კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ტერორის ტრაგიკული შედეგები - "სტალინური სიები" და ათასობით დახვრეტილი ადამიანი საქართველოში
დიდი ტერორის ტრაგიკული შედეგები - "სტალინური სიები" და ათასობით დახვრეტილი ადამიანი საქართველოში

პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო. მან არ­ნა­ხულ მას­შტაბს 30-იან წლებ­ში მი­აღ­წია. სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნდა გა­მო­ნათ­ქვა­მი - კედ­ლებ­საც კი ყუ­რე­ბი აქვს... ქვე­ყა­ნა­ში შიშ­მა, უი­მე­დო­ბამ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ და­ი­სად­გუ­რა. 1937-1938 წლებ­ში, "დიდი ტე­რო­რის" პე­რი­ოდ­ში რეპ­რე­სი­რე­ბულ იქნა 29 051 ადა­მი­ა­ნი, ამათ­გან სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა დახ­ვრე­ტა მი­ე­სა­ჯა 14 372 ადა­მი­ანს, ხოლო გა­და­სახ­ლე­ბა შრო­მა გას­წო­რე­ბის ბა­ნაკ­ში მი­ე­სა­კა 14 679 პირს...

დიდი ტე­რო­რის ოპე­რა­ცი­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ტი­პის იყო: კუ­ლა­კუ­რი ოპე­რა­ცია; "სტა­ლი­ნუ­რი სი­ე­ბი"; ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი და მი­ლი­ცი­ის სა­მე­უ­ლი.

კუ­ლა­კუ­რი ოპე­რა­ცია - ეს იყო პრო­ცე­სი შეძ­ლე­ბუ­ლი გლე­ხო­ბის და სხვა „ან­ტი­საბ­ჭო­თა“ ელე­მენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. „კუ­ლა­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის“ ფარ­გლებ­ში საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კავ­ში­რის (სსრკ) მას­შტა­ბით მსჯავ­რი და­ე­დო და­ახ­ლო­ე­ბით 800 ათას ადა­მი­ანს. მათ­გან თით­ქმის ნა­ხე­ვარს, დახ­ვრე­ტა მი­ე­სა­ჯა

ოპე­რა­ცია ელი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, ანუ ე.წ სტა­ლი­ნუ­რი სი­ე­ბი - ეს სა­ხელ­წო­დე­ბა იქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ პირ­თა სი­ებს პი­რა­დად ამ­ტკი­ცებ­და სტა­ლი­ნი. სსრკ-ს მას­შტა­ბით სულ რეპ­რე­სი­რე­ბულ იქნა 36 190 ადა­მი­ა­ნი - ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი, მწერ­ლე­ბი, კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლო­ნე­ბის ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი...

წყა­რო: “ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი - IDFI”

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი - ეს იყო უცხო­ელ­თა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მცხოვ­რებ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა (მათ შო­რის გერ­მა­ნე­ლე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, იე­ზი­დე­ბი და სხვ) მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს, მსჯავ­რი და­ე­დო და­ახ­ლო­ე­ბით 365 000 ადა­მი­ანს, მათ 80 %-ს დახ­ვრე­ტა მი­ე­სა­ჯა.

მი­ლი­ცი­ის სა­მე­უ­ლი - ეს იყო ოპე­რა­ცი­ის სახე, როცა იხი­ლავ­დნენ საქ­მე­ებს დეკ­ლა­სი­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­სა და სა­პას­პორ­ტო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. მი­ლი­ცი­ის სა­მე­უ­ლე­ბი მაქ­სი­მუმ 5 წლის ვა­დით გა­და­სახ­ლე­ბას უს­ჯიდ­ნენ პა­ტიმ­რებს. მი­ლი­ცი­ის სა­მე­უ­ლებ­მა სსრკ-ს მას­შტა­ბით არა­ნაკ­ლებ 450 000 ადა­მი­ა­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს.

1937-38 წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, უშუ­ა­ლოდ სტა­ლი­ნის და პო­ლიტ­ბი­უ­როს სხვა წევ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან 3 100 ადა­მი­ანს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს. გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მოჰ­ყავ­დათ თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში და სო­ხუმ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, დახ­ვრე­ტი­ლი და გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო სხვა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებს ბევ­რად უს­წრებ­და - "დიდ ტე­რორს" 563 ქალი ემსხვერ­პლა. გა­და­სახ­ლე­ბულ­თა­გან მხო­ლოდ­ მცი­რედ­მა მო­ა­ხერ­ხა სამ­შობ­ლო­ში­ დაბ­რუ­ნე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბამ კი სული უცხო­ეთ­ში სა­ში­ნელ ტან­ჯვა­ში და­ლია.

წყა­რო: “ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი - IDFI”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

დიდი ტერორის ტრაგიკული შედეგები - "სტალინური სიები" და ათასობით დახვრეტილი ადამიანი საქართველოში

დიდი ტერორის ტრაგიკული შედეგები - "სტალინური სიები" და ათასობით დახვრეტილი ადამიანი საქართველოში

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. სწორედ მაშინ გაჩნდა გამონათქვამი - კედლებსაც კი ყურები აქვს... ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა. 1937-1938 წლებში, "დიდი ტერორის" პერიოდში რეპრესირებულ იქნა 29 051 ადამიანი, ამათგან სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა 14 372 ადამიანს, ხოლო გადასახლება შრომა გასწორების ბანაკში მიესაკა 14 679 პირს...

დიდი ტერორის ოპერაციები რამდენიმე ტიპის იყო: კულაკური ოპერაცია; "სტალინური სიები"; ნაციონალური ოპერაციები და მილიციის სამეული.

კულაკური ოპერაცია - ეს იყო პროცესი შეძლებული გლეხობის და სხვა „ანტისაბჭოთა“ ელემენტების წინააღმდეგ. „კულაკური ოპერაციის“ ფარგლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) მასშტაბით მსჯავრი დაედო დაახლოებით 800 ათას ადამიანს. მათგან თითქმის ნახევარს, დახვრეტა მიესაჯა

ოპერაცია ელიტის წინააღმდეგ, ანუ ე.წ სტალინური სიები - ეს სახელწოდება იქედან მომდინარეობს, რომ დაქვემდებარებულ პირთა სიებს პირადად ამტკიცებდა სტალინი. სსრკ-ს მასშტაბით სულ რეპრესირებულ იქნა 36 190 ადამიანი - ცნობილი სამხედროები, ინჟინრები, მეცნიერები, მწერლები, კულტურისა და ხელონების ცნობილი მოღვაწეები...

წყარო: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI”

ნაციონალური ოპერაციები - ეს იყო უცხოელთა და საბჭოთა კავშირში მცხოვრებ უმცირესობათა (მათ შორის გერმანელები, პოლონელები, ბერძნები, იეზიდები და სხვ) მიმართ წარმოებული მასობრივი სადამსჯელო ოპერაცია. ნაციონალური ოპერაციების დროს, მსჯავრი დაედო დაახლოებით 365 000 ადამიანს, მათ 80 %-ს დახვრეტა მიესაჯა.

მილიციის სამეული - ეს იყო ოპერაციის სახე, როცა იხილავდნენ საქმეებს დეკლასირებული ელემენტებისა და საპასპორტო წესების დარღვევების შესახებ. მილიციის სამეულები მაქსიმუმ 5 წლის ვადით გადასახლებას უსჯიდნენ პატიმრებს. მილიციის სამეულებმა სსრკ-ს მასშტაბით არანაკლებ 450 000 ადამიანი გაასამართლეს.

1937-38 წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების პერიოდში, უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით საქართველოდან 3 100 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სოხუმში.

აღსანიშნავია რომ, დახვრეტილი და გადასახლებული ქალების რაოდენობით საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს ბევრად უსწრებდა - "დიდ ტერორს" 563 ქალი ემსხვერპლა. გადასახლებულთაგან მხოლოდ მცირედმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, უმრავლესობამ კი სული უცხოეთში საშინელ ტანჯვაში დალია.

წყარო: “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI”

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა