საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული დააკავეს - შსს ვიდეომასალას ავრცელებს
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული დააკავეს - შსს ვიდეომასალას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძებ­ნის სამ­მარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­უბ­ნო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ბ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით, 19:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შო­რის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მო­იშ­ვა კონ­ფლიქ­ტი, რა დრო­საც ა.ბ.-მ და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა დ.ო.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი დ.ო., მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2016 წლის 26 მარტს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ა.ბ. და­კა­ვე­ბულ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და მას პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მხრი­დან წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მარ­თლდა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში.

2018 წლის 29 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ა.ბ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც 2012 წლის 28 დე­კემ­ბრის "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 წლის და 9 თვის ვა­დით", - ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული დააკავეს - შსს ვიდეომასალას ავრცელებს

დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული დააკავეს - შსს ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საუბნო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი - 1986 წელს დაბადებული ა. ბ. თბილისში დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დ.ო.-სა და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი დ.ო., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2016 წლის 26 მარტს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ა.ბ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს