საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ყველაზე მეტი საწოლი ადგილი დედაქალაქშია გამოყოფილი. განთავსების ობიექტებზე საწოლი ადგილების მონაცემებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, დედაქალაქში უცხოელი სტუმრებისთვის 17,956 საწოლი ადგილია. პირველ სამეულში შედის აჭარა (12, 126) და სამცხე-ჯავახეთი (9,750).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, 2017 წელს საქართველოს 7 555 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1 194 433-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. პროცენტულად ეს +18.8%-იანი ზრდაა.
სამინისისტროს ინფორმაციით, მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს. სამინისტროს ცნობით, განთავსების ობიექტების 100 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა.