მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო
ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

არა­ვი­თა­რი კომ­პლექ­სი არ გვაქვს, რომ სწორს და­ვარ­ქვათ სწო­რი და არას­წორს - არას­წო­რი, კახა კა­ლა­ძემ გენ­გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რმა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ თბი­ლი­სის მე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ხოშ­ტა­რი­ას თქმით, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ თბი­ლი­სის მერ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ოპო­ზი­ცი­ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი და პრო­ცე­სი გა­აგ­რძე­ლა.

“ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის სა­გა­ნი არ იყო ის, რომ რო­მე­ლი­მე მხა­რის ლო­ბი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, არა­მედ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ როცა მი­ლი­ო­ნე­ბი იხარ­ჯე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დენს შრო­მო­ბენ, არის და­პი­რე­ბა, რომ გენ­გეგ­მა იქ­ნე­ბა, ასე ხე­ლა­ღე­ბით, რა­დი­კა­ლუ­რად არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, იმ შე­უ­რაცმყო­ფე­ლი ფორ­მით, რაც შეხ­ვედ­რებ­ზე მოხ­და. თუმ­ცა, დღეს შეგ­ვიძ­ლია ნამ­დვი­ლად ვთქვათ, რომ სწო­რია, რომ არ იჩ­ქა­რა და ამ­ჯე­რად რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ი­ღო. ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ველ რიგ­ში, სწო­რი და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ე­ცეს ამ ჯგუფს. საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან დიდ ადა­მი­ა­ნურ და ფი­ნან­სურ რე­სურსთან, ამი­ტომ ჯგუფს სწო­რი და­ვა­ლე­ბე­ბი უნდა მი­ე­ცეს, რომ ივ­ნის­ში მსგავ­სი კრი­ზი­სი არ შე­იქ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ოპო­ზი­ცია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად არის.

“ყვე­ლა­ნა­ი­რი პარ­ტი­უ­ლი, ან პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა გა­დავ­დოთ გვერ­დზე და ისე უნდა შევ­ქმნათ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა. თუმ­ცა ისიც უნდა ით­ქვას, რომ ეს გეგ­მა ვერ იმუ­შა­ვებს, თუ იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­ზეც კა­ნო­ნი არ ვრცელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რად­გან იმას, რაც თა­ბორ­ზე მოხ­და, ვე­რა­ვი­თა­რი გენ­გეგ­მა ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს, ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­ზე არ უნდა ხდე­ბო­დეს ის რაც ხდე­ბა და ა.შ. თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კა­ლა­ძემ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ იჩ­ქა­რა, წყალ­ში არ გა­და­ყა­რა მა­თი­ვე და­ხარ­ჯუ­ლი ფული. ჩვენ მზად ვიქ­ნე­ბით ისე­თი­ვე კრი­ტი­კის­თვის რო­გო­რიც გვქონ­და, ასე­ვე საქ­მი­ა­ნი და არ­სე­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის გენ­გეგ­მის გარ­შე­მო. თა­ვის­თა­ვად ფაქ­ტია, რომ მთლი­ა­ნად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, მათ შო­რის კა­ლა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა ეს საქ­მე, ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი ხა­ნია მი­დის გენ­გეგ­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ისიც ფაქ­ტია, რომ ვერ უმკლავ­დე­ბი­ან იმას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­პირ­დნენ. ყო­ვე­ლი გა­ჭი­მუ­ლი დღე არის ახა­ლი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში არ შე­იძ­ლე­ბა არ ვთქვათ, რომ მერ­მა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. არა­ვი­თა­რი კომ­პლექ­სი არ გვაქვს იმის, რომ სწორს და­ვარ­ქვათ სწო­რი და არას­წორს - არას­წო­რი. სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ „არ მი­აწ­ვა“ პირ­ვე­ლად რა­დი­კა­ლურ პო­ზი­ცი­ას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ოპო­ზი­ცი­ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი და გა­აგ­რძე­ლა პრო­ცე­სი. სა­ბო­ლო­ოდ შე­დე­გი უნდა და­ი­დოს და ვე­რა­ნა­ი­რი დრო­ის გა­წელ­ვა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ მოხ­სნის“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „სითი ინ­სტი­ტუტს“ მი­ე­ცა ვადა, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლოს. სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტა­ცია 1-ელ ივ­ნისს უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა და „მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყობს ხელს ხა­რის­ხი­ა­ნი გენ­გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ელენე ხოშტარია - კალაძემ ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო

არავითარი კომპლექსი არ გვაქვს, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს - არასწორი, კახა კალაძემ გენგეგმასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერის გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.

ხოშტარიას თქმით, ძალიან კარგია, რომ თბილისის მერმა გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და პროცესი გააგრძელა.

“ჩვენი პროტესტის საგანი არ იყო ის, რომ რომელიმე მხარის ლობირება მომხდარიყო, არამედ დამოკიდებულება, რომ როცა მილიონები იხარჯება, ადამიანები ამდენს შრომობენ, არის დაპირება, რომ გენგეგმა იქნება, ასე ხელაღებით, რადიკალურად არ უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილებების მიღება. მითუმეტეს, იმ შეურაცმყოფელი ფორმით, რაც შეხვედრებზე მოხდა. თუმცა, დღეს შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ სწორია, რომ არ იჩქარა და ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, სწორი დავალებები მიეცეს ამ ჯგუფს. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსთან, ამიტომ ჯგუფს სწორი დავალებები უნდა მიეცეს, რომ ივნისში მსგავსი კრიზისი არ შეიქმნას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე საქმიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.

“ყველანაირი პარტიული, ან პირადი ინტერესები უნდა გადავდოთ გვერდზე და ისე უნდა შევქმნათ ქალაქის განვითარების ხედვა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გეგმა ვერ იმუშავებს, თუ იქნებიან ადამიანები, ვისზეც კანონი არ ვრცელდება, მაგალითად ბიძინა ივანიშვილი, რადგან იმას, რაც თაბორზე მოხდა, ვერავითარი გენგეგმა ვერ დაარეგულირებს, ჟვანიას ქუჩაზე არ უნდა ხდებოდეს ის რაც ხდება და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, ამ კონკრეტულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კალაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, არ იჩქარა, წყალში არ გადაყარა მათივე დახარჯული ფული. ჩვენ მზად ვიქნებით ისეთივე კრიტიკისთვის როგორიც გვქონდა, ასევე საქმიანი და არსებითი თანამშრომლობისთვის გენგეგმის გარშემო. თავისთავად ფაქტია, რომ მთლიანად “ქართული ოცნების“, მათ შორის კალაძის პასუხისმგებლობაზეა ეს საქმე, ვინაიდან ამდენი ხანია მიდის გენგეგმაზე საუბარი. ისიც ფაქტია, რომ ვერ უმკლავდებიან იმას, რასაც საზოგადოებას დაპირდნენ. ყოველი გაჭიმული დღე არის ახალი არასწორი გადაწყვეტილება ჩვენს ქალაქში, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ამ კონკრეტულ მომენტში არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ მერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. არავითარი კომპლექსი არ გვაქვს იმის, რომ სწორს დავარქვათ სწორი და არასწორს - არასწორი. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ „არ მიაწვა“ პირველად რადიკალურ პოზიციას, გაითვალისწინა ოპოზიციის, საზოგადოების აზრი და გააგრძელა პროცესი. საბოლოოდ შედეგი უნდა დაიდოს და ვერანაირი დროის გაწელვა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „სითი ინსტიტუტს“ მიეცა ვადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულოს. საბოლოო დოკუმენტაცია 1-ელ ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"