პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ
ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ

ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ლუ­კაშ­ნე­კომ ბე­ლო­რუს ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­და, რუ­სე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ბაზ­რე­ბი ეძი­ონ. ria.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მი­ზე­ზი რუ­სე­თის მხრი­დან ბე­ლო­რუ­სუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტის რუ­სეთ­ში იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვა სა­ხელ­დე­ბა.

ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მას სურს რუს კო­ლე­გა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა და გან­ხილ­ვა სა­კი­თხე­ბი­სა, რო­მე­ლიც ამ აკ­რძალ­ვას ეხე­ბა. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად ბე­ლო­რუს ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­და, ბაზ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე იფიქ­რონ.

„თუ რუ­სეთს ჩვე­ნი არ ეს­მის და არ უნდა, რომ ეს­მო­დეს, მოდი შევ­ხვდეთ პუ­ტინს ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ, გა­ვი­ა­როთ დე­ტა­ლუ­რად ყვე­ლა სა­კი­თხი. უნდა გა­ვერ­კვეთ, რა ხდე­ბა. თუ მათ გა­და­წყვი­ტეს ჩვე­ნი დამ­ცი­რე­ბა, არა­ვინ იცის რის გამო, მა­შინ ჩვენ სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბას სხვა­გან ვი­პო­ვით. ამი­ტომ ეძი­ეთ ახა­ლი ბაზ­რე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთ ბა­ზარ­ზე იყოთ მუ­დამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ლუ­კა­შენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­ში ახალ­ზე­ლან­დი­უ­რი მშრა­ლი რძე შე­ი­ტა­ნეს. „ვი­ღაც მი­ი­ღებს „ატ­კა­ტებს“ მშრა­ლი რძის­გან. ჯერ ეს ერთი რა მო­ი­ტა­ნეს, რითი კვე­ბა­ვენ ხალ­ხს. თუმ­ცა ეს მათი პრობ­ლე­მაა. მათ ეს არ ეს­მით და არც უნ­დათ გა­ი­გონ, რად­გან ყველ­გან „ატ­კა­ტე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია რუ­სე­თი და ბე­ლო­რუ­სი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით კა­მა­თო­ბენ, კერ­ძოდ, რძი­სა და ხორ­ცის პრო­დუქ­ცი­ა­ზე. „როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი“ პე­რი­ო­დუ­ლად აწე­სებს ემ­ბარ­გოს ბე­ლო­რუ­სულ პრო­დუქ­ტებ­ზე ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ბა­ბით. მა­გა­ლი­თად მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში რუ­სეთ­მა ბე­ლო­რუ­სი­დან რძის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნა აკ­რძა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას bpn.ge ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ

ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშნეკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ. ria.ru-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ბელორუსული სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის რუსეთში იმპორტის აკრძალვა სახელდება.

ლუკაშენკოს განცხადებით, მას სურს რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და განხილვა საკითხებისა, რომელიც ამ აკრძალვას ეხება. თუმცა, ამავდროულად ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, ბაზრის გაფართოებაზე იფიქრონ.

„თუ რუსეთს ჩვენი არ ესმის და არ უნდა, რომ ესმოდეს, მოდი შევხვდეთ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ, გავიაროთ დეტალურად ყველა საკითხი. უნდა გავერკვეთ, რა ხდება. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, არავინ იცის რის გამო, მაშინ ჩვენ საკუთარ ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით. ამიტომ ეძიეთ ახალი ბაზრები. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ბაზარზე იყოთ მუდამ დამოკიდებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, რუსეთში ახალზელანდიური მშრალი რძე შეიტანეს. „ვიღაც მიიღებს „ატკატებს“ მშრალი რძისგან. ჯერ ეს ერთი რა მოიტანეს, რითი კვებავენ ხალხს. თუმცა ეს მათი პრობლემაა. მათ ეს არ ესმით და არც უნდათ გაიგონ, რადგან ყველგან „ატკატებია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

უკვე რამდენიმე წელია რუსეთი და ბელორუსი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით კამათობენ, კერძოდ, რძისა და ხორცის პროდუქციაზე. „როსსელხოზნადზორი“ პერიოდულად აწესებს ემბარგოს ბელორუსულ პროდუქტებზე ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების საბაბით. მაგალითად მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა ბელორუსიდან რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების შეტანა აკრძალა.

აღნიშნულ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

გუშინ საპროტესტო აქციების დროს 91 ადამიანი დააკავეს - ბოლო ცნობები ბელარუსიდან

ბეირუთის მასშტაბური აფეთქებიდან 30 დღის შემდეგ, ნანგრევებში "სიცოცხლის ნიშნებს" მიაკვლიეს - "შესაძლოა, იქ ვინმე ცოცხალი იყოს"