საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი (ჯამ­დე­ლი­ა­ნი) მეს­ტი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში მე­უ­ფე გი­ორ­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც კერ­ძო კომ­პა­ნია ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობს „თუნ­დაც და­დე­ბი­თი" პრო­ექ­ტის ხორ­ცშეს­ხმას და ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი ნაც­ვლად ხალ­ხსა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ას შო­რის მომ­რი­გებ­ლუ­რი რო­ლი­სა, ერ­თგვა­რად გვევ­ლი­ნე­ბა მხა­რედ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ზემო სვა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, მეს­ტი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. მე, რო­გორც იმ კუ­თხის შვილ­მა, სა­დაც არის ჩემი მამა-პა­პა­თა ძვალთ შე­სა­ლა­გი, რო­მელ­თაც დღემ­დე მო­უ­ტა­ნი­ათ ის სიწ­მინ­დე­ე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და მიწა-წყა­ლი, რი­თაც თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი თავს იწო­ნებს მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­შე, ჩემი სინ­დი­სი არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას არ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და არ თა­ნა­ვუგ­რძნო სვა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. მა­შინ, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხალ­ხი არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის მთა­ვა­რი წყა­რო, მათ ხმას გულ­დას­მით უნდა უს­მენ­დნენ და ყო­ვე­ლი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ვფიქ­რობ, უნდა იქ­ნას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სე­სუ­სით მი­ღე­ბუ­ლი. ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც კერ­ძო კომ­პა­ნია ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობს „თუნ­დაც და­დე­ბი­თი" პრო­ექ­ტის ხორ­ცშეს­ხმას და ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი ნაც­ვლად ხალ­ხსა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ას შო­რის მომ­რი­გებ­ლუ­რი რო­ლი­სა, ერ­თგვა­რად გვევ­ლი­ნე­ბა მხა­რედ. ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ვი­შუ­როთ იმი­სათ­ვის, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და მშვი­დო­ბი­ა­ნი დი­ა­ლო­გის გზით გა­და­იჭ­რას ჩვენს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, ისე, რომ არ შე­ფერ­ხდეს სა­ხელ­მწი­ფოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაც. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ზემო-სვა­ნეთ­ში შე­უქ­ცე­ვა­დი უარ­ყო­ფი­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - აცხა­დებს მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი.

მეს­ტი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა „მეს­ტია-ჭალა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბას კვლავ აპ­რო­ტეს­ტებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც გუ­შინ გზა გა­და­კეტს და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა არ გა­ა­ტა­რეს, დღე­საც ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლე ზურა ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სვა­ნეთ­ში საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბას არ შე­ე­გუ­ე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან, რომ ბე­ტო­ნით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რა­ზეც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უარი თქვეს.

„მე გუ­შინ გვი­ან შე­ვუ­ერ­თდი აქ­ცი­ას და დღეს თორ­მე­ტი სა­ა­თის­თვის ვე­ლო­დე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, რათა ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყვი­ტოთ, რა რო­გორ გა­ვა­კე­თოთ. ყვე­ლამ ერ­თხმად უნდა და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია. ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა რომ შე­ჩერ­დე­ბა, ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ მან­ქა­ნე­ბის გა­ტა­რე­ბა-არ გა­ტა­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რომ ცე­მენ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. გვი­თხრეს უბ­რა­ლოდ დაც­ლი­ან მან­ქა­ნებს და გა­მობ­რუნ­დე­ბი­ან, მშე­ნებ­ლო­ბას შე­ვა­ჩე­რებ­თო. შეგ­ვპირ­დნენ, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეგ­ვახ­ვედ­რებ­დნენ, თუმ­ცა იმ­დენ­ჯერ მოვ­ტყუვ­დით, რომ უკვე არ გვჯე­რა, ამი­ტომ მო­ლა­პა­რა­კე­ბაც არ შედ­გა. ინ­ვეს­ტო­რი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა სა­ერ­თოდ. ვხე­დავთ, რომ ინ­ვეს­ტო­რის ფუნ­ქცი­ას სა­ხელ­მწი­ფო კის­რუ­ლობს და იღებს თა­ვის თავ­ზე. ვფიქ­რობ, რომ ეს მან­ქა­ნე­ბი გაბ­რუნ­დე­ბი­ან და ერთი თვით შე­ჩერ­დე­ბა ამ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ჩვენ მო­ვიყ­ვანთ და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს და სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლი­ან აქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. ჩე­ვენ კი ვი­ცით, რომ ეს პრო­ექ­ტი ყვე­ლა­ნა­ი­რად წამ­გე­ბი­ა­ნია და არაფ­რის მომ­ცე­მია რა­ი­ო­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ნი­ჟა­რა­ძემ.

მეს­ტი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გზა გა­და­კე­ტეს და მშე­ნე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპე­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კას და მან­ქა­ნებს არ უშ­ვე­ბენ.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მეუფე გიორგი აღნიშნავს, რომ ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი" პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ.

"ინტერპრესნიუსი" მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გამოვეხმაურო ზემო სვანეთში, კერძოდ, მესტიაში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს. მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული. ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი" პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ. ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემო-სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას", - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

მესტიის მოსახლეობა „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობას კვლავ აპროტესტებს. ადგილობრივები, რომლებმაც გუშინ გზა გადაკეტს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს, დღესაც ადგილზე რჩებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ზურა ნიჟარაძემ განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობა სვანეთში საფრთხისშემცველი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას არ შეეგუება. მისივე ინფორმაციით, გუშინ იყო შემოთავაზებები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ბეტონით დატვირთული მანქანები გაეტარებინათ, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს.

„მე გუშინ გვიან შევუერთდი აქციას და დღეს თორმეტი საათისთვის ველოდებით ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციას, რათა ერთობლივად გადავწყვიტოთ, რა როგორ გავაკეთოთ. ყველამ ერთხმად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჰესების მშენებლობა რომ შეჩერდება, ეს ფაქტია, მაგრამ მანქანების გატარება-არ გატარებაზეა საუბარი. იყო შემოთავაზებები, რომ ცემენტით დატვირთული მანქანები გაგვეტარებინა. გვითხრეს უბრალოდ დაცლიან მანქანებს და გამობრუნდებიან, მშენებლობას შევაჩერებთო. შეგვპირდნენ, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შეგვახვედრებდნენ, თუმცა იმდენჯერ მოვტყუვდით, რომ უკვე არ გვჯერა, ამიტომ მოლაპარაკებაც არ შედგა. ინვესტორი არ გამოჩენილა საერთოდ. ვხედავთ, რომ ინვესტორის ფუნქციას სახელმწიფო კისრულობს და იღებს თავის თავზე. ვფიქრობ, რომ ეს მანქანები გაბრუნდებიან და ერთი თვით შეჩერდება ამ ჰესის მშენებლობა. ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ მოვიყვანთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებიც შეისწავლიან აქ არსებულ ვითარებას. ჩევენ კი ვიცით, რომ ეს პროექტი ყველანაირად წამგებიანია და არაფრის მომცემია რაიონისთვის“, - განაცხადა ზურა ნიჟარაძემ.

მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და მშენებარე ტერიტორიაზე სპეციალურ ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ