკვეულწილად ახლობლებადაც მიგვაჩნდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ მხოლოდ ინფორმაციას გვძალავდნენ; სხვა საკითხია მერე როგორ იყენებენ ამ ინფორმაციას. ეს "ვასასები”, თუ "მამიდები" მხოლოდ ცნობისმოყვარეობას არ იკმაყოფილებენ, როგორც წესი შემდეგ მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ფუნქცია ხომ ესაა, ინფორმაციას განიხილავენ სვებტან ათასნაირი ინტერპრეტაციით. მთავარი, რაც ამ ტიპის ადამიანებს ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეებისგან ანსხვავებს ისაა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ აუცილებლად უსასყიდლოდ გვარიგებენ ჭკუას, "კომპეტენტურ“ რჩევებს გვაძლევენ, რეკომენაციებს იძლევიან. დარწმუნებული არიან, რომ თვითონ ჩვენზე უკეთესად იციან რა ჯობია და როგორ.

უნდა გვახსოვდეს, რომ სხვის პირად სივრცეში შეჭრა აგრესიას იწვევს. ადამიანები ღიზიანდებიან, როდესაც იმ თემებზე უსვამენ კითხვებს, რომელიც გარეშეთათვის ხელშეუხებელია, პირადია. ნებისმიერი მიზნით შეხება და ამ საკითხების ქექვა აუცილებლად იწვევს გაღიზიანებას და აგრესიას. სწორედ ამიტომაა რომ "ვასასები", როგორც წესი არ უყვართ, გაურბიან და ერიდებიან მათ.

- რატომ ყალიბდებიან ასეთ ტიპებად?

- ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის მოტივი არის საკუთარი შეცდომების გამართლების მცდელობა. ის რაც თვითონ ვერ დაალაგა, თვითონ ვერ მოაგვარა, მუდმივად ცდილობს სხვასთან დალაგდეს. თუმცა, ეს თვითონაც არ აქვთ ყოველთვის გააზრებული და გაცნობიერებული. ასეთებს აბსოლუტურად ცარიელი პირადი ცხოვრება აქვთ. გარედან რა ჩანს სხვა საკითხია, მაგრამ... ჩვენი ფსიქიკა ხომ ასეა მოწყობილი - სიცარიელეს და ვაკუუმს ვერ ვეგუებით. ინფორმაციული შიმშილი ყველაზე აუტანელი შიმშილია ადამიანისთვის. სიცარიელეს ყველა თავსებურად ავსებს, ვიღაც სერიალებს უყურებს, წიგნების კითხვა ყველაზე ჯანსაღი შედეგის მომცემია, ზოგმა საქმიანობა გაიჩინა, ვიღაცისთვის კი სხვისი პირადი ცხოვრების ქექვაც დამაკმაყოფილებელია ამ სიცარიელის ამოსავსებად. სხვისი პირადი ცხოვრების გამო შფოთი, ვიშვიში და ანალიზი...

თბილისი არც ისე დიდი ქალაქია, მაგრამ ყველა სადარბაზოშია თითო ასეთი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ვის სახლში რა სადილი კეთდება. დეტალურად მოგიყვება იმის ნათესავები რას საქმიანობენ, ვის ვისთან რა კავშირი აქვს და ასე შემდეგ... ინფორმაციის ასეთი დოზით მოპოვების სურვილი, შესაძლოა, შეჯიბრობითობის გამოწვევითაც იყოს მოტივირებული. მუდმივად სურდეს მტკიცება რომ თვითონ უკეთესად გრძნობს - შურს გავს ეს ყველაფერი მაგრამ მთლად ასე არაა - არასრულფასოვნებას ფარავენ ამ შეჯიბრში. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ კმაყოფილი მაინც არიან თავისი ცხოვრებით, ამიტომ რაც ხშირად შეედარებიან ვიღაცას და აღმოაჩენენ "არა, ჩემი ცხოვრება ჯობია” მით უფრო წყნარდებიან.

- სამსახურებშიც ხომ არიან ამგვარი "ვასასები"?

- როგორ არა. გარდა ამისა ერთიც უნდა ვთქვათ - არიან ისეთი მენეჯერებიც, რომელთაც სამსახურებში აუცილებლად სჭირდებათ ასეთი ტიპის ადამიანები, თითო "ვასასი” მაინც, რომელიც ინფორმაციას აკრეფს და ყოველთვის გააგებინებს რა ხდება, რა აწუხებთ და ახარებთ მის თანამშრომლებს. გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა, შესაძლოა ხმებიც გაავრცელებინონ - ვთქვათ, რაღაც ცვლილების განხორციელებამდე, თანამშრომლების რეაქციის წინასწარ გასათვლელად. სხვადასხვა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს მენეჯერს. მოკლედ, ინფრომაციის გაცვლა-გამოცვლაში დიდი წვლილი მიუძღვით "ვასასებს". გააჩნია რა მიზანი გვაქვს მათთან კონტაქტისას, მაინცდამიანც კრიტიკას ვერ დავიწყებთ ასეთი ხალხის და საშინელ ჭრილში ვერ გამოვაჩენთ. ასეთები ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან. ჩვენ არჩევანზეა - რამდენად ახლოს მოვუშვებთ ჩვენამდე.

- საინტერესოა ფსიქოლოგის რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთი ტიპის ადამიანებთან?_

- როგორც წესი, მათთან ურთიერთობაში, უნდა იყოთ კატეგორიული. მაგალითად: კითხვაზე "არ თხოდები?" - ეს ჩემი პირადი საქმეა! ასეთი პასუხის შემდეგ, მომდევნო კითხვის დასმა მოერიდება.

- მაგრამ, მეტწილად ამგვარი "ვასასები" უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან და კატეგორიულობას ვერიდებით...

- ასეთ დროს ძალიან კარგ თავდაცვით ტექნიკას გასწავლით რომელსაც, "გაფუჭებულ ტელეფონს” უწოდებენ; ამ ტექნიკას ხშირად იყენებენ ფსიქოლოგიაში _ ის გულისხმობს, გამომძალველ კითხვებს - ნებისმიერს უნდა გასცე ერთნაირი, მონოტონური პასუხი. მაგალითად: - არ თხოვდები? - ჯერ არ ვიცი... -როგორ, ასეთ კარგ გოგოს არავინ გყავს?... - ჯერ არ ვიცი... ასეთი პასუხის შემთხვევაში, რამდენიმე კითხვის შემდეგ თავს უხერხულად გრძნობენ, რომ მომარჯვებული კითხვები მოგაყარონ და თავს განებებენ.

- ძირითადად როგორ ატმოსფეროში ჩნდებიან და რაზე მეტყველებს "ვასასების" სიმრავლე?

- ასეთი ადამიანები თითქმის ყველგან გვხდებიან. წარმოიდგინეთ, ბედნიერი, რეალიზებული ადამიანი, რომელსაც დილიდან-საღამომდე წუთები აქვს გათვლილ-გაწერილი - მოიცლის ამისთვის? რომც მოუყვეთ პირადი ამბები, არ დაამახსოვრდება... ეს ქცევები არის ვაკუუმის შედეგი, რომელიც უნდა ამოივსოს. სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფების სიმრავლეს ძალიან უწყობს ხელს სოციალური ფონი, ასევე პირადი ცხოვრების მოუწყობლობა. ამ ტიპის ადამიანებს ბევრი დრო და ბევრი სიცარიელე აქვთ ცხოვრებაში... და ამ გზით ლამობენ ამოვსებას. საკუთარი ქცევები სიკეთით აქვთ შენიღბული - მინდა დაგეხმარო... ჩემთვის დაეჯერებინა ასე არ მოუვიდოდა... ასეთი ცნობისმოყვარეობები, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, კომპეტენტური აზრის გამოთქმა - როცა არავინ გეკითხება - არის ქცევის მოდელი, როცა ვერ აკონტროლებ სად შეგიძლია ასე მოიქცე და სად - არა. ამიტომ თუ ვინმე საკუთარ თავში აღმოაჩენს ასეთ ვასასობას, გირჩევთ სპეციალისტს მიმართოთ დასახმარებლად, რათა გაირკვეს, მუდმივად სხვისი დახმარების სურვილის უკან, რეალურად, რა დგას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ