სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - გადავწყვიტეთ, "სითი ინსტიტუტს" ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ
კახა კალაძე - გადავწყვიტეთ, "სითი ინსტიტუტს" ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ვას­რუ­ლე­ბი­ნოთ „სითი ინ­სტი­ტუტს“ თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დე­ბა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დღეს, საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

კა­ლა­ძის თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა და მქსი­მა­ლუ­რად შე­უ­წყობს ხელს ხა­რის­ხი­ა­ნი გენ­გეგ­მის და­დე­ბა­ში.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ დე­და­ქა­ლაქს დავ­პირ­დით გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ღე­ბას. მე­რი­ა­ში ჩემი მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ჯგუფ­თან, დო­კუ­მენ­ტის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით. შე­ფა­სე­ბის და ანა­ლი­ზის პრო­ცეს­ში ჩვენ ჩავ­რთეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. შე­დე­გად, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო შე­ნიშ­ვნე­ბი და მი­თი­თე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა მოხ­და სა­ჯა­როდ. შე­სა­ბა­მი­სად, დავ­რწმუნ­დით, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ მოხ­დე­ბა. “სითი ინ­სტი­ტუ­ტის” მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც თავ­მოყ­რი­ლია პირ­ველ 5 ეტაპ­ში-მწვა­ნე ქა­ლა­ქი, კომ­პაქ­ტუ­რი და შე­კავ­ში­რე­ბუ­ლი - ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბია. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ გენ­გეგ­მა­ში ჩა­დე­ბუ­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ად­ვი­ლად, გო­ნივ­რულ დრო­ში შეს­რუ­ლე­ბა­დი და ქა­ლა­ქის, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მო­თხოვ­ნებ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო მე-6 ეტაპ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ ვას­რუ­ლებთ გენ­გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სი­ას, პო­ლე­მი­კას და გან­ხილ­ვას. შე­ნიშ­ვნე­ბი, მათ­ზე პა­სუ­ხე­ბი და სა­მუ­შო­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და შე­ჯე­რე­ბუ­ლი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის არ­სე­ბო­ბა თბი­ლი­სის­თვის არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ვას­რუ­ლე­ბი­ნოთ „სითი ინ­სტი­ტუტს“ თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ჩვენ გვაქვს მო­ლო­დი­ნი და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ვუ­წყობთ ხელს, რომ „სითი ინ­სტი­ტუტ­მა“ წარ­მო­ად­გი­ნოს ქმე­დი­თი, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე გათ­ვლი­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მე­რის თქმით, სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტა­ცია 1 ივ­ნისს უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კახა კალაძე - გადავწყვიტეთ, "სითი ინსტიტუტს" ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

კახა კალაძე - გადავწყვიტეთ, "სითი ინსტიტუტს" ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ განაცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და მქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის დადებაში.

“მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში-მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული - ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც უნდა ყოფილიყო მე-6 ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერის თქმით, საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები