პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის შემდეგ აქციებს აანონსებს - "გომელაურმა და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"
მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის შემდეგ აქციებს აანონსებს - "გომელაურმა და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ აქ­ცი­ებს აა­ნონ­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ა­კე­თა.

მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ აქ­ცი­ას სო­ლი­და­რო­ბის მიზ­ნით შე­უ­ერ­თდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ევ­რო­პა­შიც. გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის თქმით, არა­ერ­თი და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის. იგი მო­ი­თხოვს რო­გორც სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის, ისე სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას.

"მე ვიცი რას ნიშ­ნავს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის აღ­დგო­მა, ამი­ტომ ამ პე­რი­ო­დის გავ­ლას და­ვე­ლო­დე­ბი და და­ვი­წყებთ აქ­ცი­ებს. მო­თხოვ­ნე­ბი უც­ვლე­ლია, ჩვენ ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და სი­მარ­თლის დად­გე­ნას. გო­მე­ლა­ურ­მა და მის­მა ბან­დამ, იმ სპეც­რაზ­მელ­მა უნდა აგონ პა­სუ­ხი. და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც არის და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან აპი­რე­ბენ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ. მე თა­ვად ვა­პი­რებ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლას და ჩვე­ნი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ უსა­მარ­თლო­ბას. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად და­ვამ­ტკი­ცებ ჩემს სი­მარ­თლეს!", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს, სუს-ის მიერ პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას თა­ვის არე­ში და­იჭ­რა. 19 წლის თე­მირ­ლა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2018 წლის 10 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის შემდეგ აქციებს აანონსებს - "გომელაურმა და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის შემდეგ აქციებს აანონსებს - "გომელაურმა და მისმა ბანდამ პასუხი უნდა აგონ"

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ აქციებს აანონსებს. აღნიშნული განცხადება მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ აქციას სოლიდარობის მიზნით შეუერთდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ევროპაშიც. გარდაცვლილის მამის თქმით, არაერთი დაპირების მიუხედავად საქმე ობიექტურად გამოძიებული არ არის. იგი მოითხოვს როგორც სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, ისე სპეცოპერაციაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას.

"მე ვიცი რას ნიშნავს მართლმადიდებლური სამყაროსთვის აღდგომა, ამიტომ ამ პერიოდის გავლას დაველოდები და დავიწყებთ აქციებს. მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას. გომელაურმა და მისმა ბანდამ, იმ სპეცრაზმელმა უნდა აგონ პასუხი. დაინტერესება საზღვარგარეთიდანაც არის და ჩვენი თანამოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან აპირებენ შემოგვიერთდნენ. მე თავად ვაპირებ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებთან ერთად გავაპროტესტებთ უსამართლობას. მე საზოგადოებასთან ერთად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 19 წლის თემირლანი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ