საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინეს აფხაზმა სტუდენტებმა ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 100 დღე გაატარა
როგორ გადაარჩინეს აფხაზმა სტუდენტებმა ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 100 დღე გაატარა

ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ პა­პას­კი­რი, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დეგ, აფხა­ზებ­მა ტყვედ აიყ­ვა­ნეს, ტყვე­ო­ბა­ში 100 დღე იმ­ყო­ფე­ბო­და... რამ­დენ­ჯერ­მე დახ­ვრე­ტი­თაც და­ე­მუქრნენ, თუმ­ცა, აფხა­ზი სტუ­დენ­ტე­ბის წყა­ლო­ბით ის გა­დარ­ჩა. მათ შო­რის იყო აფხა­ზე­თის ახ­ლან­დე­ლი ლი­დე­რი რაულ ხა­ჯიმ­ბა...

ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ტყვე­ო­ბის მძი­მე დღე­ებს იგო­ნებს:

"მე არას­დროს უარ­ვყოფ­დი, რომ აფხა­ზე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე აფხა­ზე­თის მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბაა და იქ ქარ­თვე­ლებ­თან (ძი­რი­თა­დად მეგ­რე­ლებ­თან) ერ­თად, სულ ცოტა ბოლო 2 ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ... ამი­ტო­მა­ცაა, რომ ამ­ჟა­მინ­დელ აფხაზ­თა თით­ქმის ნა­ხე­ვარს გა­ა­ფხა­ზე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის, ჩემი და თქვე­ნი მოგ­ვა­რე­ე­ბი შე­ად­გე­ნენ. სო­ხუმ­ში არ­სე­ბობს ივა­ნე პა­პას­კი­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და მის ღვაწლ­ზე აფხა­ზე­ბი სი­ა­მა­ყით სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ის აფხა­ზუ­რი ფეს­ვე­ბი­დან არ მო­დის... ყვე­ლამ ვნა­ხეთ რო­გორ გაგ­რძელ­და ეს და­პი­რის­პი­რე­ბა და ამა­ზე ნუ შევ­ჩერ­დე­ბით... სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დეგ, აფხა­ზე­ბის ტყვე­ო­ბა­ში 100 დღე გა­ვა­ტა­რე და ამ პე­რი­ოდ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა...

ჯან­მრთე­ლო­ბა არ მი­წყობ­და ხელს. თან, მე­ომ­რის სუ­ლიც არ არის ჩემ­ში. თუმ­ცა, თსუ-ში სწავ­ლის დროს სამ­ხედ­რო კა­თედ­რა გა­ვი­ა­რე, თა­და­რი­გის ოფი­ცე­რი ვი­ყა­ვი. ამი­ტო­მაც სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, მეც სამ­შობ­ლოს დამ­ცველ­თა რი­გებ­ში ჩავ­დე­ქი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლე­ბის II სა­არ­მიო კორ­პუ­სის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას­თან მუ­შა­ო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უფ­რო­სი ოფი­ცე­რი ვი­ყა­ვი.

ბო­ლომ­დე მჯე­რო­და, რომ ომი მალე დამ­თავ­რდე­ბო­და და შევ­რიგ­დე­ბო­დით, რად­გან ვიც­ნობ­დი აფხა­ზებს. ვი­ცო­დი, ისი­ნი პო­ლი­ტი­კურ­ზე წინ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ა­ყე­ნებ­დნენ. როცა აფხა­ზურ­მა მხა­რემ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე... სო­ხუ­მის II მიკ­რო­რა­ი­ო­ნი, სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით, ყვე­ლა­ზე ბო­ლოს და­ე­ცა. დარ­ჩე­ნის­კენ სხვებს მო­ვუ­წო­დებ­დი, აქა­უ­რო­ბა რო­გორ დავ­ტო­ვო-მეთ­ქი და წას­ვლა არც კი მიც­დია... დე­და­სა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სახ­ლში ვი­ყა­ვი.

მახ­სოვს, სო­ხუ­მის და­ცე­მის შემ­დეგ, 10 დღე ჩემი აფხა­ზი და სო­მე­ხი მე­ზობ­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვით. რამ­დენ­ჯერ­მე კა­რე­ბის შე­მომტვრე­ვა და ჩემი მოკ­ვლა სცა­დეს, მაგ­რამ მე­ზობ­ლე­ბი გა­და­უდ­გნენ. მახ­სოვს, ლა­მის რო­გორ ჩა­უ­ვარ­და მუხ­ლებ­ში ჩემს გამო ჩემი სო­მე­ხი მე­ზო­ბე­ლი კა­ლა­ი­ჯი­ა­ნი თა­ვის თა­ნაკ­ლა­სელ აფხაზს - უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცერს, ავად­მყო­ფია და არ წა­იყ­ვა­ნოო... ბო­ლოს 7 ოქ­ტომ­ბერს უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა მა­ინც იძა­ლა...

სო­ხუ­მის უშიშ­რო­ე­ბამ­დე მიყ­ვა­ნა ახ­ლო­ბელ აფხაზს ვთხო­ვე. იმ დღე­ებ­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი უდა­ნა­შა­უ­ლოდ დახ­ვრი­ტეს და ვერ ვი­ტყვი, როცა იქ მივ­დი­ო­დი არ მე­ში­ნო­და-მეთ­ქი... უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში, იმ პირ­თა სამ­გვერ­დი­ა­ნი სია და­მი­დეს, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. ჩემი გვა­რი მე­ო­რე გვერ­დზე ეწე­რა.

ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ჩემს ყო­ფილ აფხაზ სტუ­დენ­ტებ­საც მოვ­კა­რი თვა­ლი. ერ­თმა თვა­ლი ამა­რი­და, მაგ­რამ მე­ო­რე, გვა­რად აგრბა, გა­და­მეხ­ვია და თბი­ლად მო­მი­კი­თხა. როცა აფხაზ­მა მა­ი­ორ­მა ია­რა­ღი სა­ხე­ში ჩა­მარ­ტყა, ის და მისი მოგ­ვა­რე, გა­და­მე­ფარ­ნენ... ძა­ლი­ან მიმ­ძიმს იმ წუ­თე­ბის გახ­სე­ნე­ბა... იმ დღეს ჩემი დახ­ვრე­ტაც უნ­დო­დათ, მაგ­რამ დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რის უფ­როს­მა ოთარ დელ­ბამ გა­და­მარ­ჩი­ნა...

- იცოდ­ნენ, რომ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?...

- დიახ, თუმ­ცა, მათი აგ­რე­სი­ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, იდე­ო­ლო­გი ხარო, მი­თხრეს, 1989 წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ლე­ჩა და სის­ხლისღვრა შენს კი­სერ­ზე­აო... ერთი სი­ტყვით, ბრა­ლად ორი მუხ­ლი - ერთა შო­რის შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და ომის პრო­პა­გან­და წა­მი­ყე­ნეს. თა­ვის დაც­ვა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ღიად ვამ­ბობ­დი, რომ ქარ­თულ მხა­რეს მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს უთ­ქვამს, რომ აფხა­ზი ჩვე­ნი მტე­რია, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ძმა­თამ­კვლელ ომად მიგ­ვაჩ­ნდა და აფხა­ზებს “შეც­დე­ნილ” მოძ­მე­ებს ვუ­წო­დებ­დით-მეთ­ქი....

- სა­კან­ში რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა იყო?

- მძი­მე. სა­კან­ში ჩემ­თან ერ­თად ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი (აქა იქ, სომ­ხე­ბი, რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც) იყ­ვნენ... ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო კრი­ტი­კუ­ლი ხდე­ბო­და. ისე­თი ნეს­ტი იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად სველ ლე­ი­ბებ­ზე ვი­წე­ქით, მაგ­რამ ეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­თან რა მო­სა­ტა­ნია... მე­უღ­ლემ მო­ა­ხერ­ხა და ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ, დე­და­ჩე­მი ზუგ­დიდ­ში გა­მო­ამ­გზავ­რა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი, ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და... დე­დას რა­ტომ არ გა­ყე­ვი-მეთ­ქი, ვიდ­რე არ დავ­რწმუნ­დე­ბო­დი, რომ ნამ­დვი­ლად ცო­ცხა­ლი იყა­ვი, ვერ წა­ვი­დო­დიო. მან ჩემს ყო­ფილ სტუ­დენტს, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან, ტყვე­თა გაც­ვლის კო­მი­სი­ის აფხა­ზუ­რი მხა­რის თავ­მჯდო­მა­რეს ბეს­ლან კო­ბა­ხი­ას დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა და ბო­ლოს, მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჭუ­ბურ­ხინ­ჯის გზით გა­იყ­ვა­ნეს...

- რაულ ხა­ჯიმ­ბამ რა როლი ითა­მა­შა თქვენს იქ ყოფ­ნა­ში?

- რაულ ხა­ჯიმ­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ვას­წავ­ლი­დი აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის “სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის” სპე­ცი­ა­ლო­ბის რუ­სულ სექ­ტორ­ზე სწავ­ლობ­და ქარ­თვე­ლებ­თან, რუ­სებ­თან და სომ­ხებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ნა­კი­თხი, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე (აფხა­ზურ აუ­დი­ტო­რი­ა­ში ასე­თი ცოტა შემ­ხვედ­რია) და კე­თილ­შო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. მის კურსთან გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და... ამას­თან მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი არა­ი­უ­რის­ტი ლექ­ტო­რი, რო­მე­ლიც კურ­სმა გა­მოშ­ვე­ბის სა­ღა­მო­ზე მი­იწ­ვია. სუ­რა­თიც გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც იუ­რისტ კო­ლე­გებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან (მათ შო­რის რაულ ხა­ჯიმ­ბას­თან) ერ­თად ვარ.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, არ შემ­ხვედ­რია. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ უშიშ­რო­ე­ბა­ში მუ­შა­ობ­და... ჩემ­თან პირ­ვე­ლად, და­პა­ტიმ­რე­ბი­დან თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მო­ვი­და, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას ჩემ­თან ერ­თად რომ ყო­ფი­ლი­ყო. ეს ინ­ტერ­ვიუ აფხაზ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა “შე­მომ­თა­ვა­ზეს”. მა­შინ­დე­ლი “გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის” მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის სერ­გეი ბგან­ბას დაკ­ვე­თა იყო, რო­მელ­მაც დამ­კი­თხა... შვი­ლი ომში მო­უკ­ლავთ და აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და. დახ­ვრე­ტით და­მე­მუქ­რა, მაგ­რამ 5-სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვი­სას ჩემი მე­უღ­ლის დე­ი­და ვახ­სე­ნე. ვი­ცო­დი, რომ ეთერ კო­მა­ხი­ძე (80-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე) მისი დის ლილი ბგან­ბას (იმა­ვე პე­რი­ოდ­ში აფხა­ზე­თის ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრის) ახლო მე­გო­ბა­რი იყო.

პრო­კუ­რო­რი ერ­თბა­შად მოლ­ბა, იცით, ეთე­რი დე­და­ჩე­მის დაკ­რძალ­ვა­ზე იყოო... ისეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­შიც კი, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა და უკვე იმა­ზე და­ვი­წყეთ ლა­პა­რა­კი, ცი­ხი­დან გას­ვლის შემ­დეგ, აფხა­ზე­თი­დან გა­ლის გავ­ლით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ ად­ლე­რი­დან.

ჰოდა, სწო­რედ მა­შინ, დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, ბგან­ბამ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ზუ­რაბ აგუ­მა­ვას, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად მიჰ­ყავ­და ჩემი საქ­მე, ჩემ­თან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა და­ა­ვა­ლა, პრო­ფე­სო­რია, ვი­ღა­ცა ხომ არ არის, თქვას თა­ვი­სი აზ­რიო?.. ეს სი­ტყვე­ბი არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მაგ­რამ რას ვი­ზამ­დი? ისღა ვუ­თხა­რი, რომ ინ­ტერ­ვი­უს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მივ­ცემ და მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რა­საც აქამ­დე ვამ­ბობ­დი-მეთ­ქი.

აი ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი ხა­ჯიმ­ბას. როცა საკ­ნი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს და იზო­ლა­ტო­რის სა­მო­რი­გეო ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, იქ დამ­ხვდა რა­უ­ლი. თბი­ლად შემ­ხვდა, ისე გა­და­ვეხ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­დნენ. შემ­დეგ გა­და­მიყ­ვა­ნა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში, სა­დაც უკვე ცნო­ბი­ლი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი გუ­ლია მე­ლო­დე­ბო­და (დი­მიტ­რი გუ­ლი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი). ის 5 წელი ჩემი სტუ­დენ­ტი იყო, შემ­დეგ კი, მოს­კოვ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ინ­ტერ­ფაქ­სის” ერთ-ერთი უფ­რო­სი.

გავ­ბე­დე და კა­მე­რას ხელი და­ვა­ფა­რე - ჩემი პი­რო­ბე­ბი მაქვს-მეთ­ქი. ჩემი საქ­ცი­ე­ლი გა­უკ­ვირ­და... ვუ­თხა­რი, რომ ამის შე­სა­ხებ რაულ ხა­ჯიმ­ბამ იცო­და. მა­ნაც და­უ­დას­ტუ­რა. გი­ორ­გი ინ­ტერ­ვი­უს “ჩა­ვარ­დნამ” ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა და თავ­ხე­დუ­რად მე­ლა­პა­რა­კა. წავ­კა­მათ­დით კი­დეც. რა არ გყოფ­ნი­დათ ქარ­თვე­ლებს, ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ხელ­ში იყოო, რა­ზეც სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი... ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოს­ვლას ასე გა­და­ვურ­ჩი. რა­უ­ლი შემ­დე­გაც მო­დი­ო­და მო­სა­კი­თხად. დღემ­დე ყუ­რებ­ში ჩა­მეს­მის მისი და ზუ­რაბ აგუ­მა­ვას სი­ტყვე­ბი - “ვა­ლე­რი­ა­ნო­ვიჩ, ხომ არა­ფე­რი გა­წუ­ხებ­თო?.."

მა­ნამ­დე ჩემ­თან იზო­ლა­ტორ­ში ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი ბეს­ლან კო­ბა­ხი­აც მო­ვი­და, ერთ ყო­ფილ სტუ­დენტ დაურ მარ­ღა­ნი­ას­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტელ კო­ლე­გას­თან, მა­შინ­დე­ლი უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ დაურ ბარ­გან­ჯი­ას­თან ერ­თად... რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­კა­მა­თეთ, მაგ­რამ მათი “ვი­ზი­ტი” ჩემ­თვის მა­ინც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო - ამის შემ­დეგ ჩემს მი­მართ იზო­ლა­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. ისიც უნდა ვთქვა, რომ აფხა­ზებს ეში­ნო­დათ, ცი­ხი­დან გას­ვლის მერე ვინ­მეს არ მო­ვე­კა­ლი... 100-დღი­ა­ნი ტყვე­ო­ბის ბო­ლოს, “წი­თე­ლი ჯვრის” დახ­მა­რე­ბით ად­ლერ­ში ჩა­მიყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც თვითმფრი­ნა­ვით თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორ გადაარჩინეს აფხაზმა სტუდენტებმა ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 100 დღე გაატარა

როგორ გადაარჩინეს აფხაზმა სტუდენტებმა ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ომის დროს ტყვეობაში 100 დღე გაატარა

ქართველი პროფესორი ზურაბ პაპასკირი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს, ტყვეობაში 100 დღე იმყოფებოდა... რამდენჯერმე დახვრეტითაც დაემუქრნენ, თუმცა, აფხაზი სტუდენტების წყალობით ის გადარჩა. მათ შორის იყო აფხაზეთის ახლანდელი ლიდერი რაულ ხაჯიმბა...

ქართველი ისტორიკოსი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ტყვეობის მძიმე დღეებს იგონებს:

"მე არასდროს უარვყოფდი, რომ აფხაზები თანამედროვე აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობაა და იქ ქართველებთან (ძირითადად მეგრელებთან) ერთად, სულ ცოტა ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ... ამიტომაცაა, რომ ამჟამინდელ აფხაზთა თითქმის ნახევარს გააფხაზებული ქართველები, მათ შორის, ჩემი და თქვენი მოგვარეები შეადგენენ. სოხუმში არსებობს ივანე პაპასკირის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა და მის ღვაწლზე აფხაზები სიამაყით საუბრობენ, თუმცა ის აფხაზური ფესვებიდან არ მოდის... ყველამ ვნახეთ როგორ გაგრძელდა ეს დაპირისპირება და ამაზე ნუ შევჩერდებით... სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზების ტყვეობაში 100 დღე გავატარე და ამ პერიოდმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა...

ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს. თან, მეომრის სულიც არ არის ჩემში. თუმცა, თსუ-ში სწავლის დროს სამხედრო კათედრა გავიარე, თადარიგის ოფიცერი ვიყავი. ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ, მეც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩავდექი, საქართველოს შეიარაღებულ ძალების II საარმიო კორპუსის პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილებაში უფროსი ოფიცერი ვიყავი.

ბოლომდე მჯეროდა, რომ ომი მალე დამთავრდებოდა და შევრიგდებოდით, რადგან ვიცნობდი აფხაზებს. ვიცოდი, ისინი პოლიტიკურზე წინ ადამიანურ ურთიერთობებს დააყენებდნენ. როცა აფხაზურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დაარღვია, ძალიან განვიცადე... სოხუმის II მიკრორაიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ყველაზე ბოლოს დაეცა. დარჩენისკენ სხვებს მოვუწოდებდი, აქაურობა როგორ დავტოვო-მეთქი და წასვლა არც კი მიცდია... დედასა და მეუღლესთან ერთად სახლში ვიყავი.

მახსოვს, სოხუმის დაცემის შემდეგ, 10 დღე ჩემი აფხაზი და სომეხი მეზობლების მფარველობის ქვეშ ვიყავით. რამდენჯერმე კარების შემომტვრევა და ჩემი მოკვლა სცადეს, მაგრამ მეზობლები გადაუდგნენ. მახსოვს, ლამის როგორ ჩაუვარდა მუხლებში ჩემს გამო ჩემი სომეხი მეზობელი კალაიჯიანი თავის თანაკლასელ აფხაზს - უშიშროების სამსახურის ოფიცერს, ავადმყოფია და არ წაიყვანოო... ბოლოს 7 ოქტომბერს უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა მაინც იძალა...

სოხუმის უშიშროებამდე მიყვანა ახლობელ აფხაზს ვთხოვე. იმ დღეებში არაერთი ცნობილი ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ასაკოვანი ხალხი უდანაშაულოდ დახვრიტეს და ვერ ვიტყვი, როცა იქ მივდიოდი არ მეშინოდა-მეთქი... უშიშროების სამსახურში, იმ პირთა სამგვერდიანი სია დამიდეს, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართულ მოსახლეობაში. ჩემი გვარი მეორე გვერდზე ეწერა.

ვნერვიულობდი. ჩემს ყოფილ აფხაზ სტუდენტებსაც მოვკარი თვალი. ერთმა თვალი ამარიდა, მაგრამ მეორე, გვარად აგრბა, გადამეხვია და თბილად მომიკითხა. როცა აფხაზმა მაიორმა იარაღი სახეში ჩამარტყა, ის და მისი მოგვარე, გადამეფარნენ... ძალიან მიმძიმს იმ წუთების გახსენება... იმ დღეს ჩემი დახვრეტაც უნდოდათ, მაგრამ დროებითი დაკავების იზოლატორის უფროსმა ოთარ დელბამ გადამარჩინა...

- იცოდნენ, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდით?...

- დიახ, თუმცა, მათი აგრესიის მთავარი მიზეზი მაინც ჩემი სამოქალაქო საქმიანობა იყო, იდეოლოგი ხარო, მითხრეს, 1989 წელს უნივერსიტეტის გახლეჩა და სისხლისღვრა შენს კისერზეაო... ერთი სიტყვით, ბრალად ორი მუხლი - ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა წამიყენეს. თავის დაცვა არ გამჭირვებია. ღიად ვამბობდი, რომ ქართულ მხარეს მთელი ომის განმავლობაში არასდროს უთქვამს, რომ აფხაზი ჩვენი მტერია, ეს დაპირისპირება ძმათამკვლელ ომად მიგვაჩნდა და აფხაზებს “შეცდენილ” მოძმეებს ვუწოდებდით-მეთქი....

- საკანში როგორი ვითარება იყო?

- მძიმე. საკანში ჩემთან ერთად ძირითადად ქართველები (აქა იქ, სომხები, რუსები და უკრაინელებიც) იყვნენ... ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა. ისეთი ნესტი იყო, ფაქტობრივად სველ ლეიბებზე ვიწექით, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურ სტრესთან რა მოსატანია... მეუღლემ მოახერხა და ჩემი დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ, დედაჩემი ზუგდიდში გამოამგზავრა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ჩემს სანახავად მოვიდა... დედას რატომ არ გაყევი-მეთქი, ვიდრე არ დავრწმუნდებოდი, რომ ნამდვილად ცოცხალი იყავი, ვერ წავიდოდიო. მან ჩემს ყოფილ სტუდენტს, სეპარატისტული ხელისუფლების მაღალჩინოსან, ტყვეთა გაცვლის კომისიის აფხაზური მხარის თავმჯდომარეს ბესლან კობახიას დახმარება სთხოვა და ბოლოს, მეზობლების დახმარებით, ჭუბურხინჯის გზით გაიყვანეს...

- რაულ ხაჯიმბამ რა როლი ითამაშა თქვენს იქ ყოფნაში?

- რაულ ხაჯიმბას საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის “სამართალმცოდნეობის” სპეციალობის რუსულ სექტორზე სწავლობდა ქართველებთან, რუსებთან და სომხებთან ერთად. ძალიან ნიჭიერი, ნაკითხი, ანალიტიკური აზროვნების მქონე (აფხაზურ აუდიტორიაში ასეთი ცოტა შემხვედრია) და კეთილშობილი ახალგაზრდა იყო. მის კურსთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა... ამასთან მე ვიყავი ერთადერთი არაიურისტი ლექტორი, რომელიც კურსმა გამოშვების საღამოზე მიიწვია. სურათიც გვაქვს გადაღებული, რომელზეც იურისტ კოლეგებთან და სტუდენტებთან (მათ შორის რაულ ხაჯიმბასთან) ერთად ვარ.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, არ შემხვედრია. შემდეგ გავიგე, რომ უშიშროებაში მუშაობდა... ჩემთან პირველად, დაპატიმრებიდან თვენახევრის შემდეგ მოვიდა, სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერისას ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო. ეს ინტერვიუ აფხაზმა სამართალდამცველებმა “შემომთავაზეს”. მაშინდელი “გენერალური პროკურორის” მოვალეობის შემსრულებლის სერგეი ბგანბას დაკვეთა იყო, რომელმაც დამკითხა... შვილი ომში მოუკლავთ და აგრესიულად იქცეოდა. დახვრეტით დამემუქრა, მაგრამ 5-საათიანი დაკითხვისას ჩემი მეუღლის დეიდა ვახსენე. ვიცოდი, რომ ეთერ კომახიძე (80-იან წლებში საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე) მისი დის ლილი ბგანბას (იმავე პერიოდში აფხაზეთის ვაჭრობის მინისტრის) ახლო მეგობარი იყო.

პროკურორი ერთბაშად მოლბა, იცით, ეთერი დედაჩემის დაკრძალვაზე იყოო... ისეთ მძიმე ვითარებაშიც კი, ადამიანური ურთიერთობები გადამწყვეტი აღმოჩნდა და უკვე იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ციხიდან გასვლის შემდეგ, აფხაზეთიდან გალის გავლით გამოვსულიყავი თუ ადლერიდან.

ჰოდა, სწორედ მაშინ, დამშვიდობებისას, ბგანბამ უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანს ზურაბ აგუმავას, რომელსაც თავდაპირველად მიჰყავდა ჩემი საქმე, ჩემთან სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერა დაავალა, პროფესორია, ვიღაცა ხომ არ არის, თქვას თავისი აზრიო?.. ეს სიტყვები არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამდი? ისღა ვუთხარი, რომ ინტერვიუს გათავისუფლების შემდეგ მივცემ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი-მეთქი.

აი ამ საქმის ორგანიზება ჰქონდა დავალებული ხაჯიმბას. როცა საკნიდან გამომიყვანეს და იზოლატორის სამორიგეო ოთახში შემიყვანეს, იქ დამხვდა რაული. თბილად შემხვდა, ისე გადავეხვიეთ ერთმანეთს, ზედამხედველები გაოცებული გვიყურებდნენ. შემდეგ გადამიყვანა სამინისტროს შენობაში, სადაც უკვე ცნობილი ტელეჟურნალისტი გიორგი გულია მელოდებოდა (დიმიტრი გულიას შვილიშვილი). ის 5 წელი ჩემი სტუდენტი იყო, შემდეგ კი, მოსკოვში საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ერთ-ერთი უფროსი.

გავბედე და კამერას ხელი დავაფარე - ჩემი პირობები მაქვს-მეთქი. ჩემი საქციელი გაუკვირდა... ვუთხარი, რომ ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ იცოდა. მანაც დაუდასტურა. გიორგი ინტერვიუს “ჩავარდნამ” ძალიან გააბრაზა და თავხედურად მელაპარაკა. წავკამათდით კიდეც. რა არ გყოფნიდათ ქართველებს, ყველაფერი თქვენს ხელში იყოო, რაზეც საკადრისი პასუხი გავეცი... ტელევიზიით გამოსვლას ასე გადავურჩი. რაული შემდეგაც მოდიოდა მოსაკითხად. დღემდე ყურებში ჩამესმის მისი და ზურაბ აგუმავას სიტყვები - “ვალერიანოვიჩ, ხომ არაფერი გაწუხებთო?.."

მანამდე ჩემთან იზოლატორში ზემოთნახსენები ბესლან კობახიაც მოვიდა, ერთ ყოფილ სტუდენტ დაურ მარღანიასთან და უნივერსიტეტელ კოლეგასთან, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დაურ ბარგანჯიასთან ერთად... რაღაც საკითხებზე სერიოზულად ვიკამათეთ, მაგრამ მათი “ვიზიტი” ჩემთვის მაინც ძალზე მნიშვნელოვანი იყო - ამის შემდეგ ჩემს მიმართ იზოლატორის თანამშრომლების დამოკიდებულება შეიცვალა. ისიც უნდა ვთქვა, რომ აფხაზებს ეშინოდათ, ციხიდან გასვლის მერე ვინმეს არ მოვეკალი... 100-დღიანი ტყვეობის ბოლოს, “წითელი ჯვრის” დახმარებით ადლერში ჩამიყვანეს, საიდანაც თვითმფრინავით თბილისში ჩამოვედი...

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

"ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს სხვაზე ნაკლებად გადასცემენ" -  იმედისმომცემი კვლევა, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს