"არაფერს ამბობს, თავისთვის ლაპარაკობს..." - რას ყვება ლიფტში 13 წლის ბიჭზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი

"არაფერს ამბობს, თავისთვის ლაპარაკობს..." - რას ყვება ლიფტში 13 წლის ბიჭზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი

რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე, ლიფტში 13 წლის მოზარდს თავს დაესხა აზერბაიჯანის მოქალაქე 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მსხვერპლს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ძირითადად სახეზე და ყელზე. ბრალდებულს სასამართლომ უკვე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.

გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ბრალდებულის სასამართლო პროცესს დაესწრო თბილისის საქალაქო სასამართლოში. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"სასამართლო დარბაზში ბადრაგმა შემოიყვანა. გაფითრებული იყო. გაფართოებული თვალები დარბაზს მოავლო და დაჯდა. გვერდით თარჯიმანი მიუჯდა: "ადვოკატთან ხომ არ გაქვთ რამე სათქმელი?" თავი გააქნია და რუსულად ჩაილაპარაკა: "მე ყველაფერს ვიტყვი." თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა... აშკარაა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, თუმცა ოფიციალური დასკვნა ჯერ საქმეში არ არის...

აზერბაიჯანის მოქალაქეს, 18 წლის ი.გ-ს ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ბრალდებულის ინტერესს იცავს იურიდიული სამსახურის ადვოკატი გიორგი მდინარაძე:

- ფსიქიკური პრობლემები აშკარაა. საქართველოში არ ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ორი კვირის ჩამოსულია, თუმცა მანამდეც რამდენჯერმეა ნამყოფი. აქ რას აკეთებდა, არ ვიცით. არავის ელაპარაკება. რამდენჯერმე ვთხოვე, სასამართლოზეც კი, რაღაც პოზიცია გამოეხატა, მაგრამ არაფერს ამბობს, მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს