პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ქორიძეს ნარკოდანაშაულისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა" - სკანდალური საქმის ახალი დეტალები
"ირაკლი ქორიძეს ნარკოდანაშაულისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა" - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის­თვის რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძე 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა, - ამის შე­სა­ხებ მა­თი­კაშ­ვილ­მა „ქრო­ნი­კას­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირაკ­ლი ქო­რი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ჩი­ჩუა პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის, მაკა ჩი­ჩუ­ას ბი­ძაშ­ვი­ლია.

ამას­თან, მა­თი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბამ­დე, ქო­რი­ძეს 2013 წელს ამ­ნის­ტი­ის აქტი შე­ე­ხო და მისი სას­ჯე­ლი 30 წლი­დან 13 წლი­თა და 6 თვით გა­ნი­სა­ზღვრა.

„მე მინ­და ვი­სა­უბ­რო ირაკ­ლი ქო­რი­ძე­ზე, რო­მელ­ზეც ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს. მე არ ვსა­უბ­რობ ამ კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­ულ­ზე, ამა­ზე ვერც ვი­სა­უბ­რებ, მით უმე­ტეს, როცა არ­სე­ბობს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­პცია. თუმ­ცა, ეს არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი 2011 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 300 აბი სუ­ბუ­ტექ­სის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-შე­მო­ტა­ნის­თვის. მას 30 წლით ჰქონ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 2013 წელს შე­ე­ხო ამ­ნის­ტი­ის აქტი, სას­ჯე­ლის ¼ მო­აკ­ლდა და მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნი­სა­ზღვრა 13 წლით და 6 თვით.

შემ­დეგ, 2014 წელს ხდე­ბა ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­დან ამო­ვარ­დნი­ლი მოვ­ლე­ნა და პრე­ზი­დენ­ტი შე­წყა­ლე­ბის აქ­ტით ახ­დენს ამ პი­როვ­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. მა­შინ იყო სა­უბ­რე­ბი იმა­ზეც, რომ პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც ნე­პო­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და, მისი ოჯა­ხის წევ­რი. ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა. მე არ მინ­და ჭო­რა­ო­ბა და რა­ღაც ფაქ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ში მუ­სი­რებს ის აზრი, თით­ქოს ირაკ­ლი ქო­რი­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ჩი­ჩუა გახ­ლავთ პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის, მაკა ჩი­ჩუ­ას ნა­თე­სა­ვი, ბი­ძაშ­ვი­ლი. თუკი ეს ფაქ­ტი და­დას­ტურ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო გა­რე­მო­ე­ბა. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს ამ პი­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ნამ მისი და­კა­ვე­ბა მოხ­დე­ბო­და, რა სამ­წუ­ხა­რო გზა გა­ი­ა­რა 2011 წლი­დან დღემ­დე. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, რა მო­ტი­ვით შე­ი­წყა­ლა ის პრე­ზი­დენ­ტმა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს. ამას­თან, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ შე­წყა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც ამო­ვარ­დნი­ლია ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კი­დან, ასე­ვე პრე­ზი­დენტს რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ასე­თი გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, რო­დე­საც ის თა­ვის დის­კრე­ცი­ულ უფ­ლე­ბას იყე­ნებ­და, ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვი ებ­მე­ბა და კი­თხვა ის­მის, ხომ არ არის ნე­პო­ტიზ­მი, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხთან პრე­ზი­დენტს აკავ­ში­რებ­და? თუ ეს და­დას­ტურ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გა­ე­ცეს აუ­ცი­ლებ­ლად პა­სუ­ხი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და­კა­ვე­ბულ შპს „კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის შვი­ლის ირაკ­ლი ქო­რი­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრო­ცე­სი დღეს 14:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. სა­კი­თხზე მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძე იმ­სჯე­ლებს.

ირაკ­ლი ქო­რი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ორ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა. კერ­ძოდ, ქო­რი­ძეს ბრა­ლი ედე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­სა და გა­და­ზიდ­ვა­ში. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ქო­რი­ძის ად­ვო­კატ­მა სა­ლო­მე ჯა­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

შსს-მ გა­სულ წელს თურ­ქე­თი­დან რე­ა­ნი­მო­ბი­ლით უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 900 აბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი (ბა­ხა­ლა) ფი­გუ­რი­რებ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნას ორ­გა­ნი­ზე­ბას შპს „კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის შვი­ლი ი.ქ. უკე­თებ­და და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ზღვარ­ზე გად­მო­ტა­ნის­თვის რე­ა­ნო­მო­ბი­ლებს იყე­ნებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ირაკლი ქორიძეს ნარკოდანაშაულისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა" - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

"ირაკლი ქორიძეს ნარკოდანაშაულისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა" - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის რამდენიმე დღის წინ დაკავებული ირაკლი ქორიძე 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, - ამის შესახებ მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ირაკლი ქორიძის პირველი მეუღლე ნატალია ჩიჩუა პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ბიძაშვილია.

ამასთან, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შეწყალებამდე, ქორიძეს 2013 წელს ამნისტიის აქტი შეეხო და მისი სასჯელი 30 წლიდან 13 წლითა და 6 თვით განისაზღვრა.

„მე მინდა ვისაუბრო ირაკლი ქორიძეზე, რომელზეც ფაქტები არსებობს. მე არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ დანაშაულზე, ამაზე ვერც ვისაუბრებ, მით უმეტეს, როცა არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუმცა, ეს არის პიროვნება, რომელიც იყო გასამართლებული 2011 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, 300 აბი სუბუტექსის უკანონო შენახვა-შემოტანისთვის. მას 30 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა და 2013 წელს შეეხო ამნისტიის აქტი, სასჯელის ¼ მოაკლდა და მისი თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა 13 წლით და 6 თვით.

შემდეგ, 2014 წელს ხდება ლოგიკური განვითარებიდან ამოვარდნილი მოვლენა და პრეზიდენტი შეწყალების აქტით ახდენს ამ პიროვნების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მაშინ იყო საუბრები იმაზეც, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელთანაც ნეპოტიზმის ნიშნები შეიძლებოდა ჰქონოდა, მისი ოჯახის წევრი. ახლა საზოგადოებას გარკვეული კითხვები გაუჩნდა. მე არ მინდა ჭორაობა და რაღაც ფაქტებზე საუბარი, თუმცა, სოციალურ ქსელეში მუსირებს ის აზრი, თითქოს ირაკლი ქორიძის პირველი მეუღლე ნატალია ჩიჩუა გახლავთ პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნათესავი, ბიძაშვილი. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება ძალიან სამწუხარო გარემოება. მინდა საზოგადოებამ იცოდეს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, სანამ მისი დაკავება მოხდებოდა, რა სამწუხარო გზა გაიარა 2011 წლიდან დღემდე. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა მოტივით შეიწყალა ის პრეზიდენტმა, ეს საზოგადოებას აინტერესებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ შეწყალებების რაოდენობას, რომელიც ამოვარდნილია ევროპული ქვეყნების სტატისტიკიდან, ასევე პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰქონდა ასეთი გარკვეული მინიშნებები საზოგადოებისგან, როდესაც ის თავის დისკრეციულ უფლებას იყენებდა, ლოგიკური ჯაჭვი ებმება და კითხვა ისმის, ხომ არ არის ნეპოტიზმი, რომელიც ამ საკითხთან პრეზიდენტს აკავშირებდა? თუ ეს დადასტურდა, საზოგადოებას უნდა გაეცეს აუცილებლად პასუხი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილის ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. საკითხზე მოსამართლე ნატო ხუჯაძე იმსჯელებს.

ირაკლი ქორიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა განუცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს