პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პროდუქტი გააქვთ აფხაზებს რუსეთში და ემუქრება თუ არა აფხაზეთს "ეკონომიკური ბლოკადა"
რა პროდუქტი გააქვთ აფხაზებს რუსეთში და ემუქრება თუ არა აფხაზეთს "ეკონომიკური ბლოკადა"

რუ­სეთ­ში აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო, პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზუ­რი პრო­დუქ­ტის­თვის ფსო­უს სა­ზღვა­რი და­კე­ტა. მა­ნამ­დე კი, რუ­სე­თის მონ­დო­მე­ბით, ე.წ. ენ­გუ­რის ხი­დის გარ­და, ყვე­ლა გა­და­სას­ვლე­ლი ჩა­ი­კე­ტა და აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნი­დან პრო­დუქ­ტის გად­მო­ტა­ნა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და. რო­გორც აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რუ­სე­თის ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნის გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ, აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კის­თვის “სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა” აღ­მოჩ­ნდა.

“სა­ბა­ჟო” პოსტ “სო­ხუ­მის” ხელ­მძღვა­ნე­ლის თე­მურ ამიჩ­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ვი­თა­რე­ბა თით­ქოს არც ისე კა­ტას­ტრო­ფუ­ლია, რად­გან რეს­პუბ­ლი­კის 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტი, 2016 წლი­სას 121 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით აღე­მა­ტე­ბა. მი­სი­ვე თქმით, გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მას თუ არ ჩავ­თვლით, თხი­ლის ექ­სპორ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ასე­ვე ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და შავი მე­ტა­ლი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­შიც, რაც სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის შემ­ცი­რე­ბი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი,“ - აცხა­დებს ის და დას­ძენს, რომ ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შე­იც­ვლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, შარ­შან, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე, 167 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით გა­ი­ზარ­და ღვი­ნის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტი, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და თევ­ზის პრო­დუქ­ტი და ციტ­რუ­სი.

“2017 წელს, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე აფხა­ზე­თი­დან პრო­დუქ­ტის “ახა­ლი ექ­სპორ­ტის” ეტა­პი და­ი­წყო, - მათ შო­რის იყო სა­ზამ­თრო, მარ­წყვი, ჯემი, აჯი­კა, კო­ნი­ა­კი და ყუ­რძნის არა­ყი”, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ აჩ­ბამ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბი­სას და აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა მათი ძა­ლის­ხმე­ვა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით, შე­სა­ბა­მი­სად, წელს აფხა­ზეთ­ში ბევ­რად მძი­მე ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე შარ­შან იყო, - რად­გან რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში ფა­რო­სა­ნას მიერ შექ­მნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი სუ­რა­თის გამო, ყვე­ლა სა­ხის სურ­სა­თის შე­ტა­ნა აკ­რძა­ლა.

“თა­ვის მხრივ, აფხა­ზე­თი რუ­სე­თის­გან კვე­ბის, ალ­კოჰო­ლურ და თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ცი­ას, ასე­ვე სა­შენ მა­სა­ლებს, ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის საწ­ვავს, ბუ­ნებ­რივ აირს, მან­ქა­ნებ­სა და ტექ­ნი­კურ მო­წყო­ბი­ლო­ბის იმ­პორ­ტს აწარ­მო­ებს... სა­ვაჭ­რო სფე­რო­ში ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი 74% -ით არის რუ­სე­თი. 5% მო­დის თურ­ქეთ­ზე, და­ნარ­ჩე­ნი კი სხვა ქვეყ­ნებ­ზე...

2017 წელს აფხა­ზეთ­ში გა­და­ი­ფორ­მეს 4 523 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც 692-ით მე­ტია წინა წელ­ზე და ყვე­ლა მათ­გა­ნი რუ­სე­თი­დან შე­მოყ­ვა­ნი­ლია,” - აცხა­დებს აფხა­ზი ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

“კონ­ტრა­ბა­ნას­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის” უფ­რო­სის რაულ ცკუ­ას ცნო­ბით, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და მო­პა­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე, გა­სულ წელს აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის 170 საქ­მე და მიმ­დი­ნა­რე წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს რი­ცხვი ზრდა­დია.

სა­ბა­ჟო პოსტ “ფსო­უს” უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თე­მურ ლა­სუ­რი­ას თქმით, ბოლო წლებ­ში, ფსო­უ­დან გა­ი­ზარ­და ჯარ­თის უკა­ნო­ნოდ გა­და­ზიდ­ვის ფაქ­ტე­ბი, თუმ­ცა, “თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე შეს­წავ­ლი­ლია". აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, Россельхознадзор-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი შე­ჩერ­და და გა­ი­ყი­ნა.

“რე­გი­ონ­ში მცი­რე­დი სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბიც კი ქრე­ბა, დიდი უძ­რა­ო­ბის ხანა იწყე­ბა, რა­საც გა­და­ვურ­ჩე­ბით თუ არა, არა­ვინ იცის... რე­გი­ონ­ში, კი, ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის­თვის, კო­მი­სი­ე­ბი ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იქ­მნე­ბა... სა­უბ­რო­ბენ, მსჯე­ლო­ბენ, მავ­ნე­ბე­ლი კი გვა­ნად­გუ­რებს ეკო­ნო­მი­უ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად, მო­რა­ლუ­რად,“ - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

აფხა­ზე­თის ე.წ. ვიცე-პრე­მი­ე­რის ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, ეს კა­რან­ტი­ნი ბლო­კა­დის ტოლ­ფა­სია. თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­კე­თე­ბუ­ლა და კეთ­დე­ბა, რუ­სე­თის­გან შე­მო­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით შენ­დე­ბო­და და შენ­დე­ბა, ხალ­ხმა ბან­კე­ბი­დან კრე­დი­ტე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა, ახლა კი მათი გეგ­მე­ბი საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გაქ­რე­ბა.

“ფა­რო­სა­ნას პრობ­ლე­მა მხო­ლოდ აფხა­ზეთს რომ ეხე­ბო­დეს, არ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა და გა­სა­გე­ბიც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო მშვე­ნივ­რად ვაჭ­რობს რუ­სეთ­თან, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან კარ­გად აქვთ აწყო­ბი­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ მათ­თვის არა­ფე­რი აუკ­რძა­ლავთ. აფხა­ზეთს აუკ­რძა­ლეს, რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ Россельхознадзор-ის ხა­ხა­ში აღ­მოვ­ჩნდით. არა­და, ფა­რო­სა­ნამ სა­ზღვრე­ბი არ იცის,” - აცხა­დებს კო­ბა­ხია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა პროდუქტი გააქვთ აფხაზებს რუსეთში და ემუქრება თუ არა აფხაზეთს "ეკონომიკური ბლოკადა"

რა პროდუქტი გააქვთ აფხაზებს რუსეთში და ემუქრება თუ არა აფხაზეთს "ეკონომიკური ბლოკადა"

რუსეთში აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხის გამო, პუტინის ხელისუფლებამ აფხაზური პროდუქტისთვის ფსოუს საზღვარი დაკეტა. მანამდე კი, რუსეთის მონდომებით, ე.წ. ენგურის ხიდის გარდა, ყველა გადასასვლელი ჩაიკეტა და აფხაზეთის რეგიონიდან პროდუქტის გადმოტანა მინიმუმამდე შემცირდა. როგორც აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რუსეთის ბოლო გადაწყვეტილება, პროდუქტის შემოტანის გაურკვეველი ვადით აკრძალვის შესახებ, აფხაზეთის ეკონომიკისთვის “საკონტროლო გასროლა” აღმოჩნდა.

“საბაჟო” პოსტ “სოხუმის” ხელმძღვანელის თემურ ამიჩბას ინფორმაციით, “ვითარება თითქოს არც ისე კატასტროფულია, რადგან რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტი, 2016 წლისას 121 მილიონი რუბლით აღემატება. მისივე თქმით, გასული წლის შემოდგომას თუ არ ჩავთვლით, თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად მომატებული იყო, ასევე ზრდა შეინიშნებოდა შავი მეტალისა და ნარჩენების რეალიზაციაშიც, რაც საბაჟო გადასახადის შემცირებითაც იყო გამოწვეული,“ - აცხადებს ის და დასძენს, რომ ახალი გადაწყვეტილების შემდეგ ვითარება კატასტროფულად შეიცვლება. მისივე თქმით, შარშან, რუსეთის ბაზარზე, 167 მილიონი რუბლით გაიზარდა ღვინის პროდუქტის ექსპორტი, თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა თევზის პროდუქტი და ციტრუსი.

“2017 წელს, რუსეთის ბაზარზე აფხაზეთიდან პროდუქტის “ახალი ექსპორტის” ეტაპი დაიწყო, - მათ შორის იყო საზამთრო, მარწყვი, ჯემი, აჯიკა, კონიაკი და ყურძნის არაყი”, - განაცხადა თემურ აჩბამ ადგილობრივ მედიასთან ანგარიშის ჩაბარებისას და აღნიშნა, რომ ახლა მათი ძალისხმევა რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად წყალში ჩაიყრება.

ადგილობრივი მედიის თქმით, შესაბამისად, წელს აფხაზეთში ბევრად მძიმე ტურისტული სეზონი იქნება, ვიდრე შარშან იყო, - რადგან რუსეთმა აფხაზეთში ფაროსანას მიერ შექმნილი კრიტიკული სურათის გამო, ყველა სახის სურსათის შეტანა აკრძალა.

“თავის მხრივ, აფხაზეთი რუსეთისგან კვების, ალკოჰოლურ და თამბაქოს პროდუქციას, ასევე საშენ მასალებს, ბენზინისა და დიზელის საწვავს, ბუნებრივ აირს, მანქანებსა და ტექნიკურ მოწყობილობის იმპორტს აწარმოებს... სავაჭრო სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორი 74% -ით არის რუსეთი. 5% მოდის თურქეთზე, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე...

2017 წელს აფხაზეთში გადაიფორმეს 4 523 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც 692-ით მეტია წინა წელზე და ყველა მათგანი რუსეთიდან შემოყვანილია,” - აცხადებს აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსანი.

“კონტრაბანასთან ბრძოლის სამსახურის” უფროსის რაულ ცკუას ცნობით, ყალბი დოკუმენტებისა და მოპარული მანქანების გადაფორმების მცდელობაზე, გასულ წელს აღძრულია სისხლის სამართლის 170 საქმე და მიმდინარე წლის მონაცემებით, ეს რიცხვი ზრდადია.

საბაჟო პოსტ “ფსოუს” უფროსის მოადგილის თემურ ლასურიას თქმით, ბოლო წლებში, ფსოუდან გაიზარდა ჯართის უკანონოდ გადაზიდვის ფაქტები, თუმცა, “თითქმის ყველა საქმე შესწავლილია". აფხაზური მედიის თქმით, Россельхознадзор-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რეგიონში ყველანაირი ბიზნესი შეჩერდა და გაიყინა.

“რეგიონში მცირედი სიცოცხლის ნიშნებიც კი ქრება, დიდი უძრაობის ხანა იწყება, რასაც გადავურჩებით თუ არა, არავინ იცის... რეგიონში, კი, ფაროსანასთან ბრძოლისთვის, კომისიები ერთი მეორის მიყოლებით იქმნება... საუბრობენ, მსჯელობენ, მავნებელი კი გვანადგურებს ეკონომიურად, სოციალურად, მორალურად,“ - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერის ასლან კობახიას თქმით, ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია. თითქმის ყველაფერი, რაც გაკეთებულა და კეთდება, რუსეთისგან შემოსული ინვესტიციით შენდებოდა და შენდება, ხალხმა ბანკებიდან კრედიტები გამოიტანა, ახლა კი მათი გეგმები საპნის ბუშტივით გაქრება.

“ფაროსანას პრობლემა მხოლოდ აფხაზეთს რომ ეხებოდეს, არ იქნებოდა პრობლემა და გასაგებიც იქნებოდა, მაგრამ საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთთან, ბოლო წლებში ძალიან კარგად აქვთ აწყობილი სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ მათთვის არაფერი აუკრძალავთ. აფხაზეთს აუკრძალეს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ Россельхознадзор-ის ხახაში აღმოვჩნდით. არადა, ფაროსანამ საზღვრები არ იცის,” - აცხადებს კობახია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი